ფერადი ჩანთები ქალბატონებისთვის – „როცა ცხოვრება მჟავე ლიმონს გარგუნებს...“
15:14 03.01.2022 (განახლებულია: 12:36 07.02.2022)
© courtesy of Nino Gogolidzeნინო გოგოლიძე

გამოწერა
ნამდვილი ქალი თავის გარდერობს ყოველ ახალ წელს უნდა აახლებდეს. იმისთვის, რომ ქალი კარგად გამოიყურებოდეს, საჭიროა: ლამაზი ვარცხნილობა, მაკიაჟი, გემოვნებით შერჩეული კაბა, ფეხსაცმელი და... ჩანთა!
ამბობენ, რომ თავად ქალზე ბევრს ამბობს ის, თუ რა უდევს მას ჩანთაში. ამგვარ აუცილებელ ნივთებს ყველა ინდივიდუალურად არჩევს, ასევე განსხვავებულია მათ მიერ შერჩეული ხელჩანთებიც. დიზაინერმა ნინო გოგოლიძემ კარგად იცის, რომ ქართველი ქალბატონები ძირითადად შავ ფერს ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ ჯიუტად ცდილობს, რომ მათ თავისი ნაქსოვი, ფერადი ჩანთები შესთავაზოს და ვფიქრობთ, სწორედაც იქცევა...
© courtesy of Nino Gogolidzeსაახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე კაჭრეთში

საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე კაჭრეთში
- ქალბატონო ნინო, რადგან ახალი წლის დღეები ყველაზე მეტად გვაბრუნებს ბავშვობაში, როგორი ბავშვი იყავით, რა გიყვარდათ და ხელსაქმის მიმართ თუ ავლენდით ინტერესს?
- დიახ, ახალი წელი მართლაც ბავშვობაში გვაბრუნებს... მე ცოტა ჯიუტი გოგო ვიყავი. ქსოვამდე კულინარიით ვიყავი დაინტერესებული. სხვათა შორის, ჩემი პირველი კექსი ხუთი წლის ასაკში გამოვაცხვე დამოუკიდებლად. ოღონდ ეს მის გემოზეც აისახა: შემთხვევით შაქრის მაგივრად მარილით შევაზავე... ბავშვობის წლებმა მხიარულად გაირბინა...
© courtesy of Nino Gogolidzeნინო გოგოლიძის ნაქსოვი ჩანთა

ნინო გოგოლიძის ნაქსოვი ჩანთა
- სოციალურ ქსელებში პროფილზე პეპი გრძელი წინდას ფოტო ალბათ შემთხვევით არ გიდევთ?
- მიყვარს ეს ბრძენი, თამამი პერსონაჟი და მისი აზრებიც. წვიმის დროს ყვავილების მორწყვაზე მის აზრს გავიხსენებ: „მე, იქნებ, მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაში, დილით როგორ მოვრწყავდი ყვავილებს და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო? ვფიცავ, არასდროს გავიზრდები იმაზე დიდი, რომ შემრცხვეს წვიმაში ყვავილების მორწყვა“. პეპის დღემდე ბევრ რამეში ვეთანხმები.
© courtesy of Nino Gogolidzeნინო გოგოლიძის ნაქსოვი ჩანთა

ნინო გოგოლიძის ნაქსოვი ჩანთა
- როდესაც წამოიზარდეთ, ისევ ბავშვების სამყაროს დაუბრუნდით და ამაში სამსახური დაგეხმარათ?
- გამოდის, რომ ბავშვობას არ დავმშვიდობებივარ, რადგან 19 წელი თბილისის 182-ე ბაგა-ბაღში მასწავლებლად ვიმუშავე. ეს იყო ფერადი და ხალისიანი წლები, რომელსაც ჩემი აღსაზრდელები თავისი ანთებული თვალებით და უანგარო სიყვარულით მითბობდნენ. 19 წელი ამ ფერად სამყაროში დავყავი...
© courtesy of Nino Gogolidzeნინო გოგოლიძის ნაქსოვი ჩანთა

ნინო გოგოლიძის ნაქსოვი ჩანთა
- თქვენს გარდერობში რამდენადაა განსხვავებული სამოსი და აქსესუარები?
- საერთოდ, ქალის გარდერობში ყველაზე მთავარი ჩანთა და ფეხსაცმელია. ყოველთვის მომწონდა განსხვავებული ჩანთა და ფეხსაცმელი, მაგრამ მათ შექმნაზე არასოდეს მიფიქრია, ამიტომ ცხოვრების დღეებს სხვისი ნაკეთობებით ვილამაზებდი. ერთ მშვენიერ დღეს კი გადავწყვიტე საკუთარი და სხვისი გარდერობი ჩემი ნახელავი ნივთებით შემევსო...
© courtesy of Nino Gogolidzeნინო გოგოლიძის ნაქსოვი ჩანთა

ნინო გოგოლიძის ნაქსოვი ჩანთა
- ჩანთების ქსოვა როდის დაიწყეთ?
- ჩანთების ქსოვით სამსახურის მერე დავკავდი. ეს ჩემთვის მარტო საქმიანობა და შემოსავლის წყარო არ არის, ერთგვარი თერაპიაა. მართალია, საქართველოში ძირითადად შავი ფერია ტრენდული, მაგრამ ჩვენს ქალბატონებს ჯიუტად ვთავაზობ ხოლმე ფერად ჩანთებს. ჩვენი პროდუქციით ძირითადად ტურისტები და ემიგრანტები ინტერესდებიან.
© courtesy of Nino Gogolidzeნინო გოგოლიძის ნაქსოვი ჩანთა

ნინო გოგოლიძის ნაქსოვი ჩანთა
- 31 დეკემბერს საახალწლო გამოფენა-გაყიდვაში მიიღეთ მონაწილეობა. მაინტერესებს, მამაკაცებმა თუ შეიძინეს თქვენი ჩანთა ქალბატონებისთვის საჩუქრად?
- დიახ, 31-ში დილიდან კაჭრეთის „ამბასადორში“ ვიყავი, ჩემი ჩანთები ძირითადად ქალბატონებმა შეიძინეს. განსაკუთრებით გამიხარდა, როცა ქართველმა მამაკაცმა ჩემი ნაქსოვი ულამაზესი ზურგჩანთა თავისი საყვარელი ქალბატონისთვის შეიძინა.
© courtesy of Nino Gogolidzeნინო გოგოლიძის ნაქსოვი ჩანთა

ნინო გოგოლიძის ნაქსოვი ჩანთა
- როგორ ფიქრობთ, ქალის ჩანთაში რომელი საჭირო ნივთები უნდა იდოს?
- პირველ რიგში სარკე, კოსმეტიკა და... ისეთი დროა, რომ სათადარიგო პირბადეც უნდა ჰქონდეს, პატარა ანტისეპტიკური საშუალებაც არ იქნება ზედმეტი. მისთვის საჭირო დანარჩენ ნივთებს ინდივიდუალურად შეარჩევს...
© courtesy of Nino Gogolidzeსაბავშვო ბაღში მუშაობის დროს

საბავშვო ბაღში მუშაობის დროს
- ქალბატონებს რას უსურვებთ ახალ წელს?
- ქალბატონებს ვუსურვებ სიყვარულს, სილამაზესა და მადლიერებას ყველაფერ იმის მიმართ, რაც მათ ცხოვრებაშია. კიდევ შევახსენებ დეილ კარნეგის სიტყვებს: „როცა ცხოვრება მჟავე ლიმონს გარგუნებს, მას ტეკილა უნდა დაახვედროთ“...