https://sputnik-georgia.com/20220104/gwp-ormagi-qvitari-energoombudsmenisganmarteba-263371586.html
სწორადაა დათვლილი: GWP-ს ორ ქვითარს ენერგოომბუდსმენიც ეხმიანება
სწორადაა დათვლილი: GWP-ს ორ ქვითარს ენერგოომბუდსმენიც ეხმიანება
Sputnik საქართველო
ენერგოომბუდსმენის განმარტებით, GWP-ს მომხმარებლებისთვის სულადობის მიხედვით ქვითარში ერთდროულად ორი თვის ხარჯია დაფიქსირებული. 04.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-04T17:40+0400
2022-01-04T17:40+0400
2022-01-04T21:21+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23945/25/239452567_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_0a7d3b3a9048528e322482fc63d802c6.jpg
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი კომუნალურ გადასახადებთან და მრიცხველთა წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა. ერთიან სისტემაზე გადავიდნენ, როგორც ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელმიკო“, ისე წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (Georgia Water and Power).ენერგოომბუდსმენის განმარტებით, GWP-ს მომხმარებლებისთვის სულადობის მიხედვით ქვითარში ერთდროულად ორი თვის ხარჯია დაფიქსირებული, რაც არ ნიშნავს, რომ აბონენტებს გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ. მომავალი თვიდან ისინი მხოლოდ ერთ ქვითარს მიიღებენ.ვარდიაშვილმა „თელმიკოს“ აბონენტებისთვისაც გააკეთა განცხადება. როგორც ენერგოომბუდსმენმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში სისტემა უფრო რთულად იყო მოწყობილი, ვინაიდან არსებობდა რამდენიმე ციკლიანი აღრიცხვის წესი, შესაბამისად, ეს კომპანიაც უნდა გადავიდეს ერთციკლიან აღრიცხვაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა აბონენტისთვის აღრიცხვა თვის ერთსა და იმავე დღეს იქნება.„თუ ციკლი იყო 20-დან 20 რიცხვამდე, შესაბამისად, მომხმარებელმა პირველი ქვითარი მიიღო 20 დეკემბერს, ხოლო 30 დეკემბერს მან მიიღო დამატებითი ქვითარი, რაც იმას გულისხმობს, რომ 10 დღის ხარჯი კვლავაც აისახა მათი აღრიცხვის ბარათზე. ამის შემდეგ, მომხმარებელი იანვარში მიიღებს დამატებით კიდევ ორ ქვითარს – მათთვის, ვისი ციკლიც გადადიოდა იანვარში, ხოლო თებერვლიდან ეს პრობლემა გასწორდება“, – განმარტა ვარდიაშვილმა.ენერგოომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ აღრიცხვიანობის სისტემის შეცვლით მომხმარებლებისთვის გადახდის ქვითრებში ზედმეტი თანხები და ზედმეტი ხარჯი არ ასახულა. შესაბამისად, მასობრივად მომხმარებლების ინტერების დარღვევას ამ ეტაპზე ადგილი არ აქვს.
https://sputnik-georgia.com/20220104/gwp-ganmartavsratomiiresabonentebmadekembersi-meore-qvitari-263370877.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23945/25/239452567_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_fbf6c60ba6ca36b1d82bed891b310394.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
სწორადაა დათვლილი: GWP-ს ორ ქვითარს ენერგოომბუდსმენიც ეხმიანება
17:40 04.01.2022 (განახლებულია: 21:21 04.01.2022) ენერგოომბუდსმენის განმარტებით, GWP-ს მომხმარებლებისთვის სულადობის მიხედვით ქვითარში ერთდროულად ორი თვის ხარჯია დაფიქსირებული.
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი კომუნალურ გადასახადებთან და მრიცხველთა წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა. ერთიან სისტემაზე გადავიდნენ, როგორც ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელმიკო“, ისე წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (Georgia Water and Power).
ენერგოომბუდსმენის განმარტებით, GWP-ს მომხმარებლებისთვის სულადობის მიხედვით ქვითარში ერთდროულად ორი თვის ხარჯია დაფიქსირებული, რაც არ ნიშნავს, რომ აბონენტებს გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ. მომავალი თვიდან ისინი მხოლოდ ერთ ქვითარს მიიღებენ.
„მოხდა ისე, რომ ნოემბრის და დეკემბრის თანხა კომპანიამ ერთდროულად მოითხოვა, რათა 2021 წელი ჩახუროს, გაასწოროს მთლიანად და შემდგომში... გადავიდეს ახალ სისტემაზე. მომხმარებლებს უნდა ავუხსნათ, რომ მათ ზედმეტი თანხები სულადობის მიხედვით არ გადაუხდიათ, ვინაიდან გაორმაგებული ხარჯი ასახული იყო სწორედ ორი თვის ქვითრიდან გამომდინარე, რომელიც შეადგენს ნოემბრის და დეკემბრის ხარჯს ერთდროულად“, — განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.
ვარდიაშვილმა „თელმიკოს“ აბონენტებისთვისაც გააკეთა განცხადება. როგორც ენერგოომბუდსმენმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში სისტემა უფრო რთულად იყო მოწყობილი, ვინაიდან არსებობდა რამდენიმე ციკლიანი აღრიცხვის წესი, შესაბამისად, ეს კომპანიაც უნდა გადავიდეს ერთციკლიან აღრიცხვაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა აბონენტისთვის აღრიცხვა თვის ერთსა და იმავე დღეს იქნება.
„თუ ციკლი იყო 20-დან 20 რიცხვამდე, შესაბამისად, მომხმარებელმა პირველი ქვითარი მიიღო 20 დეკემბერს, ხოლო 30 დეკემბერს მან მიიღო დამატებითი ქვითარი, რაც იმას გულისხმობს, რომ 10 დღის ხარჯი კვლავაც აისახა მათი აღრიცხვის ბარათზე. ამის შემდეგ, მომხმარებელი იანვარში მიიღებს დამატებით კიდევ ორ ქვითარს – მათთვის, ვისი ციკლიც გადადიოდა იანვარში, ხოლო თებერვლიდან ეს პრობლემა გასწორდება“, – განმარტა ვარდიაშვილმა.
ენერგოომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ აღრიცხვიანობის სისტემის შეცვლით მომხმარებლებისთვის გადახდის ქვითრებში ზედმეტი თანხები და ზედმეტი ხარჯი არ ასახულა. შესაბამისად, მასობრივად მომხმარებლების ინტერების დარღვევას ამ ეტაპზე ადგილი არ აქვს.