მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვითარება ყაზახეთში: ბაიკანურში ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე დაადგინეს

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიქალაქი ბაიკონური
ქალაქი ბაიკონური - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2022
გამოწერა
ყაზახეთის მთელ ტერიტორიაზე 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ყაზახეთში არსებულ დაძაბულ სიტუაციასთან დაკავშირებით ქალაქ ბაიკანურში ადმინისტრაციის უფროსმა კონსტანტინ ბუსიგინმა საფრთხის მაღალი დონე დაადგინა, წერს РИА Новости.

„ქალაქ ბაიკანურის ადმინისტრაციის უფროსმა ქალაქის ტერიტორიაზე 7 იანვრის 12:00 საათიდან 19 იანვრის 24:00 საათამდე ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე („ლურჯი“) დაადგინა“, – ნათქვამია ქალაქის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.

ქალაქის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აჰყვნენ პროვოკაციებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბაიკანურში ვითარება სტაბილური და კონტროლირებადია, ქალაქის სასიცოცხლო ობიექტები და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით.
მასობრივი პროტესტი ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო. ნავთობის მწარმოებელი მანგისტაუს რეგიონის ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მოსახლეობამ თხევადი გაზის ფასების ორჯერ გაზრდა გააპროტესტა. შემდეგ კი პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. 4, 5 და 6 იანვარს დემონსტრანტებსა და ძალოვანებს შორის შეტაკებები მოხდა, არიან გარდაცვლილები. ქალაქს დიდი ზარალი მიადგა, გაქურდულია მაღაზიები, ოფისები, ბანკომატები.
არეულობა ყაზახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2022
საგარეო უწყება ყაზახეთიდან თანამემამულეების დაბრუნებაზე აქტიურად მუშაობს
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა დახმარება „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.
ყველა ახალი ამბავი
0