https://sputnik-georgia.com/20211231/sad-shezlebt-samgzavro-baratebis-shezenas-263309157.html
სად შეიძლება სამგზავრო ბარათების შეძენა?
სად შეიძლება სამგზავრო ბარათების შეძენა?
Sputnik საქართველო
1 თებერვლიდან თბილისში ამოქმედდება აბონემენტები, რომლებიც ულიმიტო მგზავრობის საშუალებას იძლევა 90 წუთიდან 1 წლამდე ვადით. 31.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-31T14:41+0400
2021-12-31T14:41+0400
2021-12-31T19:28+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/17/251805986_0:0:3205:1804_1920x0_80_0_0_00aa9a6d9c00eedf02ec2e2142c63387.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის სამგზავრო აბონემენტების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც მეტროს სადგურების სალაროებში, ისე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალებში, განაცხადა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.საზოგადოებრივ ტრანსპორტით მგზავრობის სააბონემენტო სისტემა თბილისში 1 თებერვლიდან ამოქმედდება.„ბარათის შეძენისას მისი გარკვეული ვადით ჩართვა შესაძლებელი იქნება მეტროში ან „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალებში“, – განაცხადა წილოსანმა.მისი თქმით, არსებული სისტემა, რომელიც მგზავრობის საფასურის „მეტრომანით“ და საბანკო ბარათებით გადახდას ითვალისწინებს, ძალაში დარჩება მხოლოდ ერთჯერადად მგზავრობისთვის.ამავე დროს წილოსანმა აღნიშნა, რომ ავტობუსებში, სადაც ნაღდი ანგარიშსწორების სისტემა მოქმედებს, აღნიშნული ფუნქცია ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში შენარჩუნდება, თუმცა ეტაპობრივად მგზავრობის საფასურის გადახდა მთლიანად ელექტრონულ მოდელზე გადავა. თბილისის საკრებულომ ტრანსპორტზე ახალი ტარიფები დაამტკიცა>>>წილოსანის განცხადებით, აბონემენტები პერსონალიზებული არ იქნება და სამგზავრო ბარათით სარგებლობას ოჯახის ყველა წევრი შეძლებს.ბარათზე ანგარიშის შევსება შესაძლებელი იქნება ონლაინ, თუმცა სისტემა შემუშავების სტადიაშია და მისი გააქტიურება მხოლოდ თებერვლის ბოლოსთვის მოხდება, განაცხადა წილოსანმა.1 თებერვლიდან თბილისში ამოქმედდება აბონემენტები, რომლებიც ულიმიტო მგზავრობის საშუალებას იძლევა 90 წუთიდან 1 წლამდე ვადით.კერძოდ, ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი – 3 ლარი; 1-კვირიანი – 20 ლარი; 1-თვიანი – 40 ლარი; 3-თვიანი – 100 ლარი; 6-თვიანი – 150 ლარი; 1-წლიანი – 250 ლარი.აბონემენტის გამოყენებისას ორ გადახდას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები, ხოლო ბარათი ყოველი მომდევნო მგზავრობის დასაწყისში უნდა დაფიქსირდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/17/251805986_175:0:2906:2048_1920x0_80_0_0_131d54b712e1e3b084e219eb93a63543.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, თბილისის მერია
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, თბილისის მერია
სად შეიძლება სამგზავრო ბარათების შეძენა?
14:41 31.12.2021 (განახლებულია: 19:28 31.12.2021) 1 თებერვლიდან თბილისში ამოქმედდება აბონემენტები, რომლებიც ულიმიტო მგზავრობის საშუალებას იძლევა 90 წუთიდან 1 წლამდე ვადით.
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის სამგზავრო აბონემენტების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც მეტროს სადგურების სალაროებში, ისე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალებში, განაცხადა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საზოგადოებრივ ტრანსპორტით მგზავრობის სააბონემენტო სისტემა თბილისში 1 თებერვლიდან ამოქმედდება.
„ბარათის შეძენისას მისი გარკვეული ვადით ჩართვა შესაძლებელი იქნება მეტროში ან „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალებში“, – განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, არსებული სისტემა, რომელიც მგზავრობის საფასურის „მეტრომანით“ და საბანკო ბარათებით გადახდას ითვალისწინებს, ძალაში დარჩება მხოლოდ ერთჯერადად მგზავრობისთვის.
ამავე დროს წილოსანმა აღნიშნა, რომ ავტობუსებში, სადაც ნაღდი ანგარიშსწორების სისტემა მოქმედებს, აღნიშნული ფუნქცია ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში შენარჩუნდება, თუმცა ეტაპობრივად მგზავრობის საფასურის გადახდა მთლიანად ელექტრონულ მოდელზე გადავა.
წილოსანის განცხადებით, აბონემენტები პერსონალიზებული არ იქნება და სამგზავრო ბარათით სარგებლობას ოჯახის ყველა წევრი შეძლებს.
ბარათზე ანგარიშის შევსება შესაძლებელი იქნება ონლაინ, თუმცა სისტემა შემუშავების სტადიაშია და მისი გააქტიურება მხოლოდ თებერვლის ბოლოსთვის მოხდება, განაცხადა წილოსანმა.
1 თებერვლიდან თბილისში ამოქმედდება აბონემენტები, რომლებიც ულიმიტო მგზავრობის საშუალებას იძლევა 90 წუთიდან 1 წლამდე ვადით.
კერძოდ, ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი – 3 ლარი; 1-კვირიანი – 20 ლარი; 1-თვიანი – 40 ლარი; 3-თვიანი – 100 ლარი; 6-თვიანი – 150 ლარი; 1-წლიანი – 250 ლარი.
აბონემენტის გამოყენებისას ორ გადახდას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები, ხოლო ბარათი ყოველი მომდევნო მგზავრობის დასაწყისში უნდა დაფიქსირდეს.