https://sputnik-georgia.com/20220111/natelasvilis-gadawyvetileba-gamokitxvis-sedegebzea-damokidebuli-263530059.html
შესვლა–არშესვლა: ნათელაშვილი გადაწყვეტილებას გამოკითხვის შედეგების მიხედვით მიიღებს
შესვლა–არშესვლა: ნათელაშვილი გადაწყვეტილებას გამოკითხვის შედეგების მიხედვით მიიღებს
Sputnik საქართველო
გადაწყვეტს თუ არა ლეიბორისტების ლიდერი საკანონმდებლო ორგანოში შესვლას, ამას სოციალურ ქსელში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს
2022-01-11T16:53+0400
2022-01-11T16:53+0400
2022-01-11T20:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249835729_0:0:1907:1072_1920x0_80_0_0_61aa62934531b7a9a226f248f28f6528.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოკითხვის შედეგების მიხედვით მიიღებს.გამოკითხვა პოლიტიკოსს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში – შევიდეს თუ არა პარლამენტში. ამისთვის მან გამოკითხვა დაიწყო Facebook-გვერდზე.ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ბოიკოტის შეწყვეტისა და პარლამენტში დაბრუნების გეგმების შესახებ პირველად „TV პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, მას არ სურს დეპუტატის სავარძლის დაკავება, მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიების მოქმედება, რომლებიც არ ტოვებენ საკანონმდებლო ორგანოს, ლეიბორისტებს საპარლამენტო ტრიბუნაზე დაფიქრებას აიძულებს.მისი თქმით, პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას ხალხის მიერ გამოთქმული მოსაზრებიდან გამომდინარე მიიღებს.გამოკითხვაში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ შეიძლება. სასურველია სოციალური ქსელის მომხმარებელმა დაწეროს მოკლე პასუხი „დიახ“ ან „არა. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ფეიკ-პროფილებით დატოვებული კომენტარები წაიშლება.ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოუცხადა და ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. შარშან ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევიდა, ლეიბორისტული პარტია კი ბოიკოტს დღემდე განაგრძობს.ლეიბორისტებს ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ერთი მანდატი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმების შესახებ პარლამენტს ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში მიმართა, მისთვის მანდატი ჯერ არ ჩამოურთმევიათ.წყარო: შალვა ნათელაშვილის Facebook-გვერდი
https://sputnik-georgia.com/20220107/leiboristebma-seizleba-parlamentis-boikoti-sewyviton-263446657.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249835729_138:0:1663:1144_1920x0_80_0_0_1b7e49a3fd5874714774de2cd0f749a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნათელაშვილი დეპუტატი გამოკითხვა პარლამენტი
ნათელაშვილი დეპუტატი გამოკითხვა პარლამენტი
შესვლა–არშესვლა: ნათელაშვილი გადაწყვეტილებას გამოკითხვის შედეგების მიხედვით მიიღებს
16:53 11.01.2022 (განახლებულია: 20:57 11.01.2022) სოციალურ ქსელში გამოკითხვის შედეგებზეა დამოკიდებული ქართველი პოლიტიკოსის შესვლა პარლამენტში ან ბოიკოტის გაგრძელება.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოკითხვის შედეგების მიხედვით მიიღებს.
გამოკითხვა პოლიტიკოსს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში – შევიდეს თუ არა პარლამენტში. ამისთვის მან გამოკითხვა დაიწყო
Facebook-გვერდზე.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ბოიკოტის შეწყვეტისა და პარლამენტში დაბრუნების გეგმების შესახებ პირველად „TV პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, მას არ სურს დეპუტატის სავარძლის დაკავება, მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიების მოქმედება, რომლებიც არ ტოვებენ საკანონმდებლო ორგანოს, ლეიბორისტებს საპარლამენტო ტრიბუნაზე დაფიქრებას აიძულებს.
„მას შემდეგ, რაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლით აზრი დაუკარგა ბოიკოტს, ფიქრობთ თუ არა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ უნდა გამოიყენოს თავისი მანდატი და, შესაბამისად, მე შევიდე პარლამენტში?“ – დაწერა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას ხალხის მიერ გამოთქმული მოსაზრებიდან გამომდინარე მიიღებს.
გამოკითხვაში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ შეიძლება. სასურველია სოციალური ქსელის მომხმარებელმა დაწეროს მოკლე პასუხი „დიახ“ ან „არა. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ფეიკ-პროფილებით დატოვებული კომენტარები წაიშლება.
ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოუცხადა და ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. შარშან ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევიდა, ლეიბორისტული პარტია კი ბოიკოტს დღემდე განაგრძობს.
ლეიბორისტებს ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ერთი მანდატი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმების შესახებ პარლამენტს ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში მიმართა, მისთვის მანდატი ჯერ არ ჩამოურთმევიათ.
წყარო: შალვა ნათელაშვილის
Facebook-გვერდი