https://sputnik-georgia.com/20220106/qutaisidan-yazaxetis-mimartulebit-aviareisi-gadaido-263422689.html
ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით ავიარეისი გადაიდო
ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით ავიარეისი გადაიდო
Sputnik საქართველო
ავიარეისის გადადება უკავშირდება არეულობას, რომელიც ბოლო დღეებში ყაზახეთში მიმდინარეობს.
2022-01-06T16:48+0400
2022-01-06T16:48+0400
2023-08-17T19:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ყაზახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/02/251632536_0:192:1080:800_1920x0_80_0_0_dae78643f7b33ea9158b52ffdd713dfb.jpg
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენა დღეს აღარ შესრულდება.ავიაკომპანია FlyArystan-ის თვითმფრინავი ქალაქ ატირაუს მიმართულებით დღეს, დილის 10:00 საათზე უნდა გაფრენილიყო.ფრენა ხვალ 12:00 საათისთვის გადაიდო, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახურში.ადრე ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით რამდენიმე რეისი გადაიდო. გუშინ დაგეგმილი რეისი თბილისი–ალმათის მიმართულებით გაუქმდა, თუმცა რეისი ქუთაისი–ნურ-სულთანის მიმართულებით მაინც შესრულდა.ავიარეისების გადადება უკავშირდება არეულობას, რომელიც ბოლო დღეებში ყაზახეთში დაიწყო.ყაზახეთში ახალი წლის პირველ დღეებში საპროტესტო აქციები დაიწყო. ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლებმა, რომლებიც ნავთობის მწარმოებელ მანგისტაუს რაიონში მდებარეობს, საპროტესტო აქცია გამართეს თხევადი გაზის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ, რომელიც მანქანების საწვავად გამოიყენება.4 იანვარს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად იყო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად — გაზის ფასის შესამცირებლად. ამის მიუხედავად პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიწყო.ქართველების მდგომარეობა ყაზახეთში: საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს >>5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა დახმარება „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.ამ დროისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალმათის აეროპორტი მომიტინგეებმა დაიკავეს.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/02/251632536_0:12:1080:822_1920x0_80_0_0_f8f301c16bd54b71d12a5bcabd924c13.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქუთაისი აეროპორტი ავიარეისი ყაზახეთი
ქუთაისი აეროპორტი ავიარეისი ყაზახეთი
ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით ავიარეისი გადაიდო
16:48 06.01.2022 (განახლებულია: 19:24 17.08.2023) ავიარეისის გადადება უკავშირდება არეულობას, რომელიც ბოლო დღეებში ყაზახეთში დაიწყო.
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენა დღეს აღარ შესრულდება.
ავიაკომპანია FlyArystan-ის თვითმფრინავი ქალაქ ატირაუს მიმართულებით დღეს, დილის 10:00 საათზე უნდა გაფრენილიყო.
ფრენა ხვალ 12:00 საათისთვის გადაიდო, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახურში.
ადრე ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით რამდენიმე რეისი გადაიდო. გუშინ დაგეგმილი რეისი თბილისი–ალმათის მიმართულებით გაუქმდა, თუმცა რეისი ქუთაისი–ნურ-სულთანის მიმართულებით მაინც შესრულდა.
ავიარეისების გადადება უკავშირდება არეულობას, რომელიც ბოლო დღეებში ყაზახეთში დაიწყო.
ყაზახეთში ახალი წლის პირველ დღეებში საპროტესტო აქციები დაიწყო. ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლებმა, რომლებიც ნავთობის მწარმოებელ მანგისტაუს რაიონში მდებარეობს, საპროტესტო აქცია გამართეს თხევადი გაზის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ, რომელიც მანქანების საწვავად გამოიყენება.
4 იანვარს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად იყო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად — გაზის ფასის შესამცირებლად. ამის მიუხედავად პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიწყო.
5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა დახმარება „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.
ამ დროისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალმათის აეროპორტი მომიტინგეებმა დაიკავეს.