ვთვლი, რომ საქართველოში დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება იყო - სოფი ბუტიკაშვილის ამბავი

© courtesy of Sopho Butikashviliსოფო ბუტიკაშვილი
სოფო ბუტიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
გამოწერა
გვინდა, რომ დღეს წარმატებული და ბედნიერი, რაც მთავარია, უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული ქართველი გაგაცნოთ.
სოფი ბუტიკაშვილი ის ადამიანია, რომელიც მთელი ცხოვრება ცვლილებებს ეძებს და მუდმივად ცდილობს რუტინულ ცხოვრებას თავი აარიდოს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან სამ ქვეყანაში, ორ კონტინენტზე და რამდენიმე ქალაქში ცხოვრება მოასწრო. განათლება ბელგიაში მიიღო, ფლობს რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ და ესპანურ ენებს. გარკვეული პერიოდი საგარეო ურთიერთობებში იყო აქტიურად ჩართული. 2019-2020 წლებში, უცხოეთში, ახალგაზრდა ელჩის სტატუსით გახლდათ.
დღეს, საქართველოში, კომპიუტერულ ინჟინერიის სფეროშია დასაქმებული. მისი ცხოვრების საინტერესო ამბებს მასალიდან შეიტყობთ.
© courtesy of Sopho Butikashviliსოფო ბუტიკაშვილი
სოფო ბუტიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
სოფო ბუტიკაშვილი
- სოფი, როგორი იყო გასული წელი თქვენთვის, რით დაგამახსოვრათ თავი 2012-მა?
-საერთო ჯამში, ჩემთვის კარგი წელი იყო, რადგან მან ბევრი რამ მასწავლა. ვთვლი, რომ ამ წელმა პროფესიულად და მენტალურად ძალიან გამზარდა. 2021-მა წელმა თავი მოულოდნელობებით დამამახსოვრა და საინტერესო იყო. პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ის მოხდა, რომ მრავალწლიანი საზღვარგარეთ ცხოვრების შემდეგ, საქართველოში გადმოვცხოვრდი. ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი და ბევრი მეგობარი შევიძინე. კარიერული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი წელი მქონდა, ივლისიდან მოყოლებული ახალი სამსახური მაქვს. დღეს ჩემთვის ძალიან საინტერესო საქმეს ვაკეთებ. დღეს, ახალი წლის დასაწყისში, ვთვლი, რომ საქართველოში დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება იყო.
© courtesy of Sopho Butikashviliსოფო ბუტიკაშვილი
სოფო ბუტიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
სოფო ბუტიკაშვილი
- ახალ წელს სად და როგორ ხვდებით ხოლმე?
- ახალი წელი ისაა, რაზეც ჩემი ცვლილებებისადმი სიყვარული არ ვრცელდება. ყოველი წელი ერთნაირია, აუცილებლად სახლში და აუცილებლად ოჯახთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში მე და ჩემი ძმა საზღვარგარეთ ვსწავლობდით და საქართველოში არ ვცხოვრობდით, არ ყოფილა ახალი წელი, რომელიც ოჯახთან ერთად არ აღგვინიშნავს. ვთვლი, რომ ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, ამიტომ ეს ტრადიცია არასდროს დამირღვევია.
© courtesy of Sopho Butikashviliსოფო ბუტიკაშვილი
სოფო ბუტიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
სოფო ბუტიკაშვილი
- სურვილების ჩაფიქრების თუ გჯერათ ამ დღეს?
-ყოველ წელს, 31 დეკემბრის ღამეს, ფურცელზე ვწერ ხოლმე მიზნებს და სურვილებს. მერე კი, მთელი წელი ვცდილობ, მათი რეალიზებისთვის ძალები არ დავიშურო. ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ არა, თუმცა, ახალ წელს, ყოველთვის შემართებით ვიწყებ. ახალი წლის დადგომასაც ჩაფიქრებული სურვილებით ვხვდები. არ ვიცი, ახალი წლის ღამის ჯადოსნურობის რამდენად მჯერა, მაგრამ მგონია, რომ ჩვენს ჩაფიქრებულ კეთილ სურვილებს და კოსმოსში გაგზავნილ დადებით ენერგიებს დიდი ძალა აქვთ...
© courtesy of Sopho Butikashviliსოფო ბუტიკაშვილი
სოფო ბუტიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
სოფო ბუტიკაშვილი
- ვიცი, რომ ბავშვობის ამბებს სიამოვნებით იხსენებთ. რა მოგყვებათ იქიდან?
- ვინც ბავშვობაში მიცნობდა, ბევრს უთქვამს არ შეცვლილხარო. განვლილ ცხოვრებას რომ გადავხედო, მგონი, მართლა ეგრეა. თითქმის ჩემი ყველა თვისება ბავშვობიდან მომყვება. ბავშვობიდან მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა, კომუნიკაციას მარტივად ვამყარებ, ახალი ადგილები და მოგზაურობაც მიყვარს. რაც თავი მახსოვს, ცვლილებებს ვეძებ, მუდმივად ვცდილობ, რომრუტინულ ცხოვრებას თავი ავარიდო. მიყვარს გეგმების და მიზნების წინასწარ ჩამოწერა, რასაც ბავშვობიდან ვაკეთებ, ამ ყველაფრის ფურცელზე გადატანა და ყოველდღიურად საკუთარი თავისთვის შეხსენება-მოტივაციასა და რეფლექსიის საშუალებას მაძლევს.
© courtesy of Sopho Butikashviliსოფო ბუტიკაშვილი ოფიციალურ შეხვედრაზე
სოფო ბუტიკაშვილი ოფიციალურ შეხვედრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
სოფო ბუტიკაშვილი ოფიციალურ შეხვედრაზე
- რაზე ოცნებობდით?
- პრინცესობაზე ან რომელიმე მულტფილმის გმირობაზე არასდროს მიოცნებია, რაღაცნაირი სასაცილოდ საქმიანი ბავშვი ვიყავი. დაწყებით კლასებში როგორც კი სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი, დედაჩემის კაბებში და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში გამოვეწყობოდი და საქმიანად დავატარებდი ფურცლებს ერთი ოთახიდან მეორეში. წარმოვიდგნედი, რომ დიდი ვარ და ვმუშაობ. ძალიან მინდოდა ჭკვიანი, დამოუკიდებელი, ძლიერი ქალი გავზრდილიყავი.
© courtesy of Sopho Butikashviliსოფო ბუტიკაშვილი
სოფო ბუტიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
სოფო ბუტიკაშვილი
- თქვენი ეს სურვილი განახორციელეთ კიდეც, მომავალი პროფესია როგორ აირჩიეთ?
- პროფესიულ არჩევანს რაც შეეხება, ზუსტად ვიცოდი რა მაინტერესებდა, რა გამომდიოდა და შესაბამისად, არჩევაც არ გამჭირვებია. ბავშვობიდან მაინტერესებდა საგარეო პოლიტიკა და მიყვარდა უცხო ენები. სიყვარულთან ერთად მარტივად გამომდიოდა ენების სწავლა, დავიწყე რუსულით და ამას მოჰყვა ფრანგული, ინგლისური და ესპანური ენები. ცხოვრების რაღაც მონაკვეთში არაბულსაც ვსწავლობდი. ენებისა და საგარეო პოლიტიკისადმი ჩემს სიყვარულს ყველაზე კარგად საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აერთიანებდა, ამიტომ პროფესია მარტივად ავირჩიე. მიზნამდე მისასვლელად ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, თუმცა წინ, ნელ-ნელა მივიწევ.
© courtesy of Sopho Butikashviliსოფო ბუტიკაშვილი
სოფო ბუტიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
სოფო ბუტიკაშვილი
- უცხოეთში რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
- სკოლის დამთავრების შემდეგ ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატში განვაგრძე სწავლა, რამდენიმე წელში ბრიუსელში გადავედი. ამერიკაში გადასვლამდე, უცხოეთის ზაფხულის სკოლებში ხშირად ვყოფილვარ, ამიტომ დამოუკიდებელი ცხოვრება ჩემთვის ახალი არ იყო და ამ მხრივ, პრობლემა არ შემქმნია. ამერიკაში პატარა ქალაქში ვსწავლობდი და ჩემი პირველი შთაბეჭდილება დიდად სახარბიელო არ ყოფილა. ერთ-ერთ ზაფხულს სტაჟირება ნიუ- იორკში, გაეროში გავიარე და ამან ჩემზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
© courtesy of Sopho Butikashviliსოფო ბუტიკაშვილი ოფიციალურ შეხვედრაზე
სოფო ბუტიკაშვილი ოფიციალურ შეხვედრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
სოფო ბუტიკაშვილი ოფიციალურ შეხვედრაზე
- ყველაზე კარგად სად გრძნობდით თავს?
- ყველაზე სასურველი ალბათ ის სილაღე და თავისუფლებაა, რასაც ნიუ-იორკში ვგრძნობდი. ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ამ ქალაქში აუცილებლად დავბრუნდები. რაც შეეხება, ბრიუსელს, ნიუ-იორკის შემდეგ ბრიუსელური ცხოვრების რითმი ჩემთვის ბევრად ნელი აღმოჩნდა. ის ძალიან ლამაზი და მყუდრო ქალაქია და იქგატარებული წლები მართლა კარგად მახსენდება. თუმცა სადაც უნდა ვიცხოვრო, სახლს არაფერი მიცვლის, ჩემი ბოლოგაჩერება მაინც აქაა, საქართველოში.
- უცხოეთში დამოუკიდებელმა ცხოვრებამ რა გამოცდილება შეგძინათ?
- განათლების გარდა უცხოეთში სწავლის პერიოდმა ყველაზე მნიშვნელოვანი - დამოუკიდებლობა და ჩემთვის ძალიან ბევრი ძვირფასი ადამიანი მაჩუქა. პირველ რიგში, თავდაჯერებულობა შემძინა. რაც უნდა დამოუკიდებელი იყო, 17 წლის ასაკში ოჯახისგან ძალიან შორს ცხოვრების ნულიდან დაწყება არ არის მარტივი, თანაც, იქ, სადაც არავინ გიცნობს. მე ვფიქრობ, ზუსტად ამ სირთულეების გადალახვა გვზრდის მენტალურად და გვაძლიერებს. რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ეროვნებისა და ტრადიციების მქონე ადამიანს შევხვდი. თითოეული მათგანის და მათი კულტურის გაცნობა ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ვთვლი, რომ მიმღებლობა გამეზარდა და ბევრად უფრო გათვითცნობიერებული გავხდი ბევრ ისეთ საკითხში, რითიც ადრე არ დავინტერესებულვარ.
- გაიხსენეთ სახალისო ამბავი, რაც უცხოეთში გადაგხდათ...
- უცხოეთში მრავალი სახალისო ამბავი გადამხდენია. ახლა მინდა გავიხსენო ამბავი, რომელიც ამერიკაში მოხდა. ნიუ-იორკში, ბრუკლინში, ჩავედი რაიონში, რომელსაც ბრაიტონ-ბიჩი ქვია. მეგობარმა მიმასწავლა მაღაზია, სადაც სულგუნი იყიდებოდა. მე ქუჩა ამერია და ერთ ქალბატონს ინგლისურად ვთხოვე დახმარება. იქვე, ბავშვმა მას ქართულად დაუძახა. სიხარულისგან კინაღამ გავგიჟდი, რადგან გამიმართლა და პირველივე ადამიანი, ვისაც გზა ვკითხე, ქართველი აღმოჩნდა. იმავე ქუჩის ბოლოს, ქართული წარწერა „თონე” დავინახე და იქ გატარებული რამდენიმე საათის განმავლობაში, ქართული საუბარი ბევრჯერ მოვისმინე. აღმოჩნდა, რომ კი არ გამიმართლა, უბრალოდ, იმ ქუჩაზე ბევრი ქართველი ცხოვრობს. ამ შობა დღეს, მინდა ყველა ქართველს, სადაც უნდა იყოს, პირველ რიგში, ჯანმრთელობა ვუსურვო, ამ ბოლო ორმა წელმა კარგად დაგვანახა ჯანმრთელობის ფასი. მინდა მშვიდობიანი, წარმატებული, ბედნიერი, ბრჭყვიალა და სიყვარულით სავსე წელი გვქონოდეს...
ყველა ახალი ამბავი
0