https://sputnik-georgia.com/20220102/2022-parafsiqologebis-prognozi-263334365.html
როგორი იქნება 2022 წელი: პარაფსიქოლოგების უიმედო პროგნოზი
როგორი იქნება 2022 წელი: პარაფსიქოლოგების უიმედო პროგნოზი
Sputnik საქართველო
ექსტრასენსები და პარაფსიქოლოგები ამბობენ, რომ ახალი წელი პანდემიის თვალსაზრისით არც თუ ისე სასიხარულო იქნება.
2022-01-02T13:44+0400
2022-01-02T13:44+0400
2022-01-02T14:38+0400
საზოგადოება
ეს საინტერესოა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259259973_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_2d00efbc2f52f757ab201f84f16a8351.jpg
თუმცა ექსტრასენსები და პარაფსიქოლოგები ამბობენ, რომ ახალი წელი პანდემიის თვალსაზრისით არც თუ ისე სასიხარულო იქნება. ეზოთერიკოსების თქმით, მათი უსიამოვნო პროგნოზის არსი ისაა, რომ რაც უფრო მეტად ვიძირებით ნეგატივში, მით უფრო სუსტდება ჩვენი იმუნიტეტი.როგორც ფსიქოთერაპევტი და ეზოთერიკოსი მიროსლავა ბუში ამბობს, „ვინც კოლექტიური გონების მართვა იცის, ის ხალხსაც მართავს“.მისი განმარტებით, იმას, რასაც ადრე ჯადოს ეძახდნენ, ახლა უარყოფით შთაგონებას უწოდებენ. შთაგონება, იქნება ეს უარყოფითი თუ დადებითი, კონკრეტულ ნივთად ყალიბდება, რომელთა შეხებაც შესაძლებელია. ანუ აზრები საკმაოდ სწრაფად მატერიალიზდება გარემომცველ სამყაროში. შესაბამისად, პარაფსიქოლოგის თქმით, ეპიდემია გაგრძელდება მანამ, სანამ ხალხი ცნობიერს არ შეიცვლის. დიდი პანდემიების დროს კი აზროვნება ხუთ წელიწადში იცვლება.„ხუთ წელში ადამიანები ეჩვევიან, მშვიდდებიან და ეგუებიან სიტუაციას. სანამ კაცობრიობა არ შეეგუება და არ ისწავლის ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას, ვირუსი იმოქმედებს“, — ამბობს მიროსლავა ბუში.მისი თქმით, ძლიერ სტრესში, ნეგატივში, აგრესიაში მყოფი ადამიანი ნერვიულობს და იმუნიტეტი უქვეითდება.პარაფსიქოლოგ სერგეი ლანგის თქმით, „ახალ წელს პანდემიის თვალსაზრისით გლობალური ცვლილებები უკეთესობისკენ არ იქნება“.მისი აზრით, იმისათვის, რომ პანდემია დასრულდეს, მხოლოდ ვაქცინაცია საკმარისი არ არის. ლანგის აზრით, პანდემიას პანიკა და აგრესია აძლიერებს.პარაფსიქოლოგი გვირჩევს, შევწყვიტოთ ავადმყოფობის შიში, მასზე ფიქრი, ვინაიდან ასე ადამიანი უფრო ავად ხდება, რადგან „ერთვება თვითგანადგურების პროგრამა“.ამიტომ, პირბადეებიც ატარეთ, ხელების დეზინფიციაც არ შეწყვიტოთ, ვაქცინაციაც გაიარეთ, მაგრამ მთავარია, ისწავლოთ ცხოვრებით სიხარული და ტკბობა.
https://sputnik-georgia.com/20200403/futurologebi-pandemiis-dasrulebis-Semdeg-sam-scenars-asaxeleben-248155766.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259259973_175:0:1882:1280_1920x0_80_0_0_4d8c1792d4fecd97ee82c1b8982d9efd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პარაფსიქოლოგია პროგოზი 2022 წელი
პარაფსიქოლოგია პროგოზი 2022 წელი
როგორი იქნება 2022 წელი: პარაფსიქოლოგების უიმედო პროგნოზი
13:44 02.01.2022 (განახლებულია: 14:38 02.01.2022) ვეფხვის წლისგან ისე ველოდებით სასწაულს, როგორც არასდროს. გვჯერა, რომ ის უფრო მსუბუქი იქნება, ვიდრე გასული ორი წელი იყო კოროვირუსული პანდემიის თვალსაზრისით.
თუმცა ექსტრასენსები და პარაფსიქოლოგები ამბობენ, რომ ახალი წელი პანდემიის თვალსაზრისით არც თუ ისე სასიხარულო იქნება. ეზოთერიკოსების თქმით, მათი უსიამოვნო პროგნოზის არსი ისაა, რომ რაც უფრო მეტად ვიძირებით ნეგატივში, მით უფრო სუსტდება ჩვენი იმუნიტეტი.
როგორც ფსიქოთერაპევტი და ეზოთერიკოსი მიროსლავა ბუში ამბობს, „ვინც კოლექტიური გონების მართვა იცის, ის ხალხსაც მართავს“.
„პანდემიის პირველი ტალღისას ჩვენ ვხედავდით, როგორ იზრდებოდა პანიკა, ნერვიულობა... და მივიღეთ პანდემიის მეორე ტალღა. ეს არის იმის გავლენა, რასაც ჩვენ აზრის ძალას, კოლექტიურ არაცნობიერს, კოლექტიურ გონს ვუწოდებთ“, — აცხადებს სპეციალისტი.
მისი განმარტებით, იმას, რასაც ადრე ჯადოს ეძახდნენ, ახლა უარყოფით შთაგონებას უწოდებენ. შთაგონება, იქნება ეს უარყოფითი თუ დადებითი, კონკრეტულ ნივთად ყალიბდება, რომელთა შეხებაც შესაძლებელია. ანუ აზრები საკმაოდ სწრაფად მატერიალიზდება გარემომცველ სამყაროში.
შესაბამისად, პარაფსიქოლოგის თქმით, ეპიდემია გაგრძელდება მანამ, სანამ ხალხი ცნობიერს არ შეიცვლის. დიდი პანდემიების დროს კი აზროვნება ხუთ წელიწადში იცვლება.
„ხუთ წელში ადამიანები ეჩვევიან, მშვიდდებიან და ეგუებიან სიტუაციას. სანამ კაცობრიობა არ შეეგუება და არ ისწავლის ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას, ვირუსი იმოქმედებს“, — ამბობს მიროსლავა ბუში.
მისი თქმით, ძლიერ სტრესში, ნეგატივში, აგრესიაში მყოფი ადამიანი ნერვიულობს და იმუნიტეტი უქვეითდება.
პარაფსიქოლოგ სერგეი ლანგის თქმით, „ახალ წელს პანდემიის თვალსაზრისით გლობალური ცვლილებები უკეთესობისკენ არ იქნება“.
მისი აზრით, იმისათვის, რომ პანდემია დასრულდეს, მხოლოდ ვაქცინაცია საკმარისი არ არის. ლანგის აზრით, პანდემიას პანიკა და აგრესია აძლიერებს.
„ახლა ადამიანები აგრესიულები არიან. ისინი უფრო სწრაფად ანადგურებენ ერთმანეთს, ვიდრე კორონავირუსი. ხდება ჯაჭვური რეაქცია: ადამიანები უყურებენ, კითხულობენ ახალ ამბებს, იგებენ, რომ სამყარო ხდება ძალიან საშიში, რომ შეუძლებელია მომავლის გეგმების შედგენა და ამ ინფორმაციის შემდეგ ფსიქიკაში აქტიურდება დამცავი მექანიზმი, გადარჩენის ინსტინქტი. თითოეული ადამიანის. გადარჩენის ინსტინქტის ამოქმედების მომენტში კი ადამიანები ხდებიან უფრო აგრესიულები, უფრო უხეშები. ისინი არ ცდილობენ, თავიანთი მოქმედებებით უკეთესი გახადონ ეს სამყარო“, — ამბობს ლანგი.
პარაფსიქოლოგი გვირჩევს, შევწყვიტოთ ავადმყოფობის შიში, მასზე ფიქრი, ვინაიდან ასე ადამიანი უფრო ავად ხდება, რადგან „ერთვება თვითგანადგურების პროგრამა“.ამიტომ, პირბადეებიც ატარეთ, ხელების დეზინფიციაც არ შეწყვიტოთ, ვაქცინაციაც გაიარეთ, მაგრამ მთავარია, ისწავლოთ ცხოვრებით სიხარული და ტკბობა.