https://sputnik-georgia.com/20220109/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-9-ianvari-263464875.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 იანვარი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 იანვარი
Sputnik საქართველო
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ცალკეული ნიშნებისთვის – რას გვირჩევენ ასტროლოგები
2022-01-09T00:15+0400
2022-01-09T00:15+0400
2022-01-09T00:15+0400
ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0c/260463658_0:64:3115:1816_1920x0_80_0_0_63b58cc56405ae773cb2140d902d31ff.jpg
დღეს 2022 წლის 9 იანვარია, კვირა. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.კარგი დღეა ჩვეული საქმეების გასაკეთებლად. შეიძლება უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება, მოწესრიგება სახლისა და სამუშაო ადგილის. ბევრი ყოფითი საკითხების გადაჭრას შემოქმედებითად მიუდგება.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 იანვარი>>დღის პირველი ნახევარი დადებითი ემოციური ფონით გამოირჩევა, მეორე ნახევარში კი შესაძლებელია დაძაბული მომენტები შეიქმნას. ამ დროისთვის რამე სასიამოვნო დაგეგმეთ და არ ინერვიულოთ წვრილმანების გამო.ვერძი: შესანიშნავი დღეა შეხვედრებისა და სერიოზული საუბრებისთვის. ადვილად მოიპოვებთ ახალი ნაცნობების კეთილგანწყობას, იოლად გამონახავთ საერთო ენას. ხართ ძალზე მომხიბლავი და ამის წყალობით ადამიანების გულებისკენ გზას უპრობლემოდ გამონახავთ. შეგიძლიათ თქვენი ავტორიტეტის გამტკიცებაზე იზრუნოთ – აჯობებს, თუ მოპოვებულ სიმპათიას საქმით გაამყარებთ.კურო: ყველაზე მარტივი, რუტინული საქმეებიც კი ძნელად გამოგივათ. ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ, ასევე ცარიელ ადგილას „ჩავარდნები“ გექნებათ და სიტუაციის გამოსწორება, დიდი ალბათობით, შედეგს არ მოგცემთ. სწორედ ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და დინებას გაჰყვეთ. შედეგი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე იქნება და ასე ნერვებს მაინც დაზოგავთ.ტყუპი: დიდი სურვილი გექნებათ, რომ გარშემომყოფებს თქვენი ნოვატორული იდეები და გეგმები გაუზიაროთ. თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, ეს ეტაპობრივად და ფრთხილად გააკეთოთ. საზოგადოებრივ აზრს ჯერ მომზადება სჭირდება. სხვა შემთხვევაში შეიძლება ვერ გაგიგონ, თქვენი იდეები არასწორად აღიქვან და შედეგად ახლობლების მხარდაჭერის გარეშე დარჩეთ.კირჩხიბი: დღეს თქვენში ნამდვილი ბიუროკრატი გაიღვიძებს. მთელი დღის განმავლობაში გექნებათ სურვილი, რომ ჩაიწეროთ, მოინიშნოთ მიმდინარე საქმეები, გეგმები. ამ სურვილის წყალობით შეძლებთ ყველაფრის მოწესრიგებას, გეგმების იდეალურად დალაგებას, საქმეებში ყველა დეტალის გათვლას. და ეს კიდევ ყველაფერი არაა – მოაწესრიგებთ თქვენს აზრებსა და გრძნობებსაც კი.ლომი: შესაძლოა, რაღაც საქმეში გარისკვა მოინდომოთ, მაგრამ ექსპერტები ამას კატეგორიულად არ გირჩევენ. თქვენი წარმოდგენა მოვლენებზე რაღაც მნიშვნელოვან ფაქტორებს შეიძლება არ ითვალისწინებს. არაა გამორიცხული, რომ სრული ინფორმაცია არ გქონდეთ, არც ის, რომ ირგვლივ მყოფებიდან ვიღაც სპეციალურად გაწვდით დეზინფორმაციას. მოკლედ, დღეს დიდი სიფრთხილე გმართებთ.ქალწული: გაგიგიათ ალბათ გამოთქმა – ინიციატივა ისჯებაო. დღეს სწორედ ასეთი დღე შეიძლება გქონდეთ. არაა გამორიცხული, რომ აქტიურობამ მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს. სჯობს, „ქამელეონად“ იქცეთ, შეერწყათ გარემოს, ვიდრე მთელი დღე ეცადოთ, ტყავიდან ამოძვრეთ და საკუთარი იდეები წამოაყენოთ. ამის შედეგად, საბოლოოდ, შეიძლება რაღაცაში „დამნაშავე“ აღმოჩნდეთ.სასწორი: სიტუაცია მოიტანს საჭიროებას, რომ მთელი დღე გამოხატოთ თქვენი ლოიალობა, გაიღიმოთ და დათანხმდეთ. ამასთან, თქვენი „დიახ“ გარშემომყოფებზე ჯადოსნურად იმოქმედებს (როგორც ფილმში „ყოველთვის თქვი დიახ“ ჯიმ ქერის მონაწილეობით). შესაძლოა, თქვენი ღიმილი ყოველთვის გულწრფელი არ იყოს, სიტყვები გულიდან არ მოდიოდეს, მაგრამ შედეგად დიდ სარგებელს მიიღებთ.მორიელი: ყველა საქმე, რაც წესრიგს უკავშირდება, ძალზე ადვილად გამოგივათ. შეიძლება გაუცნობიერებლად ქაღალდებისა და ქვითრების დახარისხებაც დაიწყოთ. არ შეეწინააღმდეგოთ ამ სურვილს. ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს ის საქმეები გააკეთოთ, რომლებზეც დრო არასდროს გყოფნით: უპასუხოთ წერილებს, დაალაგოთ, მოაწესრიგოთ უჯრები თუ თაროები. ამის შემდეგ წინსვლა უფრო იოლი იქნება.მშვილდოსანი: დღეს გარშემომყოფები თქვენ მიმართ ძალზე კეთილგანწყობილი იქნებიან. თუ გაქვთ იდეები, შეგიძლიათ ისინი ირგვლივ მყოფებს გაუზიაროთ. შესაძლოა, ეს იდეები მაშინვე არ მიიღონ და მათ რეალიზებაზე არ დაიწყონ ფიქრი, მაგრამ აუცილებლად ჩაინიშნავენ და გაითვალისწინებენ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ამ იდეებთან დაკავშირებით კატეგორიულიც იყოთ – რატომაც არა?თხის რქა: აუცილებლად მოუსმინეთ გარშემომყოფების რჩევებს, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ეს საერთოდ არ გჭირდებათ. სხვისმა სიტყვებმა დღეს შეიძლება რაღაც შეცდომისგან დაგიცვათ, ან რაღაც ღირებული იდეა მოგაწოდოთ, რომელიც დროთა განმავლობაში კარგ ნაყოფს გამოიღებს. დღის პირველი ნახევარი შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ, მეორე ნახევარი კი – ყოფით საკითხებს.მერწყული: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი იდეები (განსაკუთრებით, ნოვატორული) თქვენთვის შეინახოთ. დიდი ალბათობით, ამ იდეებს სხვები ვერ გაიგებენ და არც ისაა გამორიცხული, რომ დაგაზარალონ კიდეც. ამასთან, ზიანი მოულოდნელი იქნება. მაგალითად, შესაძლოა, ვინმემ მიიღოს თქვენი იდეა, მაგრამ დაამახინჯოს, ხოლო შედეგზე პასუხისმგებელი თქვენ იქნებით.თევზები: კარგი დღეა სერიოზული საქმეებისთვის. ხართ ენერგიული ყურადღებიანი, მხედველობიდან არაფერი გეპარებათ და შეგიძლიათ დაწყებულის ბოლომდე მიყვანა. შესაძლებელია მოულოდნელი სასიამოვნო შეხვედრები. ზოგიერთი თქვენგანი შეძლებს შეხვდეს მონატრებულ ახლობლებს. თუ ვინმესთან გიჭირდათ საერთო ენის გამონახვა, დღეს საუკეთესო დღეა, რომ კიდევ ერთხელ სცადოთ.
https://sputnik-georgia.com/20220101/ianvari-zodiaqos-nisnebistvis-astroprognozi-263325373.html
https://sputnik-georgia.com/20200304/zodiaqos-niSnebi-dedamTilis-ampluaSi-247877253.html
https://sputnik-georgia.com/20190719/rogor-ikleben-wonaSi-zodiaqos-niSnebis-qalebi-245985151.html
https://sputnik-georgia.com/20210823/zodiaqos-yvelaze-konfliqturi-niSnebi-top-xuTeuli-252648340.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0c/260463658_15:0:2746:2048_1920x0_80_0_0_6d64b2efa85f70e6684d0146a879033b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგია ვარსკვლავები ზოდიაქო ასტროპროგნოზი
ასტროლოგია ვარსკვლავები ზოდიაქო ასტროპროგნოზი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 იანვარი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 9 იანვარია, კვირა. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
კარგი დღეა ჩვეული საქმეების გასაკეთებლად. შეიძლება უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება, მოწესრიგება სახლისა და სამუშაო ადგილის. ბევრი ყოფითი საკითხების გადაჭრას შემოქმედებითად მიუდგება.
დღის პირველი ნახევარი დადებითი ემოციური ფონით გამოირჩევა, მეორე ნახევარში კი შესაძლებელია დაძაბული მომენტები შეიქმნას. ამ დროისთვის რამე სასიამოვნო დაგეგმეთ და არ ინერვიულოთ წვრილმანების გამო.
ვერძი: შესანიშნავი დღეა შეხვედრებისა და სერიოზული საუბრებისთვის. ადვილად მოიპოვებთ ახალი ნაცნობების კეთილგანწყობას, იოლად გამონახავთ საერთო ენას. ხართ ძალზე მომხიბლავი და ამის წყალობით ადამიანების გულებისკენ გზას უპრობლემოდ გამონახავთ. შეგიძლიათ თქვენი ავტორიტეტის გამტკიცებაზე იზრუნოთ – აჯობებს, თუ მოპოვებულ სიმპათიას საქმით გაამყარებთ.
კურო: ყველაზე მარტივი, რუტინული საქმეებიც კი ძნელად გამოგივათ. ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ, ასევე ცარიელ ადგილას „ჩავარდნები“ გექნებათ და სიტუაციის გამოსწორება, დიდი ალბათობით, შედეგს არ მოგცემთ. სწორედ ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და დინებას გაჰყვეთ. შედეგი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე იქნება და ასე ნერვებს მაინც დაზოგავთ.
ტყუპი: დიდი სურვილი გექნებათ, რომ გარშემომყოფებს თქვენი ნოვატორული იდეები და გეგმები გაუზიაროთ. თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, ეს ეტაპობრივად და ფრთხილად გააკეთოთ. საზოგადოებრივ აზრს ჯერ მომზადება სჭირდება. სხვა შემთხვევაში შეიძლება ვერ გაგიგონ, თქვენი იდეები არასწორად აღიქვან და შედეგად ახლობლების მხარდაჭერის გარეშე დარჩეთ.
კირჩხიბი: დღეს თქვენში ნამდვილი ბიუროკრატი გაიღვიძებს. მთელი დღის განმავლობაში გექნებათ სურვილი, რომ ჩაიწეროთ, მოინიშნოთ მიმდინარე საქმეები, გეგმები. ამ სურვილის წყალობით შეძლებთ ყველაფრის მოწესრიგებას, გეგმების იდეალურად დალაგებას, საქმეებში ყველა დეტალის გათვლას. და ეს კიდევ ყველაფერი არაა – მოაწესრიგებთ თქვენს აზრებსა და გრძნობებსაც კი.
ლომი: შესაძლოა, რაღაც საქმეში გარისკვა მოინდომოთ, მაგრამ ექსპერტები ამას კატეგორიულად არ გირჩევენ. თქვენი წარმოდგენა მოვლენებზე რაღაც მნიშვნელოვან ფაქტორებს შეიძლება არ ითვალისწინებს. არაა გამორიცხული, რომ სრული ინფორმაცია არ გქონდეთ, არც ის, რომ ირგვლივ მყოფებიდან ვიღაც სპეციალურად გაწვდით დეზინფორმაციას. მოკლედ, დღეს დიდი სიფრთხილე გმართებთ.
ქალწული: გაგიგიათ ალბათ გამოთქმა – ინიციატივა ისჯებაო. დღეს სწორედ ასეთი დღე შეიძლება გქონდეთ. არაა გამორიცხული, რომ აქტიურობამ მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს. სჯობს, „ქამელეონად“ იქცეთ, შეერწყათ გარემოს, ვიდრე მთელი დღე ეცადოთ, ტყავიდან ამოძვრეთ და საკუთარი იდეები წამოაყენოთ. ამის შედეგად, საბოლოოდ, შეიძლება რაღაცაში „დამნაშავე“ აღმოჩნდეთ.
სასწორი: სიტუაცია მოიტანს საჭიროებას, რომ მთელი დღე გამოხატოთ თქვენი ლოიალობა, გაიღიმოთ და დათანხმდეთ. ამასთან, თქვენი „დიახ“ გარშემომყოფებზე ჯადოსნურად იმოქმედებს (როგორც ფილმში „ყოველთვის თქვი დიახ“ ჯიმ ქერის მონაწილეობით). შესაძლოა, თქვენი ღიმილი ყოველთვის გულწრფელი არ იყოს, სიტყვები გულიდან არ მოდიოდეს, მაგრამ შედეგად დიდ სარგებელს მიიღებთ.
მორიელი: ყველა საქმე, რაც წესრიგს უკავშირდება, ძალზე ადვილად გამოგივათ. შეიძლება გაუცნობიერებლად ქაღალდებისა და ქვითრების დახარისხებაც დაიწყოთ. არ შეეწინააღმდეგოთ ამ სურვილს. ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს ის საქმეები გააკეთოთ, რომლებზეც დრო არასდროს გყოფნით: უპასუხოთ წერილებს, დაალაგოთ, მოაწესრიგოთ უჯრები თუ თაროები. ამის შემდეგ წინსვლა უფრო იოლი იქნება.
მშვილდოსანი: დღეს გარშემომყოფები თქვენ მიმართ ძალზე კეთილგანწყობილი იქნებიან. თუ გაქვთ იდეები, შეგიძლიათ ისინი ირგვლივ მყოფებს გაუზიაროთ. შესაძლოა, ეს იდეები მაშინვე არ მიიღონ და მათ რეალიზებაზე არ დაიწყონ ფიქრი, მაგრამ აუცილებლად ჩაინიშნავენ და გაითვალისწინებენ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ამ იდეებთან დაკავშირებით კატეგორიულიც იყოთ – რატომაც არა?
თხის რქა: აუცილებლად მოუსმინეთ გარშემომყოფების რჩევებს, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ეს საერთოდ არ გჭირდებათ. სხვისმა სიტყვებმა დღეს შეიძლება რაღაც შეცდომისგან დაგიცვათ, ან რაღაც ღირებული იდეა მოგაწოდოთ, რომელიც დროთა განმავლობაში კარგ ნაყოფს გამოიღებს. დღის პირველი ნახევარი შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ, მეორე ნახევარი კი – ყოფით საკითხებს.
მერწყული: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი იდეები (განსაკუთრებით, ნოვატორული) თქვენთვის შეინახოთ. დიდი ალბათობით, ამ იდეებს სხვები ვერ გაიგებენ და არც ისაა გამორიცხული, რომ დაგაზარალონ კიდეც. ამასთან, ზიანი მოულოდნელი იქნება. მაგალითად, შესაძლოა, ვინმემ მიიღოს თქვენი იდეა, მაგრამ დაამახინჯოს, ხოლო შედეგზე პასუხისმგებელი თქვენ იქნებით.
თევზები: კარგი დღეა სერიოზული საქმეებისთვის. ხართ ენერგიული ყურადღებიანი, მხედველობიდან არაფერი გეპარებათ და შეგიძლიათ დაწყებულის ბოლომდე მიყვანა. შესაძლებელია მოულოდნელი სასიამოვნო შეხვედრები. ზოგიერთი თქვენგანი შეძლებს შეხვდეს მონატრებულ ახლობლებს. თუ ვინმესთან გიჭირდათ საერთო ენის გამონახვა, დღეს საუკეთესო დღეა, რომ კიდევ ერთხელ სცადოთ.