https://sputnik-georgia.com/20220107/saqartvelosi-omikronis-semtxvevebma-imata-263442010.html
თითქმის ორჯერ მეტი: საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევებმა იმატა
თითქმის ორჯერ მეტი: საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევებმა იმატა
Sputnik საქართველო
„ომიკრონის“ შემთხვევების მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება
2022-01-07T13:17+0400
2022-01-07T13:17+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/13/262971268_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_5a8928ad3c320d708dbf69aff7d1625b.jpg
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, 6 იანვრის მონაცემებით, 600-მდე გაიზარდა, იუწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC).მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია, რადგან 5 იანვარს ეს შტამი ინფიცირების 335 შემთხვევაში გამოვლინდა.ქვეყანაში პირველი ორი შემთხვევა ლაბორატორიულად 20 დეკემბერს გამოვლინდა. ორივე შემთხვევა შემოტანილი იყო ქვეყნის ფარგლებს გარედან. ერთი ინფიცირებული ამერიკიდან ჩამოვიდა, მეორე - დუბაიდან. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა თითქმის ყველ იმ პირს, ვისთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ კოვიდგადატანილი და ვაქცინირებული პირებიც შეიძლება დაინფიცირდნენ.ექსპერტები ინფიცირების შემთხვევების ზრდას ვარაუდობენ და ამას ახალი შტამის, „ომიკრონის“ გამოჩენას უკავშირებენ – ის სწრაფად ვრცელდება, თუმცა დაავადება შედარებით მსუბუქად ვითარდება.7 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.234-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 953.410-ს მიაღწია.
https://sputnik-georgia.com/20220106/omikroni-gverds-uvlis-arsebul-vaqcinebs-263416874.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/13/262971268_239:0:2970:2048_1920x0_80_0_0_7bddff544aa4b83f30d10a709789fa41.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„ომიკრონი“ კორონავირუსი შემთხვევები
„ომიკრონი“ კორონავირუსი შემთხვევები
თითქმის ორჯერ მეტი: საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევებმა იმატა
13:17 07.01.2022 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ქართველი ეპიდემიოლოგების განცხადებით, „ომიკრონთან“ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდად კვლავ ვაქცინაცია რჩება.
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, 6 იანვრის მონაცემებით, 600-მდე გაიზარდა, იუწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC).
მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია, რადგან 5 იანვარს ეს შტამი ინფიცირების 335 შემთხვევაში გამოვლინდა.
ქვეყანაში პირველი ორი შემთხვევა ლაბორატორიულად 20 დეკემბერს გამოვლინდა. ორივე შემთხვევა შემოტანილი იყო ქვეყნის ფარგლებს გარედან. ერთი ინფიცირებული ამერიკიდან ჩამოვიდა, მეორე - დუბაიდან. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა თითქმის ყველ იმ პირს, ვისთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ კოვიდგადატანილი და ვაქცინირებული პირებიც შეიძლება დაინფიცირდნენ.
ექსპერტები ინფიცირების შემთხვევების ზრდას ვარაუდობენ და ამას ახალი შტამის, „ომიკრონის“ გამოჩენას უკავშირებენ – ის სწრაფად ვრცელდება, თუმცა დაავადება შედარებით მსუბუქად ვითარდება.
7 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.234-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 953.410-ს მიაღწია.