https://sputnik-georgia.com/20220103/-saakashvilis-morigi-ultimatumi-ra-moxdeba-6-ianvars-263351198.html
ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მორიგი ულტიმატუმი: რა მოხდება 6 იანვარს?
ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მორიგი ულტიმატუმი: რა მოხდება 6 იანვარს?
Sputnik საქართველო
უფლებადამცველების განცხადებით, სააკაშვილთან მათი შეხვედრისას კონფიდენციალურობა არ არის დაცული. 03.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-03T17:40+0400
2022-01-03T17:40+0400
2022-01-03T22:40+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/03/263350260_0:265:2679:1771_1920x0_80_0_0_9fb293522d9d7d9f7aea9183a9abb001.jpg
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებას ახალი მოთხოვნები წაუყენა. ამის შესახებ ადვოკატებმა ჟურნალისტებთან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადეს.ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს: კონფიდენციალურობის დაცვით გარე სამყაროსთან კომუნიკაციის აღდგენა და დამოუკიდებელი ექიმებისთვის მისი მონახულების უფლება.თუთბერიძის თქმით, თუ აღნიშნული მოთხოვნები არ შესრულდება, სააკაშვილი 6 იანვრიდან „პროტესტის უკიდურეს ფორმას“ მიმართავს.ადვოკატების თქმით, სააკაშვილთან ამ დრომდე არ უშვებენ დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფს.საქართველოს ექს-პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, სადაც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბრის ღამეს გადაიყვანეს.ექს-პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/03/263350260_0:14:2679:2023_1920x0_80_0_0_8895ab07ded4233e7e9de82f4bca5bd8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მორიგი ულტიმატუმი: რა მოხდება 6 იანვარს?
17:40 03.01.2022 (განახლებულია: 22:40 03.01.2022) უფლებადამცველების განცხადებით, სააკაშვილთან მათი შეხვედრისას კონფიდენციალურობა არ არის დაცული.
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებას ახალი მოთხოვნები წაუყენა. ამის შესახებ ადვოკატებმა ჟურნალისტებთან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადეს.
ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს: კონფიდენციალურობის დაცვით გარე სამყაროსთან კომუნიკაციის აღდგენა და დამოუკიდებელი ექიმებისთვის მისი მონახულების უფლება.
თუთბერიძის თქმით, თუ აღნიშნული მოთხოვნები არ შესრულდება, სააკაშვილი 6 იანვრიდან „პროტესტის უკიდურეს ფორმას“ მიმართავს.
„მას არ შეუძლია ჩვენთვის რაიმეს გადმოცემა, ჩვენ ვერ ვახერხებთ წერილების დახმარებით ურთიერთობას. ჩვენ რაიმეს დატოვების შესაძლებლობა მხოლოდ წამოსვლის წინ გვაქვს, რაც, რა თქმა უნდა, კომუნიკაციას არ უზრუნველყოფს. აზრების გაცვლასაც ვერ ვახერხებთ“, – განაცხადა თუთბერიძემ.
ადვოკატების თქმით, სააკაშვილთან ამ დრომდე არ უშვებენ დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფს.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, სადაც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბრის ღამეს გადაიყვანეს.
ექს-პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.