https://sputnik-georgia.com/20220108/saakasvilis-momxreebi-aqciebs-mtel-qveyanasi-gamartaven-263470462.html
სააკაშვილის მომხრეები საპროტესტო აქციების გამართვას მთელი ქვეყნის მასშტაბით აპირებენ
სააკაშვილის მომხრეები საპროტესტო აქციების გამართვას მთელი ქვეყნის მასშტაბით აპირებენ
Sputnik საქართველო
დაუმორჩილებლობის ჯგუფები, „სირცხვილის დერეფნები" – ექს–პრეზიდენტის მომხრეები მთელი ქვეყნის მასშტაბით აპირებენ გააქტიურებას
2022-01-08T22:28+0400
2022-01-08T22:28+0400
2022-01-08T22:28+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/12/262965305_0:133:1281:853_1920x0_80_0_0_53c4a269345311c42c153c2ec7246f6f.jpg
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტის, ამჟამად პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს პროტესტის გამოხატვის თავიანთი გეგმები აქვთ.ისინი ე.წ. დაუმორჩილებლობის ჯგუფების შექმნას და მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ. ამის შესახებ სამოქალაქო ორგანიზაცია „მიშას სექტორის“ წევრმა ლევან მერებაშვილმა განაცხადა.სამოქალაქო ორგანიზაციის წევრებმა და ექს–პრეზიდენტის სხვა მომხრეებმა, ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის 100 დღესთან დაკავშირებით, შაბათს საპროტესტო აქცია გამართეს რუსთავის ციხესთან, სადაც სააკაშვილი იმყოფება.მერებაშვილის განცხადებით, ისინი იმ ადამიანებს, ვისაც მშვიდობიანი მოქმედებებით რეჟიმის დამარცხება სურთ, ფართო გაერთიანებას სთავაზობენ.მან პირობა დადო, რომ მოაწყობენ მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციებს სახელმწიფო უწყებებთან და ასევე „სირცხვილის დერეფნებს“.მმართველი პარტიის წარმომადგენლებს სამოქალაქო ორგანიზაციის გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ასევე დუმილს ამჯობინებენ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.საქართელოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქვეყანაში უკრაინიდან არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
https://sputnik-georgia.com/20220103/-saakashvilis-morigi-ultimatumi-ra-moxdeba-6-ianvars-263351198.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/12/262965305_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_4ed014f089c4da7b8de0f92fab406799.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სააკაშვილი ექს–პრეზიდენტი აქცია პროტესტი
სააკაშვილი ექს–პრეზიდენტი აქცია პროტესტი
სააკაშვილის მომხრეები საპროტესტო აქციების გამართვას მთელი ქვეყნის მასშტაბით აპირებენ
მრავალრიცხოვანი აქციების მოწყობა იგეგმება სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, ასევე აპირებენ პოლიტიკოსებისთვის „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობას.
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტის, ამჟამად პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს პროტესტის გამოხატვის თავიანთი გეგმები აქვთ.
ისინი ე.წ. დაუმორჩილებლობის ჯგუფების შექმნას და მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ. ამის შესახებ სამოქალაქო ორგანიზაცია „მიშას სექტორის“ წევრმა ლევან მერებაშვილმა განაცხადა.
სამოქალაქო ორგანიზაციის წევრებმა და ექს–პრეზიდენტის სხვა მომხრეებმა, ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის 100 დღესთან დაკავშირებით, შაბათს საპროტესტო აქცია გამართეს რუსთავის ციხესთან, სადაც სააკაშვილი იმყოფება.
მერებაშვილის განცხადებით, ისინი იმ ადამიანებს, ვისაც მშვიდობიანი მოქმედებებით რეჟიმის დამარცხება სურთ, ფართო გაერთიანებას სთავაზობენ.
„რეგიონებში დავიწყებთ მოძრაობას თანამოაზრეებთან ერთად, რომელიც გაიშლება ქვეყნის მასშტაბით. უახლოეს დღეებში დედაქალაქში დაუმორჩილებლობის ჯგუფები შეიქმნება. ეს იქნება მრავალი ჯგუფი და საზოგადოებაც იხილავს, რამდენად ვართ ამისთვის მზად. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ”, – აღნიშნა მერებაშვილმა.
მან პირობა დადო, რომ მოაწყობენ მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციებს სახელმწიფო უწყებებთან და ასევე „სირცხვილის დერეფნებს“.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებს სამოქალაქო ორგანიზაციის გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ასევე დუმილს ამჯობინებენ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.
საქართელოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქვეყანაში უკრაინიდან არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.