კალაშნიკოვი: დასავლეთი კონფლიქტებს სათავისოდ იყენებს

© REUTERS / STRINGERვითარება ყაზახეთში
ვითარება ყაზახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
გამოწერა
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. რა როლი შეიძლება შეასრულოს რუსეთმა ყაზახეთში სიტუაციის მოგვარებაში, არის თუ არა კავშირი არეულობასა და რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოახლოებულ შეხვედრას შორის, რასთანაც მოუწევთ შეჯახება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამშვიდობოებს? Sputnik-ს ამ კითხვებზე სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა უპასუხა.
კალაშნიკოვის თქმით, ყაზახეთმა თავისი პრობლემები დამოუკიდებლად უნდა გადაჭრას, ხოლო რუსეთს შეუძლია ამაში დაეხმაროს იმ გაერთიანებების ფარგლებში, რომლებშიც ყაზახეთთან ერთად მუშაობს.

„ყაზახეთმა დახმარების თხოვნით მიმართა ОДКБ-ს, გააცნობიერა რა, რომ გარე საფრთხეს თავად ვერ გაუმკლავდებოდა“, – თქვა დეპუტატმა. — „და ეს ფაქტობრივად გარე საფრთხეა. მიმდინარეობს მოქმედებების კოორდინაცია, ამ ტერორისტული სტრუქტურების დაფინანსება. ყაზახეთის პრეზიდენტმა მათ ტერორისტული და გარედან დაფინანსებული უწოდა, და ОДКБ-ს სხვა ლიდერებს არ შეუძლიათ, რომ არ დაუჯერონ მას. ისინი შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია სამშვიდობოების შეყვანა. ეს ჯარები ყაზახეთის ინფრასტრუქტურის დასაცავად არიან“.

ლეონიდ კალაშნიკოვმა გაიხსენა, რომ რუსეთსა და ყაზახეთს მსოფლიოში ყველაზე გრძელი უწყვეტი სახმელეთო საზღვარი აქვთ — 7,5 ათას კილომეტრზე მეტი.
„უცნაური იქნებოდა, რუსეთს რომ არაფერი გაეკეთებინა: აუცილებელია ამ საზღვრის დაცვა, მათ შორის ტერორისტული სტრუქტურების შეღწევისგან. ეს საზღვარი კი ღიაა, არაა დაცული, მიუხედავად იმისა, რომ დელიმიტირებულია. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ეს არ გავითვალისწინოთ“.
ОДКБ-ს სამდივნომ 6 იანვარს განაცხადა, რომ ორგანიზაციის კოლექტიური სამშვიდობო ძალები ყაზახეთში „შეზღუდული ვადით გაგზავნეს სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზებისთვის“.
როგორც ლეონიდ კალაშნიკოვმა აღნიშნა, სამშვიდობოების მიზნები გაწერილია ОДКБ-ს წესდებაში. „რა რაკურსით განხორციელდება ეს მიზნები, როგორ იქნება კოორდინირებული აქტივობები და სად მიიღება გადაწყვეტილებები — ეს ორგანიზაციის სამდივნოს საკითხია. მაგრამ, რამდენადაც მე მესმის, სიტუაციის ნორმალიზება საკმაოდ გასაგები მაჩვენებელია. ეს ის შემთხვევაა, როცა ხალხი არ გამოდის ქუჩებში იარაღით, არ არბევს მაღაზიებს და არ ძარცვავს მათ, არ ხოცავს პოლიციელებს“.
ზოგი ექსპერტი კავშირს ხედავს ყაზახეთში არეულობის დაწყებასა და რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების — ვლადიმირ პუტინისა და ჯოზეფ ბაიდენის მოახლოებულ შეხვედრას შორის. ლეონიდ კალაშნიკოვი ამ პოზიციას სრულად არ იზიარებს.

„მეჩვენება, რომ კავშირი ბოლო დღეებში შეინიშნება, მაგრამ ძნელად შეიძლება ეს ტრიგერი ყოფილიყო იმისთვის, რაც ყაზახეთში მოხდა. ვფიქრობ, რომ ყაზახეთში უბრალოდ ისარგებლეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და მდიდრების მიერ დაშვებული შეცდომებით, რომლებმაც სურსათისა და ენერგორესურსების ფასებით გამდიდრება მოისურვეს.

ხოლო როგორ უნდა გაკეთდეს ეს, უკვე დიდი ხანია იცის მსოფლიოს ყველა საიდუმლო სამსახურმა, განსაკუთრებით ისეთმა ძლიერმა, როგორიცაა დასავლური. თუ მათ ამ სიტუაციით სარგებლობა სურდათ, შეეძლოთ ემოქმედათ დაფინანსებით, ოპოზიციის „გახურებით“ სოციალურ ქსელებში და შემდეგ ორგანიზაციულად. მაგრამ მე ამას არ ვამტკიცებ“.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ცნობილია ათობით ისეთი რევოლუცია, რომელიც გარედან განხორციელდა. „აქ, ყაზახეთში, ჯერჯერობით à la ნულანდი არ ჩანს. მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ მათ მოედნებზე იარონ და ორცხობილები არიგონ“, — ამბობს ლეონიდ კალაშნიკოვი.
„არ დაგავიწყდეთ, რომ დასავლეთი ყოველთვის იყენებს სათავისოდ გარკვეულ კონფლიქტებს, განსაკუთრებით, თუ ეს კონფლიქტები რუსეთს ეხება. თუ კონფლიქტი რუსეთის დახმარებით გვარდება, ეს დასავლეთს იმთავითვე არ აწყობს. ისინი ცდილობენ ჩაერიონ და ცდილობენ როგორმე სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინონ. და ამ ვითარებაში ისინი მოსკოვის ხელს დაინახავენ, ყველანაირად ხაზს გაუსვამენ ამას, დაადანაშაულებენ ხელისუფლებას, რომელმაც ძალა გამოიყენა. უკვე გუშინ დავინახე, რომ ამერიკამ ყაზახეთის ხელისუფლებას დაქაჩა, აქაოდა, ძალის უკანონო გამოყენებაზე დაფიქრდითო“.
პოლიტიკოსმა გაიხსენა ერთი წლის წინანდელი სიტუაცია ვაშინგტონში, როდესაც კაპიტოლიუმის შტურმი მოხდა: მაშინ ეროვნული გვარდიის ძალები გამოიყვანეს, რათა პოლიციას პროტესტის ჩახშობაში დახმარებოდნენ. და სამართალდამცველები მეამბოხეებს ნამდვილად არ ებოდიშებოდნენ.
„ჩვენ საკუთარ პრობლემებს უნდა მივხედოთ, მათ შორის ყაზახეთშიც, იმ სტრუქტურების დახმარებით, რომლებიც ასეთი სიტუაციების გადასაჭრელადაა შექმნილი, მაგალითად, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში“, — ამბობს ლეონიდ კალაშნიკოვი.
ყველა ახალი ამბავი
0