https://sputnik-georgia.com/20220111/kaxa-kalaze-mikroavtobusebis-canacvlebaze-263536112.html
„დაპირება შესრულებულია“ – კახა კალაძე მიკროავტობუსების ჩანაცვლებაზე
„დაპირება შესრულებულია“ – კახა კალაძე მიკროავტობუსების ჩანაცვლებაზე
Sputnik საქართველო
დედაქალაქში რამდენიმე დღეში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ
2022-01-11T19:07+0400
2022-01-11T19:07+0400
2022-01-11T22:30+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260124582_0:66:2400:1416_1920x0_80_0_0_c6f9dfcc92f382fc3d770244f17ab6cf.jpg
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. რამდენიმე დღეში დედაქალაქში მხოლოდ ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების ახლით ჩანაცვლება თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია. მრავალკომპონენტიანი პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არსებული ავტოპარკის განახლება, ძველი ტრანსპორტის სრული ჩანაცვლებაა.კალაძის განცხადებით, ახალი 1.000 მიკროავტობუსიდან 450 უკვე ქსელშია, ხოლო დანარჩენი 550-ის მომზადება მიმდინარეობს – უნდა დამონტაჟდეს გადახდის აპარატები, მთვლელები.მერმა აღნიშნა, რომ ძველ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული ჰქონდათ. იგივე შეიძლება ითქვას მიკროავტობუსებზე, რომლებიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენდა.კალაძის თქმით, სატრანსპორტო რეფორმა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მას შემდეგ დედაქალაქში სრულად ჩანაცვლდა ავტობუსები. როგორც კალაძემ განაცხადა, თბილისში აღარასოდეს იმოძრავებს მოძველებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი.ამ დროისათვის დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა მოქმედებს – ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო.დედაქალაქში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება. ახალი სამგზავრო ბარათები პერსონალიზებული არ იქნება და მის გამოყენებას მთელი ოჯახი შეძლებს.
https://sputnik-georgia.com/20211224/kaladze-transportze-tarifi-ki-ar-zvirdeba-iapdeba-263122162.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260124582_0:0:2133:1600_1920x0_80_0_0_e1cdabfc6ae9b2fe253e26af38a20661.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დედაქალაქი კალაძე მიკროავტობუსები დანაპირები
თბილისი დედაქალაქი კალაძე მიკროავტობუსები დანაპირები
„დაპირება შესრულებულია“ – კახა კალაძე მიკროავტობუსების ჩანაცვლებაზე
19:07 11.01.2022 (განახლებულია: 22:30 11.01.2022) დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მოქმედი ავტოპარკის სრულად განახლებაა.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. რამდენიმე დღეში დედაქალაქში მხოლოდ ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების ახლით ჩანაცვლება თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია. მრავალკომპონენტიანი პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არსებული ავტოპარკის განახლება, ძველი ტრანსპორტის სრული ჩანაცვლებაა.
„უკვე თბილისშია 1.000 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც ეტაპობრივად გაეშვება ქსელში და რამდენიმე დღეში ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს სრულად ჩაანაცვლებს. ქალაქში არ იმოძრავებს არცერთი ძველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა თუნდაც გადაადგილების თვალსაზრისით“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, ახალი 1.000 მიკროავტობუსიდან 450 უკვე ქსელშია, ხოლო დანარჩენი 550-ის მომზადება მიმდინარეობს – უნდა დამონტაჟდეს გადახდის აპარატები, მთვლელები.
მერმა აღნიშნა, რომ ძველ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული ჰქონდათ. იგივე შეიძლება ითქვას მიკროავტობუსებზე, რომლებიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენდა.
კალაძის თქმით, სატრანსპორტო რეფორმა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მას შემდეგ დედაქალაქში სრულად ჩანაცვლდა ავტობუსები. როგორც კალაძემ განაცხადა, თბილისში აღარასოდეს იმოძრავებს მოძველებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ამ დროისათვის დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა მოქმედებს – ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო.
დედაქალაქში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება. ახალი სამგზავრო ბარათები პერსონალიზებული არ იქნება და მის გამოყენებას მთელი ოჯახი შეძლებს.