მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თავდასხმა ალმათის საავადმყოფოებზე – თვითმხილველის ნაამბობი

© REUTERS / PAVEL MIKHEYEVარეულობები ყაზახეთში
არეულობები ყაზახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
გამოწერა
შეიარაღებული დამნაშავეები საავადმყოფოში 6 იანვარს შეიჭრნენ. ისინი ექიმებისგან დაჭრილი ბოევიკების დახმარებას მოითხოვდნენ.
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. ალმათის მე–7 საავადმყოფოს თანამშრომელმა ისაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორ შეიჭრნენ ბოევიკები სამედიცინო დაწესებულებაში ხუთშაბათს.
ყაზახეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ბანდიტებმა ალმათის ორ დიდ საავადმყოფოს ალყა შეამოარტყეს, იქ არ უშვებენ პაციენტებსა და მედიკოსებს, და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ. როგორც აღინიშნა, ეს ალმათის მრავალპროფილური კლინიკური N1 და N7 საავადმყოფოები იყო.
„შეიარაღებული ბოევიკები 6 იანვარს მე–7 საავადმყოფოში შემოიჭრნენ და მოითხოვეს, რომ ექიმები დაჭრილ დამნაშავეებს დახმარებოდნენ. მათ სროლა ატეხეს მესამე სართულზე, სადაც რეანიმაციული განყოფილებაა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, – განაცხადა Sputnik–ყაზახეთთან საავადმყოფოს თანამშრომელმა.
შეიარაღებულმა ადამიანებმა დაჭრილი ბოევიკები დატოვეს და საავადმყოფოდან წავიდნენ. ინციდენტის შესახებ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა სამართალდამცველებს აცნობეს, რომლებმაც დაჭრილი ბოევიკები 7 იანვარს წაიყვანეს.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო - ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები თხევად ნავთობ-გაზზე ფასების ორჯერ გაზრდას ეწინააღმდეგებოდნენ. მოგვიანებით პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა, მათ შორის ალმათიში.
ქვეყნის ძველ დედაქალაქსა და რესპუბლიკის უდიდეს ქალაქში დაიწყო ძარცვა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები, იარაღის დატაცება. ხელისუფლებამ ქვეყანაში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.
არეულობები ყაზახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
მსოფლიო დღეს
ყაზახეთში საპროტესტო აქციები წინასწარ იყო მომზადებული – დსთ–ის ხელმძღვანელობა
გაეროს მონაცემებით, ყაზახეთში საპროტესტო აქციების დროს 1000-მდე ადამიანი დაშავდა. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 18 ძალოვანი.
5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. საბჭოს პირველ სხდომაზე ტოკაევმა ყაზახეთში შექმნილი ვითარება სახელმწიფოს მთლიანობის ხელყოფად შეაფასა და„ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“ დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სთხოვა.
ორგანიზაციის საბჭომ მალევე მიიღო გადაწყვეტილება, გაეგზავნა ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები — ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის.
წყარო: Sputnik–ყაზახეთი
ყველა ახალი ამბავი
0