https://sputnik-georgia.com/20220104/gwp-ganmartavsratomiiresabonentebmadekembersi-meore-qvitari-263370877.html
რატომ მიიღეს GWP-ს აბონენტებმა მეორე ქვითარი: კომპანიის განმარტება
რატომ მიიღეს GWP-ს აბონენტებმა მეორე ქვითარი: კომპანიის განმარტება
Sputnik საქართველო
კომპანიის ფეისბუქ-გვერდზე უკმაყოფილო მომხმარებლები კომენტარებს ტოვებენ და GWP-ს თანხის დაანგარიშებაში დახმარებას სთავაზობენ. 04.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-04T16:49+0400
2022-01-04T16:49+0400
2022-01-04T21:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23945/11/239451162_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_457fade23d4b774785bb15a116cc9353.jpg
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (Georgia Water and Power) განმარტავს, თუ რატომ მიიღეს აბონენტებმა მეორე ქვითარი, რომელშიც 2021 წლის დეკემბრის ბოლომდე დარჩენილ დღეებში მოხმარებული წყლის საფასური იყო ასახული.მანამდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა.კომპანიაში აცხადებენ, რომ მრიცხველთა წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გარდამავალ პერიოდში, დეკემბრის ბოლო დღეებში — 29, 30, 31 დეკემბერსა და 3 იანვარს GWP-ს საყოფაცხოვრებო აბონენტების უმეტესობამ კიდევ ერთი ქვითარი მიიღო, სადაც ასახული იყო 2021 წლის დეკემბრის ბოლომდე დარჩენილი დღეების მოხმარებული წყლის საფასური.მათივე ცნობით, მრიცხველთა წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლის შედეგად ამიერიდან მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.აღსანიშნავია, რომ GWP-ს „ორმაგმა“ ქვითრებმა მომხმარებლები აღაშფოთა. მათ ეჭვი დავალიანების სწორად დაანგარიშებაში ეპარებათ, რის გამოც არაერთი მრისხანე კომენტარი დატოვეს კომპანიის ფეისბუქ-გვერდზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23945/11/239451162_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_a65abd289e5a3a1c6b79036e2bab09ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
რატომ მიიღეს GWP-ს აბონენტებმა მეორე ქვითარი: კომპანიის განმარტება
16:49 04.01.2022 (განახლებულია: 21:12 04.01.2022) კომპანიის ფეისბუქ-გვერდზე უკმაყოფილო მომხმარებლები კომენტარებს ტოვებენ და GWP-ს თანხის დაანგარიშებაში დახმარებას სთავაზობენ.
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (Georgia Water and Power) განმარტავს, თუ რატომ მიიღეს აბონენტებმა მეორე ქვითარი, რომელშიც 2021 წლის დეკემბრის ბოლომდე დარჩენილ დღეებში მოხმარებული წყლის საფასური იყო ასახული.
მანამდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მრიცხველთა წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გარდამავალ პერიოდში, დეკემბრის ბოლო დღეებში — 29, 30, 31 დეკემბერსა და 3 იანვარს GWP-ს საყოფაცხოვრებო აბონენტების უმეტესობამ კიდევ ერთი ქვითარი მიიღო, სადაც ასახული იყო 2021 წლის დეკემბრის ბოლომდე დარჩენილი დღეების მოხმარებული წყლის საფასური.
მათივე ცნობით, მრიცხველთა წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლის შედეგად ამიერიდან მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ GWP-ს „ორმაგმა“ ქვითრებმა მომხმარებლები აღაშფოთა. მათ ეჭვი დავალიანების სწორად დაანგარიშებაში ეპარებათ, რის გამოც არაერთი მრისხანე კომენტარი დატოვეს
კომპანიის ფეისბუქ-გვერდზე.