https://sputnik-georgia.com/20220104/ra-mogivat-tu-picas-yoveldre-miirtmevt-263370586.html
რა მოგივათ, თუ პიცას ყოველდღე მიირთმევთ: ექიმის განმარტება-რეკომენდაციები
რა მოგივათ, თუ პიცას ყოველდღე მიირთმევთ: ექიმის განმარტება-რეკომენდაციები
Sputnik საქართველო
ექიმის თქმით, თუ ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, მაშინ პიცა „ჯანსაღი“ იქნება და ის შეიძლება ყოველდღე მიირთვათ.
2022-01-04T16:21+0400
2022-01-04T16:21+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/06/263418611_0:0:1921:1080_1920x0_80_0_0_7119ca3a60236fab7c9b8097aa641127.jpg
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. პიცა ნეიტრალური კერძი, უბრალოდ „კონსტრუქტორია“, რომელიც შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით მოამზადოთ ისე, რომ ზიანი არ მოგაყენოთ, აცხადებს ექიმი და დიეტოლოგი პაველ ისინბაევი.ამასთან სპეციალისტმა განმარტა, რა მოგივათ, თუ პიცას ყველდღიურ რაციონში შეიტანთ.სპეციალისტი განმარტავს, რომ ნაყიდი პიცა ხშირად შეიცავს ცხიმიან სოუსებს, მაიონეზს, ძეხვეულსა და რამდენიმე სახეობის ყველს. შინ მომზადებისას კი შეგიძლიათ ძეხვი ხორცით ჩაანაცვლოთ, ხოლო მაიონეზი სულაც არ იხმაროთ.გარდა ამისა, ირკვევა, რომ შესაძლებელია დაბალ ნახშირწყლოვანი პიცის გამოცხობაც, რისთვისაც ჯანსაღი კვების მიმდევრები ცომის ნაცვლად ხორცის ფარშს იყენებენ.ექიმი შეგვახსენებს, რომ „პურის ფქვილი მარტივი ნახშირწყლებია. პროდუქტი ამაღლებს სისხლში შაქრის დონეს და ხელს უწყობს სწრაფად მოშიებას. ეს კი წონის მატების პერსპექტივაა“.„ამიტომ პურის ფქვილს ხშირად ანაცვლებენ ჭვავის, მთლიანი მარცვლეულის ან ბრინჯის ფქვილით. ბრინჯის ფქვილი რეკომენდებულია გლუტენის აუტანლობის შემთხვევაში, როდესაც „ჩვეულებრივი“ ფქვილის გამოყენება იწვევს მუცლის შებერილობასა თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის სხვა დარღვევას.თუ ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, ექიმის თქმით, პიცა „ჯანსაღი“ იქნება და ის შეიძლება ყოველდღე მიირთვათ. თუმცა არც ცხიმიანი ინგრედიენტების შემცველი პიცა მოგაყენებთ ზიანს, თუ ულუფა მცირე იქნება.ექიმის თქმით, პიცის მოყვარულებმა ერთი „ოქროს წესი“ უნდა დაიცვან: არავითარ შემთხვევაში არ დააყოლონ მას გაზიანი წყალი!„ერთ კვებაში ტკბილისა და ცხიმოვანის კომბინაცია იწვევს გლუკოზის რყევებს, ტვირთავს პანკრეასს და ზრდის ზედმეტი კილოგრამების მომატების რისკს“, — განმარტავს სპეციალისტი.ასეთ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, რომ კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე ადამიანებს დაეწყოთ:ამასთან, მოზარდებში ცხიმიანი საკვებისა და ტკბილი წყლის კომბინაცია იწვევს:
https://sputnik-georgia.com/20200227/saxeldaxelo-pica-recepti-zarmacebisTvis-247839994.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/06/263418611_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_806cbb022d93d02368bf3fe921894cca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პიცა ექიმის რეკომენდაცია რჩევა
პიცა ექიმის რეკომენდაცია რჩევა
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. პიცა ნეიტრალური კერძი, უბრალოდ „კონსტრუქტორია“, რომელიც შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით მოამზადოთ ისე, რომ ზიანი არ მოგაყენოთ, აცხადებს ექიმი და დიეტოლოგი პაველ ისინბაევი.
ამასთან სპეციალისტმა განმარტა, რა მოგივათ, თუ პიცას ყველდღიურ რაციონში შეიტანთ.
„პიცა არის ნეიტრალური კერძი, უბრალოდ "კონსტრუქტორი", რომელიც შეგიძლიათ თქვენი შეხედულებისამებრ მოამზადოთ. მავნეა თუ არა პიცა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თქვენი მენიუს ძირითადი კერძია ის თუ უბრალოდ დამატება. გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს იმასაც, რა ინგრედიენტებისგან შედგება პიცა და თავად ამზადებთ მას თუ ყიდულობთ“, — ამბობს ექიმი.
სპეციალისტი განმარტავს, რომ ნაყიდი პიცა ხშირად შეიცავს ცხიმიან სოუსებს, მაიონეზს, ძეხვეულსა და რამდენიმე სახეობის ყველს. შინ მომზადებისას კი შეგიძლიათ ძეხვი ხორცით ჩაანაცვლოთ, ხოლო მაიონეზი სულაც არ იხმაროთ.
გარდა ამისა, ირკვევა, რომ შესაძლებელია დაბალ ნახშირწყლოვანი პიცის გამოცხობაც, რისთვისაც ჯანსაღი კვების მიმდევრები ცომის ნაცვლად ხორცის ფარშს იყენებენ.
ექიმი შეგვახსენებს, რომ „პურის ფქვილი მარტივი ნახშირწყლებია. პროდუქტი ამაღლებს სისხლში შაქრის დონეს და ხელს უწყობს სწრაფად მოშიებას. ეს კი წონის მატების პერსპექტივაა“.
„ამიტომ პურის ფქვილს ხშირად ანაცვლებენ ჭვავის, მთლიანი მარცვლეულის ან ბრინჯის ფქვილით. ბრინჯის ფქვილი რეკომენდებულია გლუტენის აუტანლობის შემთხვევაში, როდესაც „ჩვეულებრივი“ ფქვილის გამოყენება იწვევს მუცლის შებერილობასა თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის სხვა დარღვევას.
თუ ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, ექიმის თქმით, პიცა „ჯანსაღი“ იქნება და ის შეიძლება ყოველდღე მიირთვათ. თუმცა არც ცხიმიანი ინგრედიენტების შემცველი პიცა მოგაყენებთ ზიანს, თუ ულუფა მცირე იქნება.
ექიმის თქმით, პიცის მოყვარულებმა ერთი „ოქროს წესი“ უნდა დაიცვან: არავითარ შემთხვევაში არ დააყოლონ მას გაზიანი წყალი!
„ერთ კვებაში ტკბილისა და ცხიმოვანის კომბინაცია იწვევს გლუკოზის რყევებს, ტვირთავს პანკრეასს და ზრდის ზედმეტი კილოგრამების მომატების რისკს“, — განმარტავს სპეციალისტი.
ასეთ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, რომ კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე ადამიანებს დაეწყოთ:
კუჭის მოქმედების დარღვევა.
ამასთან, მოზარდებში ცხიმიანი საკვებისა და ტკბილი წყლის კომბინაცია იწვევს:
გუნება-განწყობის ხშირ ცვალებადობას,