https://sputnik-georgia.com/20230102/bedoba-instruqcia-mekvleebistvis-263332050.html
დღეს ბედობაა: მოკლე ინსტრუქცია მეკვლეებისთვის
დღეს ბედობაა: მოკლე ინსტრუქცია მეკვლეებისთვის
Sputnik საქართველო
საქართველოში ბედობას უხსოვარი დროიდან აქვს თავისი რიტუალი, რომლის გაცნობაც აქვე შეგიძლიათ.
2023-01-02T10:33+0400
2023-01-02T10:33+0400
2023-01-02T10:46+0400
საზოგადოება
საქართველო
ახალი წელი 2023
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23872/73/238727307_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_ff7ec8c0203b2e9103739a8b733fa5e8.jpg
დღეს ბედობაა!საქართველოში ბედობა ორჯერ აღნიშნება — 2 და 15 იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, ყველა დიდი სიხარულით და საუკეთესო განწყობით ელოდება მას.ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის. საქართველოში, ისევე როგორც ძველად, ახლაც მიაჩნიათ, როგორი განწყობითა და ხალისითაც შეხვდებიან ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებენ.უხსოვარი დროიდან ბედობას თავისი რიტუალიც აქვს. ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევს. მეკვლე კარგი ოჯახის შვილი, ზრდილი, კეთილშობილი, წარმატებული ადამიანი უნდა იყოს. ბედობა დღეს ოჯახიდან გასვლა არ შეიძლება, გამონაკლისი იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ თავად ხარ მეკვლე.სტუმრად წასული მეკვლე მასპინძელს კოხტად გამოწყობილი უნდა ეწვიოს, თან ნაირ-ნაირი ტკბილეული, ნუგბარი მიართვას ოჯახს. აუცილებლად მხიარულ განწყობაზე უნდა იყოს, ღვინო და სხვა სასმელი ზომიერად მიირთვას. შესვლის წინ უნდა წარმოთქვას ჯადოსნური სიტყვები:ადრე მეკვლეს ხორბლით და სიმინდით მოფენილ სკამზეც სვამდნენ, რადგან იმ წელს ხვავიანი და ბარაქიანი მოსავალი ჰქონოდათ. მეკვლე უკან დაუგვიანებლად უნდა გამობრუნდეს.ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩენილია საქართველოში, თუმცა, არა ისეთი დიდი დატვირთვით, როგორადაც ამას ძველად აღიქვამდნენ. დღესაც ყველა ოჯახი ცდილობს ბედობის დღესასწაულზე ხალისიანი, პოზიტიური განწყობა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა დაიბედოს.გილოცავთ ბედობას!
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23872/73/238727307_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_9cf8f5bb050ae8e1b762a102a790cdc2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბედობა მეკვლე ინსტრუქცია
დღეს ბედობაა: მოკლე ინსტრუქცია მეკვლეებისთვის
10:33 02.01.2023 (განახლებულია: 10:46 02.01.2023) ახალ წელს ნებისმიერი ადამიანი განსაკუთრებულად კარგსა და დადებითზე ფიქრობს - კარგ სამსახურზე, ოჯახის შექმნაზე, ოცნებების ასრულებასა და სურვილების განხორციელებაზე.
საქართველოში ბედობა ორჯერ აღნიშნება — 2 და 15 იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, ყველა დიდი სიხარულით და საუკეთესო განწყობით ელოდება მას.
ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის. საქართველოში, ისევე როგორც ძველად, ახლაც მიაჩნიათ, როგორი განწყობითა და ხალისითაც შეხვდებიან ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებენ.
უხსოვარი დროიდან ბედობას თავისი რიტუალიც აქვს. ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევს. მეკვლე კარგი ოჯახის შვილი, ზრდილი, კეთილშობილი, წარმატებული ადამიანი უნდა იყოს. ბედობა დღეს ოჯახიდან გასვლა არ შეიძლება, გამონაკლისი იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ თავად ხარ მეკვლე.
სტუმრად წასული მეკვლე მასპინძელს კოხტად გამოწყობილი უნდა ეწვიოს, თან ნაირ-ნაირი ტკბილეული, ნუგბარი მიართვას ოჯახს. აუცილებლად მხიარულ განწყობაზე უნდა იყოს, ღვინო და სხვა სასმელი ზომიერად მიირთვას. შესვლის წინ უნდა წარმოთქვას ჯადოსნური სიტყვები:
„შემოვდგი ფეხი — გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი — კვალი ანგელოზისა!“
ადრე მეკვლეს ხორბლით და სიმინდით მოფენილ სკამზეც სვამდნენ, რადგან იმ წელს ხვავიანი და ბარაქიანი მოსავალი ჰქონოდათ. მეკვლე უკან დაუგვიანებლად უნდა გამობრუნდეს.
ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობენ და არც რაიმეს გაასესხებდნენ, ვინაიდან ძველად სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება დაკავშირებული იყო იმედგაცრუებასთან და მოტყუებასთან.
თუ ოჯახში ავადმყოფია, ამ დღეს აუცილებლად უნდა წამოდგეს ფეხზე, რათა ლოგინში წოლა არ დაებედოს. თუ ბედობას ფეხზე დამდგარი, შემართებით, მხნედ და მედგრად შეხვდება, სნეულება და ავადმყოფობა მომავალ წელს აღარ შეაწუხებს.
ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩენილია საქართველოში, თუმცა, არა ისეთი დიდი დატვირთვით, როგორადაც ამას ძველად აღიქვამდნენ.
დღესაც ყველა ოჯახი ცდილობს ბედობის დღესასწაულზე ხალისიანი, პოზიტიური განწყობა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა დაიბედოს.