Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ზურაბ აზარაშვილი: ჯანდაცვის სისტემა მზადაა „ომიკრონს“ გაუმკლავდეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2022
გამოწერა
ქვეყანა რამდენიმე კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო მედიკამენტებს ელოდება, რომლებიც დიდი ეფექტურობით გამოირჩევა, აღნიშნა მინისტრმა.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებული, რათა „ომიკრონის“ შემთხვევების მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში კოვიდ-ინფიცირებულების მკურნალობა სათანადოდ უზრუნველყოს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრის თქმით, ქვეყანა რამდენიმე კვირაში დამატებით მიიღებს „ფაიზერისა“ (Pfizer) და „მერკის“ (Merck & Co.) წარმოების მედიკამენტებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულების სამკურნალოდ ეფექტურია.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებული. ის მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც სხვადასხვა ეტაპზე ვახორციელებთ კოვიდ-ინფიცირებულების მკურნალობას“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს სისტემატურად ახორციელებენ.
„მობილური ჯგუფები ახდენენ ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით, ასევე რეანიმაციის და კოვიდ-ინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეები მშვიდად, უსაფრთხოდ შეძლებენ ჰოსპიტალში მკურნალობას“, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო დღე-ღამეში საგრძნობლად გაიზარდა>>
ამერიკულმა კომპანია „მერკმა“ შექმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო აბები. კომპანიაში აცხადებენ, რომ აბები ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს ანახევრებს.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა მათთან კონტაქტში მყოფ თითქმის ყველა პირს.
პალატა კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
ივანე ჩხაიძე: „ომიკრონის“ შემთხვევაში ბავშვების ჰოსპიტალიზაციის ტემპი იმატებს
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის" შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი. ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.
10 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.953-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 962.827-ს მიაღწია.
ბოლო დღე-ღამეში „ომიკრონის" 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამჟამად ამ შტამით ინფიცირებული სულ 816 ადამიანია გამოვლენილი.
ყველა ახალი ამბავი
0