აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს: ქვეყნდება განცხადება

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2022
გამოწერა
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს.
საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 1 მარტიდან საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ორი ახალი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური იმუშავებენ.

„გასულ კვირაში მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა; ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა“, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამასთან დიპლომატიურ უწყებაში ამბობენ, რომ „საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე“.
ლონდა თოლორაია - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2021
სახელმწიფო ინსპექტორს პრეზიდენტის ვეტოს იმედი აქვს
საელჩოში მიაჩნიათ, რომ ეს ნაბიჯი, „განზრახ თუ უნებლიეთ“, იყო ერთგვარი გზავნილი, რომ ხელისუფლებაზე ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, „კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და სამსახურიდან მოხსნით“.
დიპლომატების თქმით, ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს ისეთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორებიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, „აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს“.
წყარო: აშშ-ის საელჩო საქართველოში
ყველა ახალი ამბავი
0