https://sputnik-georgia.com/20220102/mekvleoba-da-qartuli-xasiatis-taviseburebebi-263332253.html
ექსტრემალი მეკვლეები, ანუ ქართული ხასიათის თავისებურებები
ექსტრემალი მეკვლეები, ანუ ქართული ხასიათის თავისებურებები
Sputnik საქართველო
დამეთანხმებით, ნებისმიერი ერის ხასიათი ყველაზე კარგად იმაში ჩანს, თუ როგორ შეუძლია მას სიხარულისა და მწუხარების გამოხატვა. 02.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-02T11:39+0400
2022-01-02T11:39+0400
2022-01-02T11:39+0400
საზოგადოება
ავტორები
საქართველო
ხალხური რწმენა-მინიშნებები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/04/263375642_0:79:3072:1807_1920x0_80_0_0_d5bd3edaa93c06d635c3cf9ab164f913.jpg
მოდი, მწუხარებას შევეშვათ და ჩვენი ეროვნული ხასიათის თავისებურებები ზეიმთან, სიხარულთან მიმართებაში განვიხილოთ.ქართველები ბევრ დღესასწაულს ორ-ორჯერ, ძველი და ახალი სტილით, გაორმაგებული პათოსითა და აღფრთოვანებით აღვნიშნავთ. ასეა ახალი წლის შემთხვევაშიც - მასაც ორჯერ: ძველი და ახალი სტილით ვზეიმობთ.აქვე გეტყვით, რომ საზოგადოებისთვის ინკოგნიტოდ დარჩენილმა ერთმა ქართველმა არ დაიზარა და 365 კალენდარულ დღეს ამდენივე საზეიმო მიზეზ-საბაბი მიუსადაგა. კიდევ კარგი, მის მიერ შედგენილ კალენდარზე არ გადავეწყეთ, თორემ შედეგის წარმოდგენაც კი მიჭირს…იმ 365 დღიდან ერთ-ერთი მთავარი ზეიმი, რომელსაც ქართველები დიდი გულისყურით ვეკიდებით — ბედობაა, რა დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეკვლეს.ჩვენი ეროვნული ხასიათი ამ ფენომენის მიმართ განსაკუთრებული ძალით ვლინდება. მეკვლე იყო და დღემდე არის ის, ვისზეც ჩვენში ლამის მთავრობაზე დიდ იმედებს ამყარებენ. წლიდან წლამდე მას მოუთმენლად ელოდებიან: გაუთხოვარი გოგოების მამები, აბიტურიენტი შვილების დედები, ბიზნესმენები და, ასე განსაჯეთ, თავად ძლიერნი ამა ქვეყნისანიც კი.ოდითგან ასეც იყო: თუ მეკვლე, ანუ მეფეხე ოჯახის წევრების იმედებს ,,გაამართლებდა“, მას, პოლიტიკური არჩევნების მსგავსად, მეორე ვადითაც ირჩევდნენ.ასე მაგალითად, რაჭაში, თუ ოჯახი წინა წლის მეკვლეს კარგად დაცდიდა, მას ამ ფუნქციის შესრულება კიდევ სამი წლით ევალებოდა. ამ ხნის განმავლობაში მეკვლე ვალდებული იყო, ოჯახისთვის ახალი წლის დადგომა ღვინის დოქით, მოხარშული ლორით, შემწვარი წიწილით, ვაშლში ჩარჭობილი ხურდა ფულითა და სანთლით ხელში პირველს მოელოცა.თუშეთში მეკვლედ ისეთ კაცს იწვევდნენ, რომელსაც კეთილი გული, დიდი გამოცდილება და, რაღა თქმა უნდა, „კარგი ფეხი“ ჰქონდა. თორმეტ საათზე ოჯახში შესული მეკვლე კერიასთან კვერს დააგორებდა ისე, რომ ის წაღმა დამდგარიყო, რათა ახალ წელს ოჯახის ბედი წაღმა დატრიალებულიყო.აჭარაში ახალ წელს ოჯახს უმცროსი ვაჟი ულოცავდა. ამ დროს ქალებს აუცილებლად უნდა სცმოდათ წითელი კაბა, გულზე კი ბებიის ნაჩუქარი ჯვარი ჰქონოდათ.სამეგრელოში მეკვლე საუზმის დაწყებამდე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით ,,დააბერებდა“. ახალ წელს, დილაადრიან, ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკითა და ღომის ჯამით სახლიდან გარეთ გადიოდა და გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ ისევ შინ ბრუნდებოდა.აი სვანეთში კი საკუთარი მოვალეობის შესრულება მეკვლეს ყველაზე ექსტრემალურ პირობებში უწევდა. ღამე მას ნებისმიერ ამინდში უნდა გეთია იმ სახლის გარეთ, სადაც მიპატიჟებული იყო. ეს იმისთვის, რომ ოჯახში, ასე ვთქვათ, განწმენდილი შესულიყო და კარგი ფეხი შეეტანა.წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდებოდა ფაქტობრივად ალპურ ზონაში, აუტანელი სიცივის პირობებში. არ ვიცი, ამგვარი განსაცდელი რატომ დააწესეს, მაგრამ ფაქტია, სვანისთვის მეკვლედ ყოფნა, ,,კარგი ფეხის“ გარდა, კარგ ფიზიკურ მომზადებასაც მოითხოვდა.დაბოლოს, ოჯახის ტრადიციული დალოცვა, რომელსაც ვერცერთი მეკვლე დღესაც კი გვერდს ვერ აუვლის:ისე კი, მთლად მეკვლეს ფეხის იმედად ნუ დავრჩებით. საკუთარი ცხოვრება ჩვენვე უნდა შევცვალოთ.ბედობას გილოცავთ!
https://sputnik-georgia.com/20230102/bedoba-instruqcia-mekvleebistvis-263332050.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
თეონა გოგნიაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22975/95/229759509_20:0:2126:2106_100x100_80_0_0_c3f6aac9ef9e6c4affc8488a71ff51f1.jpg
თეონა გოგნიაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22975/95/229759509_20:0:2126:2106_100x100_80_0_0_c3f6aac9ef9e6c4affc8488a71ff51f1.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/04/263375642_324:0:3055:2048_1920x0_80_0_0_531ee2df15ceeba17f9ebb5d6f788c7e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თეონა გოგნიაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22975/95/229759509_20:0:2126:2106_100x100_80_0_0_c3f6aac9ef9e6c4affc8488a71ff51f1.jpg
საზოგადოება, ავტორები, საქართველო, ხალხური რწმენა-მინიშნებები
საზოგადოება, ავტორები, საქართველო, ხალხური რწმენა-მინიშნებები
ექსტრემალი მეკვლეები, ანუ ქართული ხასიათის თავისებურებები
დამეთანხმებით, ნებისმიერი ერის ხასიათი ყველაზე კარგად იმაში ჩანს, თუ როგორ შეუძლია მას სიხარულისა და მწუხარების გამოხატვა.
მოდი, მწუხარებას შევეშვათ და ჩვენი ეროვნული ხასიათის თავისებურებები ზეიმთან, სიხარულთან მიმართებაში განვიხილოთ.
ქართველები ბევრ დღესასწაულს ორ-ორჯერ, ძველი და ახალი სტილით, გაორმაგებული პათოსითა და აღფრთოვანებით აღვნიშნავთ. ასეა ახალი წლის შემთხვევაშიც - მასაც ორჯერ: ძველი და ახალი სტილით ვზეიმობთ.
აქვე გეტყვით, რომ საზოგადოებისთვის ინკოგნიტოდ დარჩენილმა ერთმა ქართველმა არ დაიზარა და 365 კალენდარულ დღეს ამდენივე საზეიმო მიზეზ-საბაბი მიუსადაგა. კიდევ კარგი, მის მიერ შედგენილ კალენდარზე არ გადავეწყეთ, თორემ შედეგის წარმოდგენაც კი მიჭირს…
იმ 365 დღიდან ერთ-ერთი მთავარი ზეიმი, რომელსაც ქართველები დიდი გულისყურით ვეკიდებით — ბედობაა, რა დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეკვლეს.
ჩვენი ეროვნული ხასიათი ამ ფენომენის მიმართ განსაკუთრებული ძალით ვლინდება. მეკვლე იყო და დღემდე არის ის, ვისზეც ჩვენში ლამის მთავრობაზე დიდ იმედებს ამყარებენ. წლიდან წლამდე მას მოუთმენლად ელოდებიან: გაუთხოვარი გოგოების მამები, აბიტურიენტი შვილების დედები, ბიზნესმენები და, ასე განსაჯეთ, თავად ძლიერნი ამა ქვეყნისანიც კი.
ოდითგან ასეც იყო: თუ მეკვლე, ანუ მეფეხე ოჯახის წევრების იმედებს ,,გაამართლებდა“, მას, პოლიტიკური არჩევნების მსგავსად, მეორე ვადითაც ირჩევდნენ.
ასე მაგალითად, რაჭაში, თუ ოჯახი წინა წლის მეკვლეს კარგად დაცდიდა, მას ამ ფუნქციის შესრულება კიდევ სამი წლით ევალებოდა. ამ ხნის განმავლობაში მეკვლე ვალდებული იყო, ოჯახისთვის ახალი წლის დადგომა ღვინის დოქით, მოხარშული ლორით, შემწვარი წიწილით, ვაშლში ჩარჭობილი ხურდა ფულითა და სანთლით ხელში პირველს მოელოცა.
თუშეთში მეკვლედ ისეთ კაცს იწვევდნენ, რომელსაც კეთილი გული, დიდი გამოცდილება და, რაღა თქმა უნდა, „კარგი ფეხი“ ჰქონდა. თორმეტ საათზე ოჯახში შესული მეკვლე კერიასთან კვერს დააგორებდა ისე, რომ ის წაღმა დამდგარიყო, რათა ახალ წელს ოჯახის ბედი წაღმა დატრიალებულიყო.
აჭარაში ახალ წელს ოჯახს უმცროსი ვაჟი ულოცავდა. ამ დროს ქალებს აუცილებლად უნდა სცმოდათ წითელი კაბა, გულზე კი ბებიის ნაჩუქარი ჯვარი ჰქონოდათ.
სამეგრელოში მეკვლე საუზმის დაწყებამდე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით ,,დააბერებდა“. ახალ წელს, დილაადრიან, ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკითა და ღომის ჯამით სახლიდან გარეთ გადიოდა და გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ ისევ შინ ბრუნდებოდა.
აი სვანეთში კი საკუთარი მოვალეობის შესრულება მეკვლეს ყველაზე ექსტრემალურ პირობებში უწევდა. ღამე მას ნებისმიერ ამინდში უნდა გეთია იმ სახლის გარეთ, სადაც მიპატიჟებული იყო. ეს იმისთვის, რომ ოჯახში, ასე ვთქვათ, განწმენდილი შესულიყო და კარგი ფეხი შეეტანა.
წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდებოდა ფაქტობრივად ალპურ ზონაში, აუტანელი სიცივის პირობებში. არ ვიცი, ამგვარი განსაცდელი რატომ დააწესეს, მაგრამ ფაქტია, სვანისთვის მეკვლედ ყოფნა, ,,კარგი ფეხის“ გარდა, კარგ ფიზიკურ მომზადებასაც მოითხოვდა.
დაბოლოს, ოჯახის ტრადიციული დალოცვა, რომელსაც ვერცერთი მეკვლე დღესაც კი გვერდს ვერ აუვლის:
,,შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი — კვალი ანგელოზისა“…
ისე კი, მთლად მეკვლეს ფეხის იმედად ნუ დავრჩებით. საკუთარი ცხოვრება ჩვენვე უნდა შევცვალოთ.