სახელდახელო პიცა-ბუტერბროდი: რეცეპტი ზარმაცებისთვის

CC BY-SA 2.0 / Michael Stern / Wall Foodრომელია ყველაზე გემრიელი საჭმელი, რომელიც წელს გასინჯეთ?
რომელია ყველაზე გემრიელი საჭმელი, რომელიც წელს გასინჯეთ? - Sputnik საქართველო
გამოწერა
დარწმუნებული ვართ, რომ პიცის მოყვარულებს ძალიან მოგეწონებათ მიგნება, ე.წ. ცხელი ბუტერბროდები, რომელსაც დღეს გთავაზობთ.

ეს იმიტომ, რომ არც ცომის მოზელა დაგჭირდებათ, არც მისი გაბრტყელება და ოსტატურად ფრიალი ჰაერში. ყველაფერი ბევრად მარტივია, ოღონდ განუზომლად გემრიელი. 

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ჩვეულებრივი პურის ბატონი;
  • შებოლილი ძეხვი — 150-200 გ;
  • პომიდორი — ერთი ცალი;
  • ყველი — 180 გ;
  • მწვანილი;
  • მარილი და წიწაკა — გემოვნებით;
  • მაიონეზი — 2-3 სუფრის კოვზი. 

შენიშვნა: ეს აუცილებელი ინგრედიენტებია. სხვა პროდუქტი, მაგალითად, ბულგარული წიწაკა, სოკო, ზეთისხილი, შაშხი, სოსისი თუ სხვა, თქვენი ფანტაზიისა და გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ გამოიყენოთ.

მომზადების წესი:

  • დაჭერით პური თხლად — დაახლოებით 1,5-2 სმ სისქის ნაჭრებად, და გადადეთ დროებით გვერდზე;
  • დაჭერით ძეხვი, პომიდორი და მწვანილი წვრილად;
  • მოაყარეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველი;
  • დაამატეთ მაიონეზი და კარგად აურიეთ ერთმანეთში;
  • აიღეთ პურის ნაჭრები და წაუსვით მიღებული ნარევი — დაახლოებით 1 სუფრის კოვზის ოდენობით თითო ნაჭერზე;
  • ზემოდან შეგიძლიათ კიდევ მოაფხვნათ ცოტა ყველი;
  • ამის შემდეგ დაალაგეთ ნაჭრები ღუმელის ტაფაზე და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ჰაერღუმელში;
  • დატოვეთ იქ მაქსიმუმ 8-10 წუთი;
  • ამის შემდეგ გამოიღეთ და ვუალა! უგემრიელესი და ჰაეროვანი სახელდახელო პიცა მზადაა.

გემრიელად მიირთვით!

 

ყველა ახალი ამბავი
0