https://sputnik-georgia.com/20220103/saqartvelos-chogburtis-nakrebi-polonettan-damarcxda-263353998.html
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა
Sputnik საქართველო
ტურნირის დასკვნით მატჩს საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ 5 იანვარს ჩაატარებს. 03.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-03T20:01+0400
2022-01-03T20:01+0400
2022-01-03T23:12+0400
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/10/252042960_0:343:2048:1495_1920x0_80_0_0_a57b48352cebd47875b36e6ab1f35246.jpg
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ვაჟთა ნაკრებმა ATP Cup-ზე D ჯგუფის მეორე მატჩში პოლონეთთან ანგარიშით 0:3 წააგო. ტურნირი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ტარდება.ქართველი ჩოგბურთელები მოედანზე მათი ლიდერის - ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე გავიდნენ. ბასილაშვილმა ასპარეზობა სულ ახლახან გადატანილი კორონავირუსის გამო ვერ შეძლო – მატჩის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე სპორტსმენმა თავი შეუძლოდ იგრძნო.ბასილაშვილის გარეშე ქართველმა ჩოგბურთელებმა პოლონელებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ალექსანდრე ბაკში ორ სეტში (1:6, 1:6) კამილ მაიჩრჟაკთან დამარცხდა, ალექსანდრე მეტრეველმა კი ჰუბერტ ჰურჩაკს სამ პარტიაში 7:6, 3:6, 2:6 დაუთმო.ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებას ვერც წყვილთა შეხვედრაში მიაღწიეს – ბაკში/ტყემალაძის წყვილი ვალკოვი/ზელინსკითან სამ სეტში დამარცხდა – 7:6, 2:6, 6:10.ქართველმა ჩოგბურთელებმა ავსტრალიაში ATP Cup მარცხით დაიწყეს>>>პოლონეთთან მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა. მანამდე, პირველ მატჩში ქართველი ჩოგბურთელები ასეთივე ანგარიშით (0:3) ესპანეთის გუნდთან დამარცხდნენ.დასკვნით მატჩს საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ 5 იანვარს ჩაატარებს.ATP Cup-ის ამჟამაინდელ გათამაშებაში ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 ნაკრები მონაწილეობს. ნახევარფინალში თითო ჯგუფიდან საუკეთესო გუნდი გავა.ATP Cup-ში საქართველოს ნაკრები მეორედ მონაწილეობს. პირველად 2020 წელს მან ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.ATP Cup-ის მოქმედი გამარჯვებულია რუსეთის ნაკრები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/10/252042960_248:295:1903:1536_1920x0_80_0_0_c12523922d10037df768d4ea2bdab568.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა
20:01 03.01.2022 (განახლებულია: 23:12 03.01.2022) ტურნირის დასკვნით მატჩს საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ 5 იანვარს ჩაატარებს.
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ვაჟთა ნაკრებმა ATP Cup-ზე D ჯგუფის მეორე მატჩში პოლონეთთან ანგარიშით 0:3 წააგო. ტურნირი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ტარდება.
ქართველი ჩოგბურთელები მოედანზე მათი ლიდერის - ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე გავიდნენ. ბასილაშვილმა ასპარეზობა სულ ახლახან გადატანილი კორონავირუსის გამო ვერ შეძლო – მატჩის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე სპორტსმენმა თავი შეუძლოდ იგრძნო.
ბასილაშვილის გარეშე ქართველმა ჩოგბურთელებმა პოლონელებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ალექსანდრე ბაკში ორ სეტში (1:6, 1:6) კამილ მაიჩრჟაკთან დამარცხდა, ალექსანდრე მეტრეველმა კი ჰუბერტ ჰურჩაკს სამ პარტიაში 7:6, 3:6, 2:6 დაუთმო.
ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებას ვერც წყვილთა შეხვედრაში მიაღწიეს – ბაკში/ტყემალაძის წყვილი ვალკოვი/ზელინსკითან სამ სეტში დამარცხდა – 7:6, 2:6, 6:10.
პოლონეთთან მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა. მანამდე, პირველ მატჩში ქართველი ჩოგბურთელები ასეთივე ანგარიშით (0:3) ესპანეთის გუნდთან დამარცხდნენ.
დასკვნით მატჩს საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ 5 იანვარს ჩაატარებს.
ATP Cup-ის ამჟამაინდელ გათამაშებაში ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 ნაკრები მონაწილეობს. ნახევარფინალში თითო ჯგუფიდან საუკეთესო გუნდი გავა.
ATP Cup-ში საქართველოს ნაკრები მეორედ მონაწილეობს. პირველად 2020 წელს მან ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
ATP Cup-ის მოქმედი გამარჯვებულია რუსეთის ნაკრები.