https://sputnik-georgia.com/20220105/gabunia-axali-shtamis-gavrcelebas-klinikebi-momzadebuli-xvdebian-263391951.html
თამარ გაბუნია: ახალი შტამის გავრცელებას კლინიკები მომზადებული ხვდებიან
თამარ გაბუნია: ახალი შტამის გავრცელებას კლინიკები მომზადებული ხვდებიან
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების 150-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. 05.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-05T14:03+0400
2022-01-05T14:03+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/15/250670792_0:17:1080:625_1920x0_80_0_0_55b3d4e19147186fc0c456ab1cfdcde7.jpg
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ამ დროისათვის ქვეყანაში არსებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარია დატვირთული, კორონავირუსის ახალი ტალღის გამკლავებისთვის ჯანდაცვის სფეროს საკმაო რესურსი გააჩნია, განაცხადა კოვიდ-კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდ-კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის გავრცელების ფონზე სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნა და მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი განიხილეს.კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამისთვის დამახასიათებელი სწრაფი გავრცელების გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგები პანდემიის მეექვსე ტალღას იანვრის შუა რიცხვებში ელოდებიან.გაბუნიას თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის მთავარი იარაღი მოსახლეობის აქტიური ვაქცინაცია და ე.წ. ბუსტერ–დოზის გაკეთებაა.საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა მათთან კონტაქტში მყოფ თითქმის ყველ პირს. ამ დროისათვის საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების 150-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის" შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი. ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. სპეციალისტების თქმით, ამ შტამით შესაძლოა დაინფიცირდნენ როგორც კოვიდგადატანილი, ისე ვაქცინირებული ადამიანები.
https://sputnik-georgia.com/20220103/cxaize-omikronis-gavrceleba-263347284.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/15/250670792_112:0:968:642_1920x0_80_0_0_f6f86dad1ec3f996cd7152c65dbd0cf4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
თამარ გაბუნია: ახალი შტამის გავრცელებას კლინიკები მომზადებული ხვდებიან
14:03 05.01.2022 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ამ ეტაპზე საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების 150-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ამ დროისათვის ქვეყანაში არსებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარია დატვირთული, კორონავირუსის ახალი ტალღის გამკლავებისთვის ჯანდაცვის სფეროს საკმაო რესურსი გააჩნია, განაცხადა კოვიდ-კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდ-კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის გავრცელების ფონზე სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნა და მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი განიხილეს.
კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამისთვის დამახასიათებელი სწრაფი გავრცელების გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგები პანდემიის მეექვსე ტალღას იანვრის შუა რიცხვებში ელოდებიან.
გაბუნიას თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის მთავარი იარაღი მოსახლეობის აქტიური ვაქცინაცია და ე.წ. ბუსტერ–დოზის გაკეთებაა.
„საბედნიეროდ, დღეს კლინიკების დატვირთვა არ არის მაღალი, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარია დატვირთული. მზადყოფნა კვლავაც რჩება მაქსიმალური – პერსონალი მზად არის, მოქმედებს ახალი პროტოკოლი, მედიკამენტების მარაგი კლინიკებს აქვთ და, ვფიქრობ, ყველანაირად მომზადებული ხვდებიან იმ გამოწვევებს, რაც შესაძლებელია ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა მათთან კონტაქტში მყოფ თითქმის ყველ პირს. ამ დროისათვის საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების 150-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის" შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი. ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. სპეციალისტების თქმით, ამ შტამით შესაძლოა დაინფიცირდნენ როგორც კოვიდგადატანილი, ისე ვაქცინირებული ადამიანები.