https://sputnik-georgia.com/20220106/omikroni-gverds-uvlis-arsebul-vaqcinebs-263416874.html
გამყრელიძე: „ომიკრონი“ გვერდს უვლის არსებულ ვაქცინებს, თუმცა...
გამყრელიძე: „ომიკრონი“ გვერდს უვლის არსებულ ვაქცინებს, თუმცა...
Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 159-მდე გაიზარდა. 06.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-06T14:02+0400
2022-01-06T14:02+0400
2023-08-17T18:04+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/04/263363349_0:0:3079:1731_1920x0_80_0_0_777b10a1d5d4199a2ede0b1d369297f6.jpg
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ რეინფიცირების პროცენტი საკმაოდ მაღალია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.გამყრელიძის თქმით, ახალი შტამი გვერდს უვლის იმ ვაქცინებს, რომლებიც დღეს გამოიყენება, თუმცა ბუსტერული დოზის შემთხვევაში ინფიცირების მაჩვენებელი შედარებით ნაკლებია.თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ, თავის მხრივ, განმარტა, რომ ერთი თვისება, რაც თანდათან მტკიცდება, არის ის, რომ „ომიკრონს“ მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს, რაც ძალიან კარგია.ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 159-მდე გაიზარდა.ადრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულთა 70% აცრილია და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/04/263363349_205:0:2936:2048_1920x0_80_0_0_f4d7c0ce51cc81cd5e360d5d1a661826.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
გამყრელიძე: „ომიკრონი“ გვერდს უვლის არსებულ ვაქცინებს, თუმცა...
14:02 06.01.2022 (განახლებულია: 18:04 17.08.2023) საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 159-მდე გაიზარდა.
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ რეინფიცირების პროცენტი საკმაოდ მაღალია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
„ომიკრონის“ გავრცელების სისწრაფე 3–4-ჯერ და კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე არსებული კორონავირუსის შტამებისა. ხელმეორედ ინფიცირდებიან ადამიანები, ვისაც ინფექცია გადატანილი აქვს, ანუ რეინფექციის პროცენტი საკმაოდ მაღალია“, — აღნიშნა მან.
გამყრელიძის თქმით, ახალი შტამი გვერდს უვლის იმ ვაქცინებს, რომლებიც დღეს გამოიყენება, თუმცა ბუსტერული დოზის შემთხვევაში ინფიცირების მაჩვენებელი შედარებით ნაკლებია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ, თავის მხრივ, განმარტა, რომ ერთი თვისება, რაც თანდათან მტკიცდება, არის ის, რომ „ომიკრონს“ მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს, რაც ძალიან კარგია.
„ჩვენ პრევენციული ღონისძიებები მაინც უნდა გავატაროთ, რადგან რისკ-ჯგუფების წარმომადგენლები, შესაძლოა, „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაშიც დამძიმდნენ. ამის პრევენცია უნდა მოხდეს ვაქცინაციის გზით“, — მიაჩნია გოგინავას.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 159-მდე გაიზარდა.
ადრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულთა 70% აცრილია და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.