დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 იანვარი

© Sputnik / Alexander Imedashviliხეები კუს ტბის სანაპიროზე
ხეები კუს ტბის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 7 იანვარია, პარასკევი. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი ჩანაფიქრის რეალიზებისთვის. თამამად შეგიძლიათ სიტყვიდან საქმეზე გადასვლა, ამასთან, არ დაივიწყოთ ინტუიციის მოსმენა – დღეს ის სათანადო სიმაღლეზეა და კარგი რჩევების მოცემა შეუძლია განსაკუთრებით საქმიან სფეროში.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 იანვარი>>
კარგი დღეა წინასწარ დაგეგმილი ფინანსური პროექტების განსახორციელებლად, მაგრამ თავი შეიკავეთ შოპინგისგან.
ვერძი: მოულოდნელად მიიღებთ ჯილდოს თქვენი შრომისთვის. ეს შეიძლება იყოს მადლობა ხელმძღვანელობისგან, კარიერული წინსვლა ან საჩუქარი საყვარელი ადამიანისგან. შესაძლებელია სხვა სასიამოვნო ვარიანტებიც. ერთი სიტყვით, დღეს ფორტუნა გაგიღიმებთ. არაა გამორიცხული, რომ ეს ახალი ბედნიერი ხანის დასაწყისი იყოს თქვენს ცხოვრებაში.
კოქტეილი პლაჟზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ
კურო: არცთუ მარტივი დღე გელოდებათ. მოვლენები შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც თქვენ გინდათ. შესაძლოა, რაღაც მომენტში ინიციატივა გაუშვათ ხელიდან და სიტუაცია ვეღარ გააკონტროლოთ. როგორც ჩანს, ეს ცუდი მომზადების ან არასაკმარისი ინფორმირებულობის ბრალია. სჯობს, ის საქმე გააკეთოთ, რომელშიც ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული.
ტყუპი: კარგი დღეა იმ პროექტზე მუშაობისთვის, რომელსაც დიდი ხანია ამზადებდით. შესაძლოა, სულ მცირე რაღაც აკლია მას იმისთვის, რომ გამოაცოცხლოთ. შეიძლება ეს რაღაც ინფორმაცია იყოს, ასევე არაა გამორიცხული თანხის მიღება, აუცილებელი კონტაქტის დამყარება... გამოიყენეთ ეს შანსი, რომ პროექტი, ბოლოს და ბოლოს, ამუშავდეს.
კირჩხიბი: ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღეს შესაძლოა რაღაც ჭორებს წააწყდეთ, რომლებიც ნეგატიურად აისახება თქვენს კარიერაზე, სტატუსზე ან ცხოვრების დონეზე. ამასთან, შესაძლოა, არა მხოლოდ ამ ჭორების მსხვერპლი გახდეთ, არამედ დაზარალდეთ იმის გამო, რომ თვითონ გაავრცელეთ ხმები. ამიტომ სჯობს, დღეს ჩუმად იყოთ და სხვებს მოუსმინოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
„სიფრთხილის“ ჰოროსკოპი, ანუ რას უნდა მოერიდონ ზოდიაქოს ნიშნები 2022 წელს
ლომი: დღეს ეჭვიანობა მოგეძალებათ როგორც სხვების წარმატებების, ისე საკუთარი თავის მიმართ იმედგაცრუების სახით. ეს შეიძლება რომელიმე კოლეგის რამე ნათქვამმა ან საქმეში ერთი ადგილის ტკეპნის გაცნობიერებამ გამოიწვიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ ირგვლივ მყოფებს, საკუთარ საქმეებს მიხედოთ და მომავლის წარმატებების გწამდეთ.
ქალწული: დღეს თქვენი მამოძრავებელი ძალა ნებისმიერ საქმეში ჯანსაღი კონკურენცია გახდება. ის გიბიძგებთ, რომ იმოქმედოთ ჩვეულებრივზე უფრო ენერგიულად. შესაძლოა, აზარტის ტალღაზე მყოფმა გადადგათ ნაბიჯები, რომლებსაც სხვა დროს სიფრთხილის გამო არ გადადგამდით. თუ რამდენად გამართლებული იქნება ეს რისკი, ამას დრო გვაჩვენებს.
სასწორი: დღეს კონფლიქტისკენ ისწრაფვით, ყოველ შემთხვევაში, გარშემომყოფებს ასეთი შთაბეჭდილება დარჩებათ. არ დაუშვებთ არავის ჩარევას თქვენს საქმეებში და ამასთან, სხვებს გააკრიტიკებთ და დაუკითხავად რჩევებს მისცემთ. თვითონ კი დარწმუნებული იქნებით, რომ ასე საქმის სასიკეთოდ იქცევით. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ურთიერთობებისას ზღვარს არ უნდა გადახვიდეთ.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2018
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით
მორიელი: სიტუაცია თქვენგან სწრაფ ორიენტირებას მოითხოვს. უნდა შეძლოთ საკუთარი იდეების ისე მიწოდება, რომ ისინი გარშემომყოფებს მოეწონოთ. თქვენი მეექვსე გრძნობა სათანადო სიმაღლეზე იქნება და კარგ მინიშნებებს მოგცემთ. დიდია ალბათობა, რომ თქვენი მოქმედებები ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდება, თუნდაც ამისთვის ჩვეული სტილის დარღვევა მოგიწიოთ.
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა ნებისმიერი წამოწყებისთვის, რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, დროთა განმავლობაში ის წარმატებას მოგიტანთ. ასე რომ, თამამად დააწყვეთ გეგმები, წინ წაწიეთ რამე პროექტი, დაისახეთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რამაც დღეს შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს ირგვლივ მყოფების შურით სავსე კრიტიკაა. ნუ მოუსმენთ მათ, არ შეგეპაროთ საკუთარ თავში ეჭვი.
თხის რქა: ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. ხართ ენერგიით სავსე და ცხოვრების გამრავალფეროვნების ნებისმიერ შანსს ჩაეჭიდებით. შესაძლოა, რამე საბაბი მოიფიქროთ და სადმე წახვიდეთ, არც ისაა გამორიცხული, კამათში ჩაებათ, რომ ჩვეულ ყოფაში რაღაც სიახლე შეიტანოთ. მოკლედ რომ ვთქვათ, შანსს არ გაუშვებთ ხელიდან, რომ ცხოვრებაში საინტერესო ფერები შეიტანოთ.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
მერწყული: შესანიშნავი შანსი მოგეცემათ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. დღის განმავლობაში ნებისმიერი სახის ფულთან დაკავშირებული სიურპრიზი გელოდებათ: პრემია შრომისთვის, უკან დაბრუნებული ვალი, საჩუქარი ახლობლისგან და ბოლოს და ბოლოს, „ოქროს მთების“ დაპირება პერსპექტივაში. კარგი დღეა ასევე უფრო შემოსავლიანი სამსახურის მოძებნისთვის.
თევზები: ამაღლებულ განწყობაზე ხართ. საქმეებიც თითქოს თავისთავად გვარდება. ერთნაირად კარგად გაუმკლავდებით მონოტონურ სამუშაოსაც და ისეთ პროექტებსაც, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულება ან ანალიზია საჭირო. გრძნობთ შინაგან ჰარმონიას, გაწონასწორებულობას და დღეს უამრავი რამის გაკეთება შეგიძლიათ თან ისე, რომ დაღლილობა არ იგრძნოთ.
ყველა ახალი ამბავი
0