მოულოდნელი თვისება: ვიაგრას ტვინის სამკურნალო ეფექტი აღმოაჩნდა

© Pixabay / mohamed_hassanქალი პლანშეტზე გამოსახული ადამიანის თავის ტვინით
ქალი პლანშეტზე გამოსახული ადამიანის თავის ტვინით - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეპარატი, რომელიც ერექტილური დისფუნქციის დროს გამოიყენება, ეფექტური აღმოჩნდა უმძიმესი დაავადებების სამკურნალოდ.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. პრეპარატი ვიაგრა, რომელიც ერექტილური დისფუნქციის დროს გამოიყენება, ტვინის დაბერების პროცესს ანელებს, მას მძიმე დაავადებების სამკურნალო ეფექტური თვისებები აღმოაჩნდა, აცხადებენ ჰარვარდის სამედიცინო სკოლისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები.  

პარკინსონი - Sputnik საქართველო
დააკვირდით თვალებს: პარკინსონის ადრეული სიმპტომები თვალებით დგინდება

როგორც ცნობილია, აღნიშნული პრეპარატი 1980-იანი წლების ბოლოს აღმოაჩინეს, როდესაც მედიკოსები ახალი ტკივილგამაყუჩებლის შექმნაზე მუშაობდნენ. გაირკვა, რომ პრეპარატი ანელებს ფერმენტ PDE5-ის აქტიურობას, რომელიც ერექტილურ დისფუნქციასთან არის კავშირში, რის შემდეგაც ის ძალიან პოპულარული გახდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ფერმენტი PDE5 ასევე არის დაკავშირებული ადამიანის ტვინის კოგნიტიურ ფუნქციებთან და ნეიროდეგენერაციასთან, ამერიკელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, შეეძლო თუ არა ვიაგრას სიბერით გამოწვეული ტვინის დაავადებების მკურნალობა.

სუნი – ეს პირველი ზარია: რა დაავადებების რისკზე მეტყველებს სხეულის სუნები>>

კვლევის ავტორებმა გააანალიზეს, როგორ მოქმედებს ვიაგრა ორგანიზმის ბუნებრივ თვისებაზე – გაანადგუროს დაზიანებული, არასწორი ფორმისა თუ ტოქსიკური ცილები ტვინში. აღნიშნული ცილები იწვევს ნეროდეგენერაციულ დაავადებებს, მათ შორის – ალცჰაიმერსა და პარკინსონს.

მეცნიერებმა ექსპერიმენტების საფუძველზე დადგინეს, რომ:

ვიაგრა, როგორც ფერმენტ PDE5-ის მძლავრი ინჰიბიტორი, საშუალებას აძლევს ორგანიზმს, უფრო ეფექტურად გაანადგუროს არა მარტო ტვინის, არამედ გულისა და კუნთების იშვიათი დაავადებების გამომწვევი დაზიანებული თუ ტოქსიკური ცილები.

ამასთან მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ვიაგრა არ არის ალცჰაიმერის სამკურნალო საშუალება, და რომ მხოლოდ შემდგომი კვლევებით შეიძლება დადგინდეს ამ პრეპარატის გამოყენების ახალი მეთოდები.

ყველა ახალი ამბავი
0