https://sputnik-georgia.com/20220111/onlain-klinikebis-raodenoba-izrdeba-263530951.html
საქართველოში ონლაინ-კლინიკების რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზრდება
საქართველოში ონლაინ-კლინიკების რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზრდება
Sputnik საქართველო
რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე საქართველოში 62 ონლაინ-კლინიკა მოქმედებს. 11.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-11T17:16+0400
2022-01-11T17:16+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1a/262383861_0:0:3297:1856_1920x0_80_0_0_69e06db5da6c2982ad8b49be736a0d5e.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე კვირის განმავლობაში დამატებით 40 ონლაინ-კლინიკა ამოქმედდება, გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო, რათა კოვიდ-ინფიცირებულმა პირებმა ოჯახის ექიმთან კონსულტაცია დროულად შეძლონ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.მისი თქმით, ახალი „ომიკრონ“ შტამი სწრაფად ვრცელდება, თუმცა საქართველოში აღნიშნული შტამით ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს. სწორად ამიტომაც გადაწყვიტა ჯანდაცვის სამინისტრომ ყურადღების გამახვილება ონლაინ-კლინიკების მუშაობაზე. დღეს საქართველოში 62 ონლაინ-კლინიკა ფუნქციონირებს.მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მომენტისთვის კლინიკებში 9 ათასი საწოლია მობილიზებული, მათგან 4.431 დაკავებულია. ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა შეადგენს 50%-ს. უწყების მონაცემებით, ამჟამად 281 პაციენტი მკურნალობის კურსს რეანიმაციის, ხოლო 1.083 ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში გადის. საქართველოში ბოლო 48 საათში კორონავირუსმა ორი ორსული იმსხვერპლა>>>„ეს შემთხვევები ძირითადად „დელტა“ შტამით არის გამოწვეული. რაც შეეხება „ომიკრონს“, ამ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის ერთეული შემთხვევები გვაქვს. აღნიშნული პაციენტებიდან რეანიმაცია არცერთს არ დასჭირვებია და ძალიან მალე მოხდა მათი გამოწერა საავადმყოფოებიდან“, – აღნიშნა გაბუნიამ.ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 5.486-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა პანდემიის დაწყებიდან 968.313-ს მიაღწია.ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 916.421 ადამიანი. გასულ დღე-ღამეში ინფექციამ 46 ადამიანი იმსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14.264-ია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1a/262383861_45:0:2776:2048_1920x0_80_0_0_c6c4f7171860f4d2bef80ef105b791d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საქართველოში ონლაინ-კლინიკების რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზრდება
17:16 11.01.2022 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე საქართველოში 62 ონლაინ-კლინიკა მოქმედებს.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე კვირის განმავლობაში დამატებით 40 ონლაინ-კლინიკა ამოქმედდება, გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო, რათა კოვიდ-ინფიცირებულმა პირებმა ოჯახის ექიმთან კონსულტაცია დროულად შეძლონ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ახალი „ომიკრონ“ შტამი სწრაფად ვრცელდება, თუმცა საქართველოში აღნიშნული შტამით ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს. სწორად ამიტომაც გადაწყვიტა ჯანდაცვის სამინისტრომ ყურადღების გამახვილება ონლაინ-კლინიკების მუშაობაზე. დღეს საქართველოში 62 ონლაინ-კლინიკა ფუნქციონირებს.
„ჰოსპიტალური სექტორი მობიზებული რჩება. ჩვენ გავიარეთ კორონავირუსის რამდენიმე ტალღა. ამ პირობებში, როდესაც ვიცით, რომ „ომიკრონი“ ძირითადად შედარებით მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, რომლის მართვაც შესაძლებელია ბინაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის მობილიზება. ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო, როდესაც მოხდა ოჯახის ექიმების გადამზადება კოვიდის მართვის კუთხით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მომენტისთვის კლინიკებში 9 ათასი საწოლია მობილიზებული, მათგან 4.431 დაკავებულია. ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა შეადგენს 50%-ს. უწყების მონაცემებით, ამჟამად 281 პაციენტი მკურნალობის კურსს რეანიმაციის, ხოლო 1.083 ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში გადის.
„ეს შემთხვევები ძირითადად „დელტა“ შტამით არის გამოწვეული. რაც შეეხება „ომიკრონს“, ამ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის ერთეული შემთხვევები გვაქვს. აღნიშნული პაციენტებიდან რეანიმაცია არცერთს არ დასჭირვებია და ძალიან მალე მოხდა მათი გამოწერა საავადმყოფოებიდან“, – აღნიშნა გაბუნიამ.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 5.486-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა პანდემიის დაწყებიდან 968.313-ს მიაღწია.
ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 916.421 ადამიანი. გასულ დღე-ღამეში ინფექციამ 46 ადამიანი იმსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14.264-ია.