„განცხადება არის უსამართლო“: კობახიძის პასუხი ამერიკის საელჩოს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2022
გამოწერა
საელჩოს განცხადებაში არის უზუსტობები, მათ შორის ფაქტობრივი უზუსტობები და ტექნიკური შეცდომები, აცხადებს კობახიძე.
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას უსამართლოს უწოდებს.
საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 1 მარტიდან საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ორი სხვა – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური იმუშავებენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო კი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მმართველი პარტია გააკრიტიკა.
კობახიძე აცხადებს, რომ საელჩოსგან მმართველ გუნდს ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე მიუღია რჩევა და შემდგომში გაუთვალისწინებია, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც.

„სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არღვევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ არის ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია და ა.შ. თუმცა საზოგადოებისთვის ეს არ არის არც ახსნა და არც გამართლება. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოვახდინოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საელჩოს განცხადებაში არის უზუსტობები, მათ შორის ფაქტობრივი უზუსტობები და ტექნიკური შეცდომები, რაც უნდა უკავშირდებოდეს, ბუნებრივია, ადამიანურ შეცდომებს.
მმართველი გუნდის თავმჯდომარე განმარტავს, რომ არავითარი სამსახური არ გაუქმებულა და რეალურად მოხდა კონკრეტული სამსახურის გაყოფა ორ ნაწილად, ხოლო ამ სამსახურის უფლებამოსილებები მთლიანობაში გაფართოვდა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2022
აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს: ქვეყნდება განცხადება
თავის მხრივ, საელჩოში მიაჩნიათ, რომ ეს ნაბიჯი, „განზრახ თუ უნებლიეთ“, იყო ერთგვარი გზავნილი, რომ ხელისუფლებაზე ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, „კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და სამსახურიდან მოხსნით“.
აშშ-ის დიპლომატიური უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს ისეთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორებიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, „აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს“.
ყველა ახალი ამბავი
0