https://sputnik-georgia.com/20220104/saakasvilis-saqmis-sagamoziebo-komisiis-seqmna-ras-amboben-mmartvel-partiasi-263379612.html
სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა: რას ამბობენ მმართველ პარტიაში
სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა: რას ამბობენ მმართველ პარტიაში
Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე არ არის წინააღმდეგი, რომ შეიქმნას კომისია
2022-01-04T20:36+0400
2022-01-04T20:36+0400
2022-01-04T21:50+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846003_0:190:2400:1540_1920x0_80_0_0_d7c575626ddcaf744b6f1814b32b6174.jpg
თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ არის წინააღმდეგი, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტებს შეისწავლის.პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა ეკუთვნის თავად მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირებისას მისი უფლებები დაირღვა.დაუჭერენ თუ არა მხარს ამ წინადადებას მმართველი პარტიის სხვა წევრები, ჯერჯერობით უცნობია.უკრაინიდან ფარულად ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მის დაკავებას საფუძვლად დაედო ორი განაჩენი, რომელიც მას დაუსწრებლად გამოუტანეს. მას ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.ბოიკოტს შევწყვეტთ და პარლამენტში დავბრუნდებით – რას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა" >>2018 წლის იანვარში სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.სასამართლო იხილავს კიდევ სამ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს, მესამე საქმე უკავშირდება საზღვრის უკანონო კვეთას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846003_147:153:2076:1600_1920x0_80_0_0_0bda1d357510715c484c53c6acc69c94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კომისია მიხეილ სააკაშვილი ირაკლი კობახიძე
კომისია მიხეილ სააკაშვილი ირაკლი კობახიძე
სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა: რას ამბობენ მმართველ პარტიაში
20:36 04.01.2022 (განახლებულია: 21:50 04.01.2022) ასეთი კომისიის შექმნის შედეგად დადასტურდება, რომ სააკაშვილის მიმართ სასტიკ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია, მიაჩნიათ მმართველ პარტიაში.
თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ არის წინააღმდეგი, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტებს შეისწავლის.
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა ეკუთვნის თავად მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირებისას მისი უფლებები დაირღვა.
„შეიძლება მე პირადად არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი. როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ყველამ ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არა აქვს. რა თქმა უნდა, თუ ასეთი კომისია შეიქმნება, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
დაუჭერენ თუ არა მხარს ამ წინადადებას მმართველი პარტიის სხვა წევრები, ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინიდან ფარულად ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მის დაკავებას საფუძვლად დაედო ორი განაჩენი, რომელიც მას დაუსწრებლად გამოუტანეს. მას ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
2018 წლის იანვარში სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
სასამართლო იხილავს კიდევ სამ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს, მესამე საქმე უკავშირდება საზღვრის უკანონო კვეთას.