https://sputnik-georgia.com/20220110/yazaxetis-saelco-saqartvelosi-zalisxmevas-ar-isurebs-taviisi-moqalaqeebis-dasaxmareblad-263508893.html
ყაზახეთის საელჩო საქართველოში ძალისხმევას არ იშურებს თავისი მოქალაქეების დასახმარებლად
ყაზახეთის საელჩო საქართველოში ძალისხმევას არ იშურებს თავისი მოქალაქეების დასახმარებლად
Sputnik საქართველო
საქართველოში დარჩენილი ყაზახეთის მოქალაქეები რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან
2022-01-10T22:36+0400
2022-01-10T22:36+0400
2023-08-17T19:24+0400
პოლიტიკა
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
დსთ
მსოფლიოს ახალი ამბები
ყაზახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24602/43/246024338_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_01c7a48e79cf991a8fc63e0d6c324cc3.jpg
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. ყაზახეთის საელჩო საქართველოდან ავიარეისების შეწყვეტის მომენტიდან ძალისხმევას არ იშურებს ყაზახეთის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, ასევე უზრუნველყოფს მათ კომფორტულ დაბინავებას ქვეყანაში, განუცხადეს Sputnik-საქართველოს ყაზახეთის დიპლომატიურ მისიაში.„Sputnik-საქართველოს“ რედაქციაში სულ უფრო გახშირდა საქართველოში დარჩენილი ყაზახეთის მოქალაქეების წერილები მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციის გავრცელების თხოვნით – ბევრი უსახსროდაა დარჩენილი და ვერ უკავშირდება ნათესავებს ფინანსური დახმარების მისაღებად.ამასთან, ყაზახეთის მოქალაქეები აცხადებენ, რომ რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან და არ აქვთ ინფორმაცია იმაზე, თუ როდის შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას.„Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას ყახაზეთის საპატიო კონსულმა გიორგი ჯახუტაშვილმა განაცხადა, რომ ყაზახეთი–საქართველოს ეკონომიკურმა გაერთიანებამ წამოიწყო კამპანია ყაზახების დასახმარებლად, რომლებიც სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.საპატიო კონსულის სიტყვებით, ყველა დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მუშაობენ მოხალისეები, რომლებიც დაუყოვნებლივ ეხმაურებიან საქართველოში დარჩენილი ყაზახეთის მოქალაქეების პრობლემებს. მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც საელჩოს თანამშრომლებმა შექმნეს, უკვე დაეხმარა 76 ადამიანს დაბინავებაში, კვებაში, ბინის შეცვლაში, მედიკამენტებით მომარაგებაში.ყველა ყაზახეთის მოქალაქეს, რომელსაც ჯერ არ შეუძლია სამშობლოში დაბრუნება, უფასო PCR-ტესტირების შესაძლებლობა ეძლევა. СOVID-19-ზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მოქალაქეებს საჭირო ფინანსურ დახმარებასაც აღმოუჩენენ.„საქართველოს კანონმდებლობით, საკარანტინო სასტუმროებში ყოფნის საფასურს უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავად იხდიან. თუმცა, თუ რეისი ყაზახეთში გაუქმდა ან გადაიდო, აუცილებელია სპეციალური ფორმის შევსება და ამ შემთხვევაში კოვიდ-სასტუმროში დარჩენა უფასო იქნება“, – აღნიშნავენ საელჩოში.დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ პროგრამა ხორციელდება საქართველოში ყაზახეთის საელჩოს მხარდაჭერით, ყაზახეთი–საქართველოს ეკონომიკური გაერთიანების, ასევე მისი წევრებისა და დამფუძნებლების დაფინანსებით.„გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყაზახ ბიზნესმენებს, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, და ჩვენს ქართველ მეგობრებს, კერძოდ, მოხალისეთა ჯგუფს, რომელიც შედგებოდა არა მხოლოდ ყაზახებისგან, არამედ ქართველებისგან, რუსებისგან, აზერბაიჯანელებისგან, უკრაინელებისა და დანარჩენი არაგულგრილი ადამიანებისგან“, – აღნიშნეს საქართველოში ყაზახეთის საელჩოს პრეს-სამსახურში.ამჟამად საქართველოდან ყაზახეთში ავიარეისების ეტაპობრივი აღდგენა მიმდინარეობს. საელჩოს ინფორმაციით, პრიორიტეტი მიენიჭება იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ ბილეთი ამა თუ იმ რეისზე, შემდეგ კი თავისუფალი ადგილები გადანაწილდება მოქალაქეებზე, რომლებმაც ქვეყანა 5 იანვრის შემდეგ ვერ დატოვეს.„ადამიანები ჯერ ისევ ვერ ახერხებენ გამგზავრებას ალმათისკენ, რადგან იქ ნაწილობრივ შეჩერებულია აეროპორტის მუშაობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა პრობლემა ახლო მომავალში მოგვარდება და ყაზახები მალე სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ“, – განაცხადეს საელჩოში.ვითარება ყაზახეთშიმასობრივი გამოსვლები ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო, როდესაც ქალაქების ჟანაოზენისა და აქტაუს მოსახლეობამ თხევად გაზზე ფასების გაორმაგება გააპროტესტა. მოგვიანებით უკმაყოფილება სხვა ქალაქებსაც მოედო. შედეგად ალმათიში 4-6 იანვარს ძალოვანებთან შეტაკებები მოხდა, არიან დაღუპულები.19 იანვრამდე ყაზახეთის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა. 5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა. შედეგად ОДКБ-მ მალევე მიიღო გადაწყვეტილება და ყაზახეთში გაგზავნა კოლექტიური სამშვიდობო ძალები — ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის. 7 იანვარს ტოკაევმა განაცხადა, რომ ტერორისტები, მათ შორის უცხოეთიდან ჩასულები, წინააღმდეგობას განაგრძობდნენ და ძალოვნებს ცეცხლის გაუფრთხილებლად გახსნა უბრძანა. ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოქალაქეების მიერ მშვიდობიანი ფორმით გამოხატული ყველა მოთხოვნა გათვალისწინებულია. ყაზახეთში არეულობების დროს დაახლოებით 5,8 ათასი ადამიანი დააკავეს.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24602/43/246024338_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_a127106089aaefe4ce1b022919768cb1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოში ყაზახეთის საელჩო
საქართველოში ყაზახეთის საელჩო
ყაზახეთის საელჩო საქართველოში ძალისხმევას არ იშურებს თავისი მოქალაქეების დასახმარებლად
22:36 10.01.2022 (განახლებულია: 19:24 17.08.2023) საქართველოში დარჩენილი ყაზახეთის მოქალაქეები რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან და არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, როდის შეძლებენ სახლში დაბრუნებას.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. ყაზახეთის საელჩო საქართველოდან ავიარეისების შეწყვეტის მომენტიდან ძალისხმევას არ იშურებს ყაზახეთის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, ასევე უზრუნველყოფს მათ კომფორტულ დაბინავებას ქვეყანაში, განუცხადეს
Sputnik-საქართველოს ყაზახეთის დიპლომატიურ მისიაში.
„Sputnik-საქართველოს“ რედაქციაში სულ უფრო გახშირდა საქართველოში დარჩენილი ყაზახეთის მოქალაქეების წერილები მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციის გავრცელების თხოვნით – ბევრი უსახსროდაა დარჩენილი და ვერ უკავშირდება ნათესავებს ფინანსური დახმარების მისაღებად.
ამასთან, ყაზახეთის მოქალაქეები აცხადებენ, რომ რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან და არ აქვთ ინფორმაცია იმაზე, თუ როდის შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას.
„Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას ყახაზეთის საპატიო კონსულმა გიორგი ჯახუტაშვილმა განაცხადა, რომ ყაზახეთი–საქართველოს ეკონომიკურმა გაერთიანებამ წამოიწყო კამპანია ყაზახების დასახმარებლად, რომლებიც სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
„გაერთიანების ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში თავმოყრილია დეტალური ინფორმაცია ყაზახეთის მიმართულებით ავიარეისების (Air Astana, Fly Arystan, SCAT) მგზავრების შესახებ. ასევე დეტალური ინფორმაცია ყაზახეთის მოქალაქეების დაბინავების, მატერიალური დახმარებისა და PCR-ტესტირების შესახებ“, – აღნიშნა ჯახუტაშვილმა.
საპატიო კონსულის სიტყვებით, ყველა დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მუშაობენ მოხალისეები, რომლებიც დაუყოვნებლივ ეხმაურებიან საქართველოში დარჩენილი ყაზახეთის მოქალაქეების პრობლემებს. მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც საელჩოს თანამშრომლებმა შექმნეს, უკვე დაეხმარა 76 ადამიანს დაბინავებაში, კვებაში, ბინის შეცვლაში, მედიკამენტებით მომარაგებაში.
ყველა ყაზახეთის მოქალაქეს, რომელსაც ჯერ არ შეუძლია სამშობლოში დაბრუნება, უფასო PCR-ტესტირების შესაძლებლობა ეძლევა. СOVID-19-ზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მოქალაქეებს საჭირო ფინანსურ დახმარებასაც აღმოუჩენენ.
„საქართველოს კანონმდებლობით, საკარანტინო სასტუმროებში ყოფნის საფასურს უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავად იხდიან. თუმცა, თუ რეისი ყაზახეთში გაუქმდა ან გადაიდო, აუცილებელია სპეციალური ფორმის შევსება და ამ შემთხვევაში კოვიდ-სასტუმროში დარჩენა უფასო იქნება“, – აღნიშნავენ საელჩოში.
დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ პროგრამა ხორციელდება საქართველოში ყაზახეთის საელჩოს მხარდაჭერით, ყაზახეთი–საქართველოს ეკონომიკური გაერთიანების, ასევე მისი წევრებისა და დამფუძნებლების დაფინანსებით.
„გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყაზახ ბიზნესმენებს, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, და ჩვენს ქართველ მეგობრებს, კერძოდ, მოხალისეთა ჯგუფს, რომელიც შედგებოდა არა მხოლოდ ყაზახებისგან, არამედ ქართველებისგან, რუსებისგან, აზერბაიჯანელებისგან, უკრაინელებისა და დანარჩენი არაგულგრილი ადამიანებისგან“, – აღნიშნეს საქართველოში ყაზახეთის საელჩოს პრეს-სამსახურში.
ამჟამად საქართველოდან ყაზახეთში ავიარეისების ეტაპობრივი აღდგენა მიმდინარეობს. საელჩოს ინფორმაციით, პრიორიტეტი მიენიჭება იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ ბილეთი ამა თუ იმ რეისზე, შემდეგ კი თავისუფალი ადგილები გადანაწილდება მოქალაქეებზე, რომლებმაც ქვეყანა 5 იანვრის შემდეგ ვერ დატოვეს.
„ადამიანები ჯერ ისევ ვერ ახერხებენ გამგზავრებას ალმათისკენ, რადგან იქ ნაწილობრივ შეჩერებულია აეროპორტის მუშაობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა პრობლემა ახლო მომავალში მოგვარდება და ყაზახები მალე სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ“, – განაცხადეს საელჩოში.
მასობრივი გამოსვლები ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო, როდესაც ქალაქების ჟანაოზენისა და აქტაუს მოსახლეობამ თხევად გაზზე ფასების გაორმაგება გააპროტესტა. მოგვიანებით უკმაყოფილება სხვა ქალაქებსაც მოედო. შედეგად ალმათიში 4-6 იანვარს ძალოვანებთან შეტაკებები მოხდა, არიან დაღუპულები.
19 იანვრამდე ყაზახეთის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა. 5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა. შედეგად ОДКБ-მ მალევე მიიღო გადაწყვეტილება და ყაზახეთში გაგზავნა კოლექტიური სამშვიდობო ძალები — ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის. 7 იანვარს ტოკაევმა განაცხადა, რომ ტერორისტები, მათ შორის უცხოეთიდან ჩასულები, წინააღმდეგობას განაგრძობდნენ და ძალოვნებს ცეცხლის გაუფრთხილებლად გახსნა უბრძანა. ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოქალაქეების მიერ მშვიდობიანი ფორმით გამოხატული ყველა მოთხოვნა გათვალისწინებულია. ყაზახეთში არეულობების დროს დაახლოებით 5,8 ათასი ადამიანი დააკავეს.