https://sputnik-georgia.com/20220111/moswavleebis-mkvleloba-sasamartlom-kidev-erti-figuranti-damnasaved-cno-263535381.html
სარალიძის მკვლელობა: სასამართლომ საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი დამნაშავედ ცნო
სარალიძის მკვლელობა: სასამართლომ საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი დამნაშავედ ცნო
Sputnik საქართველო
სასამართლომ განაჩენი საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს ტრაგედიიდან ოთხი წლის შემდეგ გამოუტანა.
2022-01-11T18:38+0400
2022-01-11T18:38+0400
2022-01-11T22:14+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262039138_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_dfb7a4a356491325d55be3cb76e7bab4.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სკოლის მოსწავლე დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე დამნაშავედ ცნო.მენაბდე, რომელიც მღვდელმსახურის შვილია, სარალიძის მკვლელობიდან სამი წლის შემდეგ, 2021 წლის 15 აპრილს დააკავეს.სკოლის მოსწავლე დავით სარალიძე 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს დაიღუპა, რომელშიც ორი – №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების დაახლოებით 20 უფროსკლასელი მონაწილეობდა.ერთ-ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე საავადმყოფოში 2 დეკემბერს, შემთხვევიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, მენაბდეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვნების მიმართ მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, პატიმრობის ვადა ერთი მეოთხედით შემცირდა და საბოლოოდ მენაბდეს ციხეში 10 წლისა და 6 თვის გატარება მოუწევს.ახალგაზრდის ადვოკატის დავით დადიანის თქმით, დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.გამოძიების ვერსიით, მენაბდე სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობდა და მას ჭრილობები მიხეილ კალანდიასა და გიორგი ჯანაშიასთან ერთად მიაყენა. მენაბდე საქმეში მოწმის სახით ფიგურირებდა და მასზე, როგორ მკვლელზე, თავის დროზე, 2018 წელს საგამოძიებო პროცესების დროს ჯანაშიამ მიუთითა.სისხლის სამართლის საქმის ისტორია2017 წლის 1 დეკემბრის სისხლიანი ინციდენტის გამოძიების პროცესში ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი მალევე დააკავეს.2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გუგა ბარბაქაძე დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გიორგი ჯანაშია კი – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. მოგვიანებით, 2019 წლის ივნისში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დააკავეს აგრეთვე მიხეილ კალანდია.საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც მანამდე როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ მიმართეს, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბარბაქაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა, ჯანაშია კი დამნაშავედ ცნეს სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობაში. შედეგად ბარბაქაძეს და კალანდიას თითოეულს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას კი, ბრალის აღიარებისა და თანამშრომლობის სანაცვლოდ, გასული წლის 28 იანვარს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც საბოლოოდ ოთხი წლის ვადით პირობით და ოთხი წლის ვადით რეალურ სასჯელს გულისხმობს.დეკემბერში მას დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით. ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება 2020 წლის 30 დეკემბერს დატოვა.
https://sputnik-georgia.com/20211201/zaza-saralizem-prezidents-svilis-mkvlelebis-sewyaleba-stxova-262503417.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262039138_162:0:2893:2048_1920x0_80_0_0_013dae2b8ec4dcb357bd36837687c284.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასამართლო მენაბდე დამნაშავე მკვლელობა სარალიძე
სასამართლო მენაბდე დამნაშავე მკვლელობა სარალიძე
სარალიძის მკვლელობა: სასამართლომ საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი დამნაშავედ ცნო
18:38 11.01.2022 (განახლებულია: 22:14 11.01.2022) გახმაურებული მკვლელობიდან ოთხი წლის შემდეგ სასამართლომ განაჩენი საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს გამოუტანა.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სკოლის მოსწავლე დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე დამნაშავედ ცნო.
მენაბდე, რომელიც მღვდელმსახურის შვილია, სარალიძის მკვლელობიდან სამი წლის შემდეგ, 2021 წლის 15 აპრილს დააკავეს.
სკოლის მოსწავლე დავით სარალიძე 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს დაიღუპა, რომელშიც ორი – №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების დაახლოებით 20 უფროსკლასელი მონაწილეობდა.
ერთ-ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე საავადმყოფოში 2 დეკემბერს, შემთხვევიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, მენაბდეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვნების მიმართ მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, პატიმრობის ვადა ერთი მეოთხედით შემცირდა და საბოლოოდ მენაბდეს ციხეში 10 წლისა და 6 თვის გატარება მოუწევს.
ახალგაზრდის ადვოკატის დავით დადიანის თქმით, დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
„სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი. არ ვიცით გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო. გამომდინარე აქედან, ველოდებით, წერილობით როდის გადმოგვეცემა განაჩენი და ამის მიხედვით მოვიქცევით შემდგომ. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება“, – განაცხადა დადიანმა.
გამოძიების ვერსიით, მენაბდე სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობდა და მას ჭრილობები მიხეილ კალანდიასა და გიორგი ჯანაშიასთან ერთად მიაყენა. მენაბდე საქმეში მოწმის სახით ფიგურირებდა და მასზე, როგორ მკვლელზე, თავის დროზე, 2018 წელს საგამოძიებო პროცესების დროს ჯანაშიამ მიუთითა.
სისხლის სამართლის საქმის ისტორია
2017 წლის 1 დეკემბრის სისხლიანი ინციდენტის გამოძიების პროცესში ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი მალევე დააკავეს.
2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გუგა ბარბაქაძე დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გიორგი ჯანაშია კი – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. მოგვიანებით, 2019 წლის ივნისში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დააკავეს აგრეთვე მიხეილ კალანდია.
საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც მანამდე როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ მიმართეს, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბარბაქაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა, ჯანაშია კი დამნაშავედ ცნეს სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობაში. შედეგად ბარბაქაძეს და კალანდიას თითოეულს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას კი, ბრალის აღიარებისა და თანამშრომლობის სანაცვლოდ, გასული წლის 28 იანვარს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც საბოლოოდ ოთხი წლის ვადით პირობით და ოთხი წლის ვადით რეალურ სასჯელს გულისხმობს.
დეკემბერში მას დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით. ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება 2020 წლის 30 დეკემბერს დატოვა.