https://sputnik-georgia.com/20220103/--nacmozraoba-parlamentshi-komisiis-sheqmnas-itxovs-263358412.html
ბოიკოტს შევწყვეტთ და პარლამენტში დავბრუნდებით – რას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა"
ბოიკოტს შევწყვეტთ და პარლამენტში დავბრუნდებით – რას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა"
Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი იქნება, თუ პარლამენტში მის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება. 03.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-03T23:20+0400
2022-01-03T23:20+0400
2022-01-04T13:00+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251003691_0:14:1363:781_1920x0_80_0_0_768062e3f8673958582067f173ce5670.jpg
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტაცია მზად არის შეწყვიტოს ბოიკოტი და პარლამენტში დაბრუნდეს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისია შეიქმნება, განაცხადა ჟურნალისტებთან დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა, ექს-პრეზიდენტის ადვოკატების თქმით, სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირებისას მისი უფლებები დაირღვა.დეკანოიძის აზრით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.ჯერჯერობით უცნობია მმართველი პარტია მხარს დაუჭერს თუ არა აღნიშნულ ინიციატივას – „ქართულ ოცნებაში“ კომისიის შექმნის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მორიგი ულტიმატუმი: რა მოხდება 6 იანვარს?>>>ექს-პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251003691_86:0:1278:894_1920x0_80_0_0_8860026233d34d8bff5cfeb868417ab9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ბოიკოტს შევწყვეტთ და პარლამენტში დავბრუნდებით – რას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა"
23:20 03.01.2022 (განახლებულია: 13:00 04.01.2022) მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი იქნება, თუ პარლამენტში მის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება.
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტაცია მზად არის შეწყვიტოს ბოიკოტი და პარლამენტში დაბრუნდეს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისია შეიქმნება, განაცხადა ჟურნალისტებთან დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა, ექს-პრეზიდენტის ადვოკატების თქმით, სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირებისას მისი უფლებები დაირღვა.
დეკანოიძის აზრით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„ეს ხელისუფლებამ გააკეთა იმისთვის, რომ აღკვეთოს სახელმწიფო ინსპექტორის მხრიდან სააკაშვილის საქმის სრული გამოძიება. ამიტომაც საგამოძიებო კომისიას დიდი მნიშვნელობა ექნება. აუცილებელია ამ კომისიის ამოქმედება“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ჯერჯერობით უცნობია მმართველი პარტია მხარს დაუჭერს თუ არა აღნიშნულ ინიციატივას – „ქართულ ოცნებაში“ კომისიის შექმნის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ექს-პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.