მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-19-ით დაავადებული ქალი 45-დღიანი კომიდან „ვიაგრამ“ გამოიყვანა – ვიდეო

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიპაციენტი ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე
პაციენტი ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2022
გამოწერა
თბილისი, 10 იანვარი − Sputnik. დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტი, რომელიც კომაში იყო მთელი 45 დღე, უგონო მდგომარეობიდან პრეპარატმა „ვიაგრამ“ გამოიყვანა და საბოლოდ განკურნა კიდეც, წერს გამოცემა Metro.
ბრიტანულმა მასმედიამ მომხდარი საშობაო სასწაულად შეაფასა.
გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის მონიკა ალმეიდა მედდად მუშაობდა ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც ათასობით კოვიდ-პაციენტი მკურნალობდა.
ქალი სრულად იყო ვაცინირებული კორონავირუსზე, თუმცა მაინც დაინფიცირდა და მძიმედ დაავადდა.
მონიკა საავადმყოფოში გადაიყვანეს და, გამომდინარე იქიდან, რომ მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა, 16 ნოემბერს ქალი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.
სანამ დააძინებდნენ, ალმეიდამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელშიც ის თანხმობას აცხადებდა ექსპერიმენტული პრეპარატების გამოცდაში მონაწილეობაზე.
გამომდინარე პაციენტის უიმედო მდგომარეობიდან, მისი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან გათიშვა გადაწყდა, თუმცა აპარატიდან გამორთვამდე 72 საათით ადრე ექიმებმა, როგორც ექსპერიმენტი, მას „ვიაგრის“ დიდი დოზა მისცეს.
და პრეპარატმა იმუშავა. სულ რამდენიმე დღეში მონიკა ალმეიდას სუნთქვა გაუმჯობესდა, ხოლო ჟანგბადის აუცილებელი დონე განახევრდა.

„ვიაგრამ“ გადამარჩინა. მან 48 საათში გამიხსნა ფილტვები და სუნთქვა დავიწყე“, − ამბობს მონიკა.

მისი თქმით, როდესაც გონებაზე მოვიდა და უთხრეს, რომ მისი გადარჩენა „ვიაგრის“ დამსახურება იყო, ეს ხუმრობა ეგონა. მაგრამ ექიმმა დაუდასტურა, რომ ნამდვილად ამ პრეპარატმა იხსნა სიკვდილისგან.
„ეს ჩემი საშობაო სასწაული იყო“, − ამბობს ქალი.
წარმატებული ექსპერიმენტული მკურნალობის შემდეგ მონიკა ალმეიდა საშობაოდ დაბრუნდა შინ და ოჯახთან ერთად აღნიშნა დღესასწაული.
მანამდე ჰარვარდის სამედიცინო სკოლისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პრეპარატი „ვიაგრა“, რომელიც ერექტილური დისფუნქციის დროს გამოიყენება, ტვინის დაბერების პროცესს ანელებს – მას მძიმე დაავადებების სამკურნალო ეფექტური თვისებები აღმოაჩნდა.
წყარო: Metro
ყველა ახალი ამბავი
0