https://sputnik-georgia.com/20211201/zaza-saralizem-prezidents-svilis-mkvlelebis-sewyaleba-stxova-262503417.html
ზაზა სარალიძემ პრეზიდენტს შვილის მკვლელების შეწყალება სთხოვა
ზაზა სარალიძემ პრეზიდენტს შვილის მკვლელების შეწყალება სთხოვა
Sputnik საქართველო
სარალიძემ განაცხადა, რომ აპატია მისი შვილის მკვლელებს. 01.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-01T11:54+0400
2021-12-01T11:54+0400
2021-12-01T16:33+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24294/39/242943909_0:65:2000:1190_1920x0_80_0_0_77f66c53c10b1b8beb1dd43c676acd71.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ზაზა სარალიძე, რომლის შვილი ქუჩაში მასობრივი ჩხუბის დროს დაიღუპა, პრეზიდენტს სთხოვს, შეიწყალოს ამ საქმეზე გასამართლებული ყველა მსჯავრდებული.სკოლის მოსწავლე დავით სარალიძე 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს დაიღუპა, რომელშიც ორი - №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის დაახლოებით 20 უფროსკლასელი მონაწილეობდა. ერთ-ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე საავადმყოფოში 2 დეკემბერს, შემთხვევიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.ტელეკომპანია „TV პირველის" ეთერში ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ თანახმაა ციხიდან მისი შვილის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ყველა პატიმარი გათავისუფლდეს, ვინც სიმართლეს იტყვის. ამასთან, მან პირობა დადო, რომ იბრძოლებს ბოლომდე, რათა დაისაჯოს ყველა ის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას აფერხებდა.მისი თქმით, მკვლელები მისთვის მნიშვნელოვანი აღარ არიან.„განა მე ის ბავშვები არ მეცოდებიან, მათი მშობლები არ მეცოდებიან? ვინც სიმართლეს იტყვის, გამოუშვან სულ ყველა... ზაზა სარალიძემ დაამტკიცა დათუნა სარალიძის სიმართლე", – განაცხადა დაღუპული მოზარდის მამამ.სისხლის სამართლის საქმის ისტორია2017 წლის 1 დეკემბრის სისხლიანი ინციდენტის გამოძიების პროცესში ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი მალევე დააკავეს.2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გუგა ბარბაქაძე დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გიორგი ჯანაშია კი – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. მოგვიანებით, 2019 წლის ივნისში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დააკავეს აგრეთვე მიხეილ კალანდია.საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც მანამდე როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ მიმართა, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბარბაქაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა, ჯანაშია კი დამნაშავედ ცნეს სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობაში. შედეგად ბარბაქაძეს და კალანდიას თითოეულს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას კი, ბრალის აღიარებისა და თანამშრომლობის სანაცვლოდ, გასული წლის 28 იანვარს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც საბოლოოდ ოთხი წლის ვადით პირობით და ოთხი წლის ვადით რეალურ სასჯელს გულისხმობს. დეკემბერში კი მას დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით. ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება 2020 წლის 30 დეკემბერს დატოვა.
https://sputnik-georgia.com/20210415/daviT-saraliZis-mkvlelobis-braldebiT-dekanozis-Svili-daakaves-251475290.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24294/39/242943909_193:0:1970:1333_1920x0_80_0_0_d05049ade8e20f5725d3e2e27483aba9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ზაზა სარალიძემ პრეზიდენტს შვილის მკვლელების შეწყალება სთხოვა
11:54 01.12.2021 (განახლებულია: 16:33 01.12.2021) სარალიძემ განაცხადა, რომ აპატია მისი შვილის მკვლელებს.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ზაზა სარალიძე, რომლის შვილი ქუჩაში მასობრივი ჩხუბის დროს დაიღუპა, პრეზიდენტს სთხოვს, შეიწყალოს ამ საქმეზე გასამართლებული ყველა მსჯავრდებული.
სკოლის მოსწავლე დავით სარალიძე 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს დაიღუპა, რომელშიც ორი - №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის დაახლოებით 20 უფროსკლასელი მონაწილეობდა. ერთ-ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე საავადმყოფოში 2 დეკემბერს, შემთხვევიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.
ტელეკომპანია „TV პირველის" ეთერში ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ თანახმაა ციხიდან მისი შვილის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ყველა პატიმარი გათავისუფლდეს, ვინც სიმართლეს იტყვის. ამასთან, მან პირობა დადო, რომ იბრძოლებს ბოლომდე, რათა დაისაჯოს ყველა ის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას აფერხებდა.
„მე დღეს ის ბიჭები მეცოდება ყველა. მე ბოლო სასამართლოზეც დავაფიქსირე და დღეს ღიად ვიტყვი, პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს — გამოუშვას ყველა. ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. იმიტომ ვპატიობ, რომ კანონი მეუბნება, „15 წლის მერე მაინც უნდა აპატიო“. დღესვე ვაპატიებ, რატომ ვიტანჯო 15 წელი თავი", – განაცხადა სარალიძემ.
მისი თქმით, მკვლელები მისთვის მნიშვნელოვანი აღარ არიან.
„განა მე ის ბავშვები არ მეცოდებიან, მათი მშობლები არ მეცოდებიან? ვინც სიმართლეს იტყვის, გამოუშვან სულ ყველა... ზაზა სარალიძემ დაამტკიცა დათუნა სარალიძის სიმართლე", – განაცხადა დაღუპული მოზარდის მამამ.
სისხლის სამართლის საქმის ისტორია
2017 წლის 1 დეკემბრის სისხლიანი ინციდენტის გამოძიების პროცესში ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი მალევე დააკავეს.
2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გუგა ბარბაქაძე დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გიორგი ჯანაშია კი – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. მოგვიანებით, 2019 წლის ივნისში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დააკავეს აგრეთვე მიხეილ კალანდია.
საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც მანამდე როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ მიმართა, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბარბაქაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა, ჯანაშია კი დამნაშავედ ცნეს სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობაში. შედეგად ბარბაქაძეს და კალანდიას თითოეულს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას კი, ბრალის აღიარებისა და თანამშრომლობის სანაცვლოდ, გასული წლის 28 იანვარს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც საბოლოოდ ოთხი წლის ვადით პირობით და ოთხი წლის ვადით რეალურ სასჯელს გულისხმობს. დეკემბერში კი მას დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით. ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება 2020 წლის 30 დეკემბერს დატოვა.