https://sputnik-georgia.com/20220105/gabunia-qveyanasi-vaqcinebis-maragi-aris-263401900.html
თამარ გაბუნია: ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გვაქვს
თამარ გაბუნია: ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გვაქვს
Sputnik საქართველო
სხვადასხვა წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების არჩევანი საქართველოში ახლაც არის და მომავალშიც იქნება. სახელმწიფო ამ კუთხით სხვადასხვა მწარმოებელ კომპანიასთან თანამშრომლობს
2022-01-05T19:31+0400
2022-01-05T19:31+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/15/250670675_0:55:1895:1121_1920x0_80_0_0_9d82888b6bd0f7cf77b7f5cd7709ec57.jpg
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ქვეყანაში ვაქცინების მარაგის თაობაზე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა.მისი თქმით, ვაქცინების მარაგი ქვეყანაში არის. მათი ეფექტიანობა კვლავ ძალაში რჩება „ომიკრონთან“ (კორონავირუსის ახალი შტამი) მიმართებით, განსაკუთრებით, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თავიდან აცილების კუთხით.გაბუნიას განცხადებით, მთავრობა განაგრძობს მოლაპარაკებებს მომწოდებლებთან ვაქცინების მარაგის შესავსებად, მთავარია მოქალაქემ დროულად მიიღოს აცრის გადაწყვეტილება.როგორც გაბუნიამ თქვა, სხვადასხვა წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების არჩევანი ქვეყანაში კვლავ არის და მომავალშიც იქნება.ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულებაში ამჟამად არსებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-ის გამოყენების ვადა აპრილის დასაწყისში იწურება.გაბუნიას თქმით, ჩინური წარმოების ვაქცინებს (Sinopharm, Sinovac) ორწლიანი გამოყენების ვადა აქვთ.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. აცრის გაკეთება შეუძლიათ 12 წელს ზემოთ ბავშვებსაც, მაგრამ მშობლების ან მეურვის ნებართვით და მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინით.5 იანვარის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2.528.030 აცრა.სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.292.888 ადამიანი, 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 45%.სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.156.606 ადამიანი, 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 40,3%.ბუსტერ–დოზა გაკეთებული აქვს 77.125 ადამიანს.წყარო: ტელეკომპანია „იმედი"
https://sputnik-georgia.com/20220103/cxaize-omikronis-gavrceleba-263347284.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/15/250670675_164:0:1731:1175_1920x0_80_0_0_f270a3eb93bfcaff20661e28e6a5aa8e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვაქცინები კორონავირუსი გაბუნია მარაგი
ვაქცინები კორონავირუსი გაბუნია მარაგი
თამარ გაბუნია: ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გვაქვს
19:31 05.01.2022 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია Astrazeneca-ს ვაქცინით 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ქვეყანაში ვაქცინების მარაგის თაობაზე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ვაქცინების მარაგი ქვეყანაში არის. მათი ეფექტიანობა კვლავ ძალაში რჩება „ომიკრონთან“ (კორონავირუსის ახალი შტამი) მიმართებით, განსაკუთრებით, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თავიდან აცილების კუთხით.
გაბუნიას განცხადებით, მთავრობა განაგრძობს მოლაპარაკებებს მომწოდებლებთან ვაქცინების მარაგის შესავსებად, მთავარია მოქალაქემ დროულად მიიღოს აცრის გადაწყვეტილება.
როგორც გაბუნიამ თქვა, სხვადასხვა წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების არჩევანი ქვეყანაში კვლავ არის და მომავალშიც იქნება.
„გრძელდება მუშაობა მომწოდებლებთან – როგორც Pfizer-თან, ასევე COVAX-პლატფორმასთან, იმისთვის, რათა ვაქცინების მარაგი შეივსოს. ცოტა ხნის წინ ახალი ვაქცინა – Novavax-ი გამოჩნდა და ამაზეც ვმუშაობთ, Johnson&Johnson-ის ვაქცინაზეც მიდის მუშაობა. ბუნებრივია, Sinopharm-ის და Sinovac-ის მარაგიც არის“, – განაცხადა გაბუნიამ.
ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულებაში ამჟამად არსებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-ის გამოყენების ვადა აპრილის დასაწყისში იწურება.
გაბუნიას თქმით, ჩინური წარმოების ვაქცინებს (Sinopharm, Sinovac) ორწლიანი გამოყენების ვადა აქვთ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. აცრის გაკეთება შეუძლიათ 12 წელს ზემოთ ბავშვებსაც, მაგრამ მშობლების ან მეურვის ნებართვით და მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინით.
5 იანვარის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2.528.030 აცრა.
სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.292.888 ადამიანი, 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 45%.
სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.156.606 ადამიანი, 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 40,3%.
ბუსტერ–დოზა გაკეთებული აქვს 77.125 ადამიანს.
წყარო: ტელეკომპანია „
იმედი"