https://sputnik-georgia.com/20220105/msxverpli-yazaxetsi-prezidentis-mimartva-xalxs-263401272.html
არის მსხვერპლი: ყაზახეთში არეულობები გრძელდება – ქვეყნის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
არის მსხვერპლი: ყაზახეთში არეულობები გრძელდება – ქვეყნის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
Sputnik საქართველო
ყაზახეთში საპროტესტო აქციების დროს პოლიციის თანამშრომლებს შორის მოკლულები და დაჭრილები არიან. ქვეყნის პრეზიდენტმა ტოკაევმა მოსახლეობას მიმართა
2022-01-05T19:04+0400
2022-01-05T19:04+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24474/17/244741723_0:129:1778:1129_1920x0_80_0_0_f488a3aee7adc4fa69a6254f899529f3.jpg
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ყაზახეთში არასანქცირებული მიტინგების დროს პოლიციის თანამშრომლებს შორის მოკლულები და დაჭრილები არიან. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა თავის მიმართვაში.ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები თხევად ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ საწვავზე ფასს დააკლებს, თუმცა პროტესტი მაინც გრძელდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის პრეზიდენტმა რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება სამართალდამრღვევების მიმართ „მაქსიმალურად მკაცრად მოქმედებას“ აპირებს.ცეცხლმოკიდებული შენობები და სროლა - ალმათიში არეულობა გრძელდება>>ხალხისადმი მიმართვაში ტოკაევმა აღნიშნა, რომ დღეიდან რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი თავად ხდება. მანამდე საბჭოს ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ხელმძღვანელობდა.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დედაქალაქ ნურ-სულთანში იმყოფება. მან პირობა დადო, რომ უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ახალ წინადადებებს ქვეყანაში სიტუაციის დარეგულირების კუთხით. მისი თქმით, კვლავ ერთგულია უწინდელი პოზიციის, რომ ქვეყანაში თანმიმდევრული რეფორმები გაგრძელდეს.მინ რწმენა გამოთქვა, რომ ხალხი მას მხარს დაუჭერს.სააგენტო РИА Новости-ს ინფორმაციით, ამჟამად ალმათის ცენტრში კვლავ ისმის შუქბგერითი ყუმბარების აფეთქებისა და სროლების ხმა. ქალაქში იწვოდა მერიის, პროკურატურისა და მმართველი პარტია „ნურ ოტანის“ შენობები, ასევე დაიწვა ავტომობილები.აფეთქებების სერია გაისმა ქალაქ აქტობეს ადმინისტრაციის შენობასთანაც. ალმათის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრ ტალდიკორგანში მომიტინგეები ნაზარბაევის ძეგლის ჩამოგდებას ცდილობენ.წყარო: РИА Новости
https://sputnik-georgia.com/20220105/areuloba-yazaxetshi-photo-263390104.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24474/17/244741723_106:217:1180:1022_1920x0_80_0_0_4e8fa70970b294f1a5769c5cbc37202f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ყაზახეთი პრეზიდენტი მიმართვა არელობები
ყაზახეთი პრეზიდენტი მიმართვა არელობები
არის მსხვერპლი: ყაზახეთში არეულობები გრძელდება – ქვეყნის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
19:04 05.01.2022 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) ყაზახეთის პრეზიდენტი არეულობების მონაწილეებს მკაცრი ზომებით დაემუქრა.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ყაზახეთში არასანქცირებული მიტინგების დროს პოლიციის თანამშრომლებს შორის მოკლულები და დაჭრილები არიან. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა თავის მიმართვაში.
ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები თხევად ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ საწვავზე ფასს დააკლებს, თუმცა პროტესტი მაინც გრძელდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის პრეზიდენტმა რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.
პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება სამართალდამრღვევების მიმართ „მაქსიმალურად მკაცრად მოქმედებას“ აპირებს.
ხალხისადმი მიმართვაში ტოკაევმა აღნიშნა, რომ დღეიდან რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი თავად ხდება. მანამდე საბჭოს ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ხელმძღვანელობდა.
„ბანდიტური ელემენტების ბრბო სცემს სამხედრო მოსამსახურეებს, დასცინის მათ, ქუჩებში შიშვლები გამოჰყავთ, ისინი ძალადობენ ქალებზე, ძარცვავენ მაღაზიებს. გარემოება ალმათის ყველა მცხოვრების უსაფრთხოებას უქმნის საშიშროებას“, – განაცხადა ტოკაევმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დედაქალაქ ნურ-სულთანში იმყოფება. მან პირობა დადო, რომ უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ახალ წინადადებებს ქვეყანაში სიტუაციის დარეგულირების კუთხით. მისი თქმით, კვლავ ერთგულია უწინდელი პოზიციის, რომ ქვეყანაში თანმიმდევრული რეფორმები გაგრძელდეს.
მინ რწმენა გამოთქვა, რომ ხალხი მას მხარს დაუჭერს.
სააგენტო РИА Новости-ს ინფორმაციით, ამჟამად ალმათის ცენტრში კვლავ ისმის შუქბგერითი ყუმბარების აფეთქებისა და სროლების ხმა. ქალაქში იწვოდა მერიის, პროკურატურისა და მმართველი პარტია „ნურ ოტანის“ შენობები, ასევე დაიწვა ავტომობილები.
აფეთქებების სერია გაისმა ქალაქ აქტობეს ადმინისტრაციის შენობასთანაც. ალმათის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრ ტალდიკორგანში მომიტინგეები ნაზარბაევის ძეგლის ჩამოგდებას ცდილობენ.