https://sputnik-georgia.com/20220110/mainingi-turizmis-winaarmdeg-ministris-gancxadeba-263506454.html
ჩართავენ თუ არა პოლიციას მესტიაში მაინერების გათიშვის პროცესში – თურნავას განმარტება
ჩართავენ თუ არა პოლიციას მესტიაში მაინერების გათიშვის პროცესში – თურნავას განმარტება
Sputnik საქართველო
თურნავას თქმით, მოსახლეობას თავადაც კარგად ესმის, რომ სვანეთის განვითარება ტურიზმზეა დამოკიდებული, რომელსაც ელექტროენერგია სჭირდება
2022-01-10T20:35+0400
2022-01-10T20:35+0400
2022-01-10T20:56+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23934/54/239345426_263:221:1499:916_1920x0_80_0_0_5f71ea857955c5952c0f060aea70e641.jpg
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობა სვანეთში ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების საკითხის მოგვარებაზე ელექტროგამანაწილებელ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ ერთად მუშაობს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე.გასული წლიდან საქართველოში მწვავედ დგას მესტიაში მაინინგური ფერმების მიერ ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების საკითხი. სვანეთის რეგიონის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს და მოსახლეობა არ იხდის დენის საფასურს, რაც მაინერებისთვის მიმზიდველი ფაქტორია.„მიუღებელია ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება, მით უფრო, ე.წ. საყოფაცხოვრებო მაინინგთან დაკავშირებული პრობლემები, რაც იქ არსებობს. ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და „ენერგო-პროსთან“, რათა ეს საკითხი ეტაპობრივად გადაიჭრას“, – განაცხადა თურნავამ.მინისტრის თქმით, რეგიონის მცხოვრებთ შესანიშნავად ესმით, რომ სვანეთის განვითარების ძირითადი პერსპექტივა და ერთ-ერთი მთავარი გზა არის ტურიზმი, მათ შორის ზამთრის ტურიზმი, და ამიტომ ისინი არაფერს გააკეთებენ ისეთს, რაც ტურისტულ სეზონს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.მისი თქმით, რეგიონში ეტაპობრივი გამრიცხველიანობა დაწყებულია და მომავალშიც გაგრძელდება.„ამ პროცესში ჩვენი მთავარი მოკავშირე თავად მოსახლეობა უნდა იყოს, რადგან, პირველ რიგში, მათ ინტერესშია, რომ იქ გამართული ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყოს, ყველაფერი იყოს წესრიგში და გადაჭარბებული და უკონტროლო მოხმარების გამო შეფერხება არ მოხდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.მაინინგი სვანეთშიდეკემბრის ბოლომდე მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ელექტროენერგიას გრაფიკით იღებდა. Energo-pro Georgia-ს განცხადებით, აღნიშნულის მიზეზია ქსელების გადატვირთვა და დაზიანება ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების გამო, რაც მაინინგურ ფერმებს უკავშირდება.ადგილობრივებმა მესტიაში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვდნენ მაინინგური ფერმების გათიშვას და ელექტროენერგიის ნორმალურ მიწოდებას. მათ ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედობაში და მაინერების მფარველობაში დაადანაშაულეს. შეფერხებებმა ელექტროენერგიის მიწოდებაში პრობლემები შეუქმნა არა მარტო ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ ტურისტული ნაკადიც შეამცირა. მოსახლეობა აცხადებდა, რომ რეგიონში ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა.მაინერების მუშაობის გამო Energo-pro Georgia რეგიონს ელექტროენერგიაზე ტარიფების გაძვირებით დაემუქრა.სვანებმა უძველეს ტრადიციას მიმართეს – მესტიაში მაინერების პრობლემა გადაიჭრება: ვიდეო >>მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ხატზე დაიფიცა, რომ რეგიონში მოქმედ კრიპტოვალუტის ყველა მაინერს გათიშავდა. ფიცის დადების რიტუალი მესტიაში, წმინდა გიორგის ტაძარში 30 დეკემბერს გაიმართა. მთის ტრადიციის თანახმად, ფიცის გამტეხ პირს ღვთის რისხვა დაატყდება, ამით ის ასევე თავისი წინაპრების სულებს და ხსოვნას შეურაცხყოფს. ფიცის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება ჯერჯერობით არ შემცირებულა.კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა. კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF ) 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა. ვირტუალური ვალუტის გამომუშავებას კი ქვეყანაში 60 მეგავატი ელექტროენერგია ხმარდებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23934/54/239345426_570:239:1473:916_1920x0_80_0_0_fe970f348788d684d8c97c7084694462.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნათია თურნავა მესტია პოლიცია მაინერები
ნათია თურნავა მესტია პოლიცია მაინერები
ჩართავენ თუ არა პოლიციას მესტიაში მაინერების გათიშვის პროცესში – თურნავას განმარტება
20:35 10.01.2022 (განახლებულია: 20:56 10.01.2022) მინისტრის თქმით, მოსახლეობას თავადაც კარგად ესმის, რომ სვანეთის განვითარება ტურიზმზეა დამოკიდებული, რომელსაც ელექტროენერგია სჭირდება.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობა სვანეთში ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების საკითხის მოგვარებაზე ელექტროგამანაწილებელ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ ერთად მუშაობს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე.
გასული წლიდან საქართველოში მწვავედ დგას მესტიაში მაინინგური ფერმების მიერ ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების საკითხი. სვანეთის რეგიონის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს და მოსახლეობა არ იხდის დენის საფასურს, რაც მაინერებისთვის მიმზიდველი ფაქტორია.
„მიუღებელია ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება, მით უფრო, ე.წ. საყოფაცხოვრებო მაინინგთან დაკავშირებული პრობლემები, რაც იქ არსებობს. ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და „ენერგო-პროსთან“, რათა ეს საკითხი ეტაპობრივად გადაიჭრას“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, რეგიონის მცხოვრებთ შესანიშნავად ესმით, რომ სვანეთის განვითარების ძირითადი პერსპექტივა და ერთ-ერთი მთავარი გზა არის ტურიზმი, მათ შორის ზამთრის ტურიზმი, და ამიტომ ისინი არაფერს გააკეთებენ ისეთს, რაც ტურისტულ სეზონს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
„ამ ეტაპზე სამართალდამცველების ჩართვის აუცილებლობას ვერ ვხედავთ, რადგან მოსახლეობა შეგნებულად უდგება ამ საკითხს. ყველამ კარგად იცის, რომ მთავარია ტურისტული ინფრასტრუქტურა გამართულად მუშაობდეს“, – აღნიშნა თურნავამ.
მისი თქმით, რეგიონში ეტაპობრივი გამრიცხველიანობა დაწყებულია და მომავალშიც გაგრძელდება.
„ამ პროცესში ჩვენი მთავარი მოკავშირე თავად მოსახლეობა უნდა იყოს, რადგან, პირველ რიგში, მათ ინტერესშია, რომ იქ გამართული ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყოს, ყველაფერი იყოს წესრიგში და გადაჭარბებული და უკონტროლო მოხმარების გამო შეფერხება არ მოხდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
დეკემბრის ბოლომდე მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ელექტროენერგიას გრაფიკით იღებდა. Energo-pro Georgia-ს განცხადებით, აღნიშნულის მიზეზია ქსელების გადატვირთვა და დაზიანება ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების გამო, რაც მაინინგურ ფერმებს უკავშირდება.
ადგილობრივებმა მესტიაში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვდნენ მაინინგური ფერმების გათიშვას და ელექტროენერგიის ნორმალურ მიწოდებას. მათ ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედობაში და მაინერების მფარველობაში დაადანაშაულეს. შეფერხებებმა ელექტროენერგიის მიწოდებაში პრობლემები შეუქმნა არა მარტო ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ ტურისტული ნაკადიც შეამცირა. მოსახლეობა აცხადებდა, რომ რეგიონში ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა.
მაინერების მუშაობის გამო Energo-pro Georgia რეგიონს ელექტროენერგიაზე ტარიფების გაძვირებით დაემუქრა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ხატზე დაიფიცა, რომ რეგიონში მოქმედ კრიპტოვალუტის ყველა მაინერს გათიშავდა. ფიცის დადების რიტუალი მესტიაში, წმინდა გიორგის ტაძარში 30 დეკემბერს გაიმართა. მთის ტრადიციის თანახმად, ფიცის გამტეხ პირს ღვთის რისხვა დაატყდება, ამით ის ასევე თავისი წინაპრების სულებს და ხსოვნას შეურაცხყოფს. ფიცის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება ჯერჯერობით არ შემცირებულა.
კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა. კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF ) 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა. ვირტუალური ვალუტის გამომუშავებას კი ქვეყანაში 60 მეგავატი ელექტროენერგია ხმარდებოდა.