https://sputnik-georgia.com/20220109/samgzavro-baratebis-gacema-shecherda-263477258.html
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის სამგზავრო ბარათების გაცემა შეჩერდა
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის სამგზავრო ბარათების გაცემა შეჩერდა
Sputnik საქართველო
1 თებერვლიდან თბილისში ამოქმედდება აბონემენტები, რომლებიც ულიმიტო მგზავრობის საშუალებას იძლევა 90 წუთიდან 1 წლამდე ვადით. 09.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-09T15:16+0400
2022-01-09T15:16+0400
2022-01-09T15:16+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259701099_0:0:3589:2020_1920x0_80_0_0_a3b3a9c9aeaf6683acfcd86ec37e6a0d.jpg
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის ახალი ბარათების გაცემა ერთი დღით შეჩერდა და 10 იანვარს განახლდება, ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ განცხადებაში.დედაქალაქში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება. ახალი სამგზავრო ბარათები პერსონალიზებული არ იქნება და მის გამოყენებას მთელი ოჯახი შეძლებს. ტრანსპორტისთვის ახალი ბარათების ყიდვა 5 იანვრიდან მეტროს სადგურებშია შესაძლებელი, 6 იანვრიდან კი ბარათის შეძენა მომხმარებლებს„საქართველოს ბანკის" ფილიალებშიც შეუძლიათ.როგორც ბანკში აღნიშნავენ, სამგზავრო ბარათების გაცემა „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანია „MS+“-ის მიერ დაშვებული შეცდომის გამო შეჩერდა.რაც შეეხება უზუსტობას, რეალიზაციისთვის დამზადებულ სამგზავრო ბარათებზე სიტყვა „საბაგიროს“ ნაცვლად ეწერა „საბაგარო“. სად შეიძლება სამგზავრო ბარათების შეძენა?>>>თბილისის მერიის ინფორმაციით, ულიმიტო90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი – 3 ლარი; 1-კვირიანი – 20 ლარი; 1-თვიანი – 40 ლარი; 3-თვიანი –100 ლარი; 6-თვიანი – 150 ლარი; 1-წლიანი – 250 ლარი.აბონემენტის გამოყენებისას ორ გადახდას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები, ხოლო ბარათი ყოველი მომდევნო მგზავრობის დასაწყისში უნდა დაფიქსირდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259701099_858:0:3589:2048_1920x0_80_0_0_0d789ca49fa1dbcab910bcfc6f1a8f75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის სამგზავრო ბარათების გაცემა შეჩერდა
1 თებერვლიდან თბილისში ამოქმედდება აბონემენტები, რომლებიც ულიმიტო მგზავრობის საშუალებას იძლევა 90 წუთიდან 1 წლამდე ვადით.
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის ახალი ბარათების გაცემა ერთი დღით შეჩერდა და 10 იანვარს განახლდება, ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ განცხადებაში.
დედაქალაქში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება. ახალი სამგზავრო ბარათები პერსონალიზებული არ იქნება და მის გამოყენებას მთელი ოჯახი შეძლებს. ტრანსპორტისთვის ახალი ბარათების ყიდვა 5 იანვრიდან მეტროს სადგურებშია შესაძლებელი, 6 იანვრიდან კი ბარათის შეძენა მომხმარებლებს„საქართველოს ბანკის" ფილიალებშიც შეუძლიათ.
როგორც ბანკში აღნიშნავენ, სამგზავრო ბარათების გაცემა „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანია „MS+“-ის მიერ დაშვებული შეცდომის გამო შეჩერდა.
„საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას „საქართველოს ბანკი" უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანია „მს+". სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. სწორედ ამის გამო 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონემენტების გაცემა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება უზუსტობას, რეალიზაციისთვის დამზადებულ სამგზავრო ბარათებზე სიტყვა „საბაგიროს“ ნაცვლად ეწერა „საბაგარო“.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ულიმიტო90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი – 3 ლარი; 1-კვირიანი – 20 ლარი; 1-თვიანი – 40 ლარი; 3-თვიანი –100 ლარი; 6-თვიანი – 150 ლარი; 1-წლიანი – 250 ლარი.
აბონემენტის გამოყენებისას ორ გადახდას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები, ხოლო ბარათი ყოველი მომდევნო მგზავრობის დასაწყისში უნდა დაფიქსირდეს.