https://sputnik-georgia.com/20220101/qartvelma-cogburtelebma-atp-cup-marcxit-daiwyes-263326738.html
ქართველმა ჩოგბურთელებმა ავსტრალიაში ATP Cup მარცხით დაიწყეს
ქართველმა ჩოგბურთელებმა ავსტრალიაში ATP Cup მარცხით დაიწყეს
Sputnik საქართველო
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა პირველი შეხვედრები ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ATP Cup–ზე წარუმატებლად ჩაატარა
2022-01-01T21:02+0400
2022-01-01T21:02+0400
2022-01-01T21:02+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
ავსტრალია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252588374_0:97:1665:1034_1920x0_80_0_0_36f38b22dc2d2b9b027d972aff6199c3.jpg
თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა (მამაკაცები) არგენტინასთან 0:3 წააგო ATP Cup–ზე, რომელიც ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში დაიწყო.პირველ;ები Sydney Super Dome–ის კორტებზე გავიდნენ ფედერიკო დელბონისი (ATP–ს 44–ე ჩოგანი) და ალექსანდრე მეტრეველი (571). ჩოგბურთელების კლასში განსხვავება არსებითი იყო და არგენტინელმა ქართველს ორ სეტში სძლია 6:1, 6:2. ამისთვის მას ერთ საათზე ცოტა მეტი დრო დასჭირდა.მეტი მოლოდინი იყო საქართველოს ნაკრების ლიდერის ნიკოლოზ ბასილაშვილისა (22) და დიეგო შვარცმანის შეხვედრისგან (13). მაგრამ ამ მატჩშიც ყველაფერი სწრაფად დასრულდა, ერთ საათზე ნაკლებ დროში – 1:6, 2:6.წყვილთა შეხვედრა უკვე არაფერს წყვეტდა, მაგრამ აქაც არგენტინელებმა იმარჯვეს – გონსალეს/მოლტენის დუეტმა ფურცელაძე/ტყემალაძის წყვილს 6:1, 6:2 ანგარიშით სძლია.D–ჯგუფის მეორე მატჩში პოლონეთმა საბერძნეთი დაამარცხა.შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 იანვარს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.ATP Cup–ის ამჟამაინდელ გათამაშებაში ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 ნაკრები მონაწილეობს. ნახევარფინალში თითო ჯგუფიდან საუკეთესო გუნდი გავა.ATP Cup–ში საქართველოს ნაკრები მეორედ მონაწილეობს. პირველად 2020 წელს მან ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.ATP Cup–ის მოქმედი გამარჯვებულია რუსეთის ნაკრები.
საქართველო
ავსტრალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252588374_19:0:1627:1206_1920x0_80_0_0_b0f26bf6f65b2d29b841ca96b79054ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩოგბურთი atp cup ავსტრალია ბასილაშვილი
ჩოგბურთი atp cup ავსტრალია ბასილაშვილი
ქართველმა ჩოგბურთელებმა ავსტრალიაში ATP Cup მარცხით დაიწყეს
ქართველმა ჩოგბურთელებმა ყველა შეხვედრა მოკლე დროში წააგეს.
თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა (მამაკაცები) არგენტინასთან 0:3 წააგო ATP Cup–ზე, რომელიც ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში დაიწყო.
პირველ;ები Sydney Super Dome–ის კორტებზე გავიდნენ ფედერიკო დელბონისი (ATP–ს 44–ე ჩოგანი) და ალექსანდრე მეტრეველი (571). ჩოგბურთელების კლასში განსხვავება არსებითი იყო და არგენტინელმა ქართველს ორ სეტში სძლია 6:1, 6:2. ამისთვის მას ერთ საათზე ცოტა მეტი დრო დასჭირდა.
მეტი მოლოდინი იყო საქართველოს ნაკრების ლიდერის ნიკოლოზ ბასილაშვილისა (22) და დიეგო შვარცმანის შეხვედრისგან (13). მაგრამ ამ მატჩშიც ყველაფერი სწრაფად დასრულდა, ერთ საათზე ნაკლებ დროში – 1:6, 2:6.
წყვილთა შეხვედრა უკვე არაფერს წყვეტდა, მაგრამ აქაც არგენტინელებმა იმარჯვეს – გონსალეს/მოლტენის დუეტმა ფურცელაძე/ტყემალაძის წყვილს 6:1, 6:2 ანგარიშით სძლია.
D–ჯგუფის მეორე მატჩში პოლონეთმა საბერძნეთი დაამარცხა.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 იანვარს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.
ATP Cup–ის ამჟამაინდელ გათამაშებაში ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 ნაკრები მონაწილეობს. ნახევარფინალში თითო ჯგუფიდან საუკეთესო გუნდი გავა.
ATP Cup–ში საქართველოს ნაკრები მეორედ მონაწილეობს. პირველად 2020 წელს მან ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
ATP Cup–ის მოქმედი გამარჯვებულია რუსეთის ნაკრები.