https://sputnik-georgia.com/20220103/miwis-sistemuri-registracia-daiwyo-263357799.html
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო
Sputnik საქართველო
ფერმერებისთვის სახელმწიფოსგან შეღავათების მიღების მთავარ პირობას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს. 03.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-03T22:53+0400
2022-01-03T22:53+0400
2022-01-03T23:36+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249366087_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_3cc0f52e96a4b2110f57fa475fb4c1ee.jpg
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაცია საქართველოს მასშტაბით დაიწყო.2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.სისტემური რეგისტრაციის პროცესი ორი წლის განმავლობაში, 2024 წლის ბოლომდე განხორციელდება და 59 მუნიციპალიტეტს მოიცავს. გამონაკლისი იქნება ქვეყნის დიდი ქალაქები – თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი.ამ დროისათვის ქვეყანაში მიწების მესამედი ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელია.სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:უწყების ცნობით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პარალელურად მოქალაქეებს კვლავაც შეუძლიათ ისარგებლონ მიწის სპორადული რეგისტრაციით.რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249366087_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_04ea9e467a2591a514766dbb35bc51b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს სოფლის მეურნეობა
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო
22:53 03.01.2022 (განახლებულია: 23:36 03.01.2022) ფერმერებისთვის სახელმწიფოსგან შეღავათების მიღების მთავარ პირობას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს.
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაცია საქართველოს მასშტაბით დაიწყო.
2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.
სისტემური რეგისტრაციის პროცესი ორი წლის განმავლობაში, 2024 წლის ბოლომდე განხორციელდება და 59 მუნიციპალიტეტს მოიცავს. გამონაკლისი იქნება ქვეყნის დიდი ქალაქები – თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი.
ამ დროისათვის ქვეყანაში მიწების მესამედი ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელია.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ
მომსახურებებს:
მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.
უწყების ცნობით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პარალელურად მოქალაქეებს კვლავაც შეუძლიათ ისარგებლონ მიწის სპორადული რეგისტრაციით.
რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.