https://sputnik-georgia.com/20220103/acharashi-didtovlobam-problemebi-sheqmna-263351752.html
მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა
მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა
Sputnik საქართველო
მაღალმთიან აჭარაში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და სოფლების უმრავლესობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 03.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-03T18:05+0400
2022-01-03T18:05+0400
2022-01-03T22:44+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263081394_0:0:2471:1390_1920x0_80_0_0_133f3547f4873fcfe3efe3f2e4e6dabd.jpg
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა.ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, რის გამოც სოფლების ნაწილთან მისასვლელი გზები ამ დრომდე ჩაკეტილია. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო სოფლების უმრავლესობა შუქის გარეშეა დარჩენილი.ანალოგიური ვითარებაა შუახევში, ქედაში კი მეწყრული პროცესები განვითარდა.აჭარის მაღალმთიან რეგიონში შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები იწმინდება. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე მოძრაობა შეიზღუდა>>>ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხულოში გზის გაწმენდის პროცესში 14 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული, შუახევში – 11, ქედაში – შვიდი.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 86-106 კმ მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. შესაბამისად, კურორტ გოდერძიზე ასვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით არის შესაძლებელი.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263081394_271:0:2126:1391_1920x0_80_0_0_55003a2ea3719c31b8fb06f87e741804.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები
მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა
18:05 03.01.2022 (განახლებულია: 22:44 03.01.2022) მაღალმთიან აჭარაში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და სოფლების უმრავლესობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა.
ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, რის გამოც სოფლების ნაწილთან მისასვლელი გზები ამ დრომდე ჩაკეტილია. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო სოფლების უმრავლესობა შუქის გარეშეა დარჩენილი.
ანალოგიური ვითარებაა შუახევში, ქედაში კი მეწყრული პროცესები განვითარდა.
აჭარის მაღალმთიან რეგიონში შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში
მუშაობენ. გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები იწმინდება.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხულოში გზის გაწმენდის პროცესში 14 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული, შუახევში – 11, ქედაში – შვიდი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 86-106 კმ მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. შესაბამისად, კურორტ გოდერძიზე ასვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით არის შესაძლებელი.