https://sputnik-georgia.com/20220105/tbilisi-almatis-reisi-gadaido-263404323.html
რეისი თბილისი–ალმათი გადაიდო
რეისი თბილისი–ალმათი გადაიდო
Sputnik საქართველო
ყაზახეთში არეულობები 1 იანვრის მერე არ წყდება. მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალმათის აეროპორტი მომიტინგეებმა დაიკავეს
2022-01-05T21:08+0400
2022-01-05T21:08+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
საქართველო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24550/72/245507252_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_9d3f584217c23cc2df0dd22e53d2b0bf.jpg
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ყაზახეთში არასტაბილური ვითარების გამო რეისი თბილისი–ალმათი 14 საათზე მეტი ვადით გადაიდო, აცნობეს Sputnik–საქართველოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები თხევად ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ საწვავზე ფასს დააკლებს, თუმცა პროტესტი მაინც გრძელდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის პრეზიდენტმა რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, თუმცა პროტესტი კიდევ გაძლიერდა. მასმედია იტყობინება, რომ ალმათის აეროპორტი მომიტინგეებმა აიღეს.ფრენებს თბილისიდან ალმათის მიმართულებით ავიაკომპანია Air Astana ასრულებს საჰაერო ხომალდით А320/321.პროტესტი ყაზახეთშიმანგისტაუს ოლქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები 1 იანვრიდან თხევადი ბუნებრივი აირის ორჯერ გაძვირებას აპროტესტებენ. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, ახალი წლიდან ფასების დადგენა ხორციელდება ელექტრონულ სავაჭრო ბირჟებზე მოთხოვნისა და შეთავაზების შესაბამისად.ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ვითარების შესასწავლად სამთავრობო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო და აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნის – გაზზე ფასის დაწევის შესრულებაზე მზადყოფნა გამოთქვა.პროტესტმა ყაზახეთის სხვა ქალაქებიც მოიცვა. გუშინ, საღამოს ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებსა და ძალოვნებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი აირი, კვამლის ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.ტოკაევმა ქვეყნის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, „ხელისუფლება არ დაემხობა“, თუმცა ქვეყანას „სჭირდება არა კონფლიქტი, არამედ ურთიერთნდობა და დიალოგი“.ქვეყნის პირველმა პირმა მანგისტაუს ოლქსა და ალმათიში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კომენდანტის საათი 07:00-დან 23:00 საათამდე იმოქმედებს, იკრძალება მასობრივი ღონისძიებებისა და აქციების გამართვა, საბრძოლო იარაღისა და ალკოჰოლის გაყიდვა, გაძლიერდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა. გარდა ამისა, შეიზღუდა ალმათიში მოქალაქეების შესვლა-გამოსვლა.ყაზახეთში ინტერნეტი გათიშეს, არეულობები გრძელდება>>ტოკაევმა ქვეყანაში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მთავრობას დააკისრა და დღეს, დილით მისი დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.
https://sputnik-georgia.com/20220105/msxverpli-yazaxetsi-prezidentis-mimartva-xalxs-263401272.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24550/72/245507252_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7802dc7fe96f76d3815247d62c905171.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალმათი თბილისი ყაზახეთი არეულობები
ალმათი თბილისი ყაზახეთი არეულობები
რეისი თბილისი–ალმათი გადაიდო
21:08 05.01.2022 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) რეისი ყაზახეთში არეულობების გამო გადაიდო. ალმათიში წამსვლელებმა ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი განრიგს, რადგან ფრენა კიდევ შეიძლება გადაიდოს, აღნიშნეს აეროპორტში.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ყაზახეთში არასტაბილური ვითარების გამო რეისი თბილისი–ალმათი 14 საათზე მეტი ვადით გადაიდო, აცნობეს
Sputnik–საქართველოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები თხევად ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ საწვავზე ფასს დააკლებს, თუმცა პროტესტი მაინც გრძელდება.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის პრეზიდენტმა რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, თუმცა პროტესტი კიდევ გაძლიერდა. მასმედია იტყობინება, რომ ალმათის აეროპორტი მომიტინგეებმა აიღეს.
„ალმათიში წამსვლელებმა განრიგს უნდა მიადევნონ თვალი, რადგან ფრენის დრო კიდევ შეიძლება გადაიდოს“, – განაცხადეს აეროპორტში.
ფრენებს თბილისიდან ალმათის მიმართულებით ავიაკომპანია Air Astana ასრულებს საჰაერო ხომალდით А320/321.
მანგისტაუს ოლქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები 1 იანვრიდან თხევადი ბუნებრივი აირის ორჯერ გაძვირებას აპროტესტებენ. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, ახალი წლიდან ფასების დადგენა ხორციელდება ელექტრონულ სავაჭრო ბირჟებზე მოთხოვნისა და შეთავაზების შესაბამისად.
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ვითარების შესასწავლად სამთავრობო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო და აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნის – გაზზე ფასის დაწევის შესრულებაზე მზადყოფნა გამოთქვა.
პროტესტმა ყაზახეთის სხვა ქალაქებიც მოიცვა. გუშინ, საღამოს ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებსა და ძალოვნებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი აირი, კვამლის ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ტოკაევმა ქვეყნის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, „ხელისუფლება არ დაემხობა“, თუმცა ქვეყანას „სჭირდება არა კონფლიქტი, არამედ ურთიერთნდობა და დიალოგი“.
ქვეყნის პირველმა პირმა მანგისტაუს ოლქსა და ალმათიში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კომენდანტის საათი 07:00-დან 23:00 საათამდე იმოქმედებს, იკრძალება მასობრივი ღონისძიებებისა და აქციების გამართვა, საბრძოლო იარაღისა და ალკოჰოლის გაყიდვა, გაძლიერდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა. გარდა ამისა, შეიზღუდა ალმათიში მოქალაქეების შესვლა-გამოსვლა.
ტოკაევმა ქვეყანაში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მთავრობას დააკისრა და დღეს, დილით მისი დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.