https://sputnik-georgia.com/20220108/mcdari-informaciaa-sagareo-uwyeba-ert-erti-telekompaniis-siujets-exmaureba-263463346.html
„მცდარი ინფორმაციაა“: საგარეო უწყება ერთ-ერთი ტელეკომპანიის სიუჟეტს ეხმაურება
„მცდარი ინფორმაციაა“: საგარეო უწყება ერთ-ერთი ტელეკომპანიის სიუჟეტს ეხმაურება
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი მცდარს უწოდებს ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ყაზახეთში მყოფი... 08.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-08T16:24+0400
2022-01-08T16:24+0400
2023-08-17T19:24+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ყაზახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/93/234329334_0:11:1500:855_1920x0_80_0_0_bfe0d0e93ae6bdd43ebc23da2a4b3d63.jpg
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი მცდარს უწოდებს ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ყაზახეთში მყოფი საქართველოს ოთხი მოქალაქის შესახებ.ტელეკომაპანიამ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია ყაზახეთში მყოფი საქართველოს ოთხი მოქალაქის შესახებ, რომლებიც დახმარებას ითხოვენ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. სიუჟეტის მიხედვით, მოქალაქეები საკვების გარეშე არიან დარჩენილები.საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, აღნიშნულ მოქალაქეებთან, რომლებიც ალმათიდან მოშორებით, კერძო სახლში იმყოფებიან, საქართველოს საელჩოსადა ასევე საპატიო კონსულს ყოველდღიური კავშირი აქვთ და საჭიროების მიხედვით უწევენ დახმარებას.საგარეო უწყების ინფორმაციით, მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან.საგარეო უწყების ცნობით, ყახაზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge. ასევე ისარგებლონ საელჩოს საკომუნიკაციო არხებით სოციალურ ქსელებში.მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო - ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები თხევად ნავთობ-გაზზე ფასების ორჯერ გაზრდას ეწინააღმდეგებოდნენ. მოგვიანებით პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა, მათ შორის ალმათიში. ქვეყნის ძველ დედაქალაქსა და რესპუბლიკის უდიდეს ქალაქში დაიწყო ძარცვა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები, იარაღის დატაცება. ხელისუფლებამ ქვეყანაში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.გაეროს მონაცემებით, ყაზახეთში საპროტესტო აქციების დროს 1000-მდე ადამიანი დაშავდა. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 18 ძალოვანი.5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. საბჭოს პირველ სხდომაზე ტოკაევმა ყაზახეთში შექმნილი ვითარება სახელმწიფოს მთლიანობის ხელყოფად შეაფასა და„ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“ დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სთხოვა. ორგანიზაციის საბჭომ მალევე მიიღო გადაწყვეტილება, გაეგზავნა ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები — ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის.https://www.facebook.com/MFAStratCom
https://sputnik-georgia.com/20220106/qartvelebis-mdgomareoba-yazaxetsi-263420779.html
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/93/234329334_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_57427d1e636108ee7c4aae6a807310b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ყაზახეთი
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ყაზახეთი
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი მცდარს უწოდებს ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ყაზახეთში მყოფი საქართველოს ოთხი მოქალაქის შესახებ.
ტელეკომაპანიამ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია ყაზახეთში მყოფი საქართველოს ოთხი მოქალაქის შესახებ, რომლებიც დახმარებას ითხოვენ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. სიუჟეტის მიხედვით, მოქალაქეები საკვების გარეშე არიან დარჩენილები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, აღნიშნულ მოქალაქეებთან, რომლებიც ალმათიდან მოშორებით, კერძო სახლში იმყოფებიან, საქართველოს საელჩოსადა ასევე საპატიო კონსულს ყოველდღიური კავშირი აქვთ და საჭიროების მიხედვით უწევენ დახმარებას.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი, ასევე, მუდმივ კავშირზეა საქართველოში მყოფ მათი ოჯახის წევრებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო უწყების ცნობით, ყახაზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.
ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge. ასევე ისარგებლონ საელჩოს საკომუნიკაციო არხებით სოციალურ ქსელებში.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო - ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები თხევად ნავთობ-გაზზე ფასების ორჯერ გაზრდას ეწინააღმდეგებოდნენ. მოგვიანებით პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა, მათ შორის ალმათიში. ქვეყნის ძველ დედაქალაქსა და რესპუბლიკის უდიდეს ქალაქში დაიწყო ძარცვა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები, იარაღის დატაცება. ხელისუფლებამ ქვეყანაში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.
გაეროს მონაცემებით, ყაზახეთში საპროტესტო აქციების დროს 1000-მდე ადამიანი დაშავდა. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 18 ძალოვანი.
5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. საბჭოს პირველ სხდომაზე ტოკაევმა ყაზახეთში შექმნილი ვითარება სახელმწიფოს მთლიანობის ხელყოფად შეაფასა და„ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“ დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სთხოვა. ორგანიზაციის საბჭომ მალევე მიიღო გადაწყვეტილება, გაეგზავნა ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები — ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის.