Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ისრაელი „ნარინჯისფერი“ ქვეყნებიდან ვიზიტორების მიღებას განაახლებს

© photo: Sputnik / Stringerისრაელის და საქართველოს დროშები
ისრაელის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2022
გამოწერა
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. ისრაელი ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი ტურისტების მიღებას 9 იანვრიდან განაახლებს, იუწყება РИА Новости ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
საუბარია იმ მოგზაურებზე, რომლებიც ისრაელში იმ ქვეყნებიდან ჩავლენ, სადაც ეპიდვითარება გართულებული არ არის.

„პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა, ჯანდაცვის, შსს-ს, ტურიზმისა და ტრანსპორტის მინისტრები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კვირიდან, 9 იანვრიდან „ნარინჯისფერი“ ქვეყნებიდან ტურისტები ქვეყანაში შემოსვლაზე ნებართვას მიიღებენ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხება რუსული პრეპარატ Спутник-ით აცრილ პირებს. ისრაელის მთავრობის ცნობით, რუსული ვაქცინა ჯერჯერობით არ შედის იმ ვაქცინების ჩამონათვალში, რომელიც ისრაელში დაშვებულია.
ამასთან, მოგზაურები უნდა იყვნენ აცრილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული რომელიმე ვაქცინით ან გადატანილი ჰქონდეთ „კოვიდ-19“.
„სამწუხაროდ, რუსული პრეპარატით აცრილებთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას ოფიციალურმა წყარომ.
ისრაელის ტერიტორიაზე შესასვლელად ტურისტებს მოუწევთ მთავრობის ვებ-გვერდზე სპეციალური ფორმის შევსება, ასევე თვითმფრინავში ჩაჯდომამდე და ჩაფრენის შემდეგაც PCR-ტესტის ჩატარება და 24 საათით იზოლაცია, ვიდრე ტესტის პასუხი არ გახდება ცნობილი.
„წითელი“ ქვეყნებიდან უცხოელებს ისრაელში შესვლა ეკრძალებათ. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, „წითელი" შუქი ანთებული აქვთ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, თურქეთს, მექსიკას, შვეიცარიას. აღნიშნულ სიაში რუსეთი არ შედის.
ყველა ახალი ამბავი
0