https://sputnik-georgia.com/20211231/laris-banknotebs-vada-ewureba-263286118.html
ლარის ძველი ბანკნოტების მიმოქცევის ვადა იწურება
ლარის ძველი ბანკნოტების მიმოქცევის ვადა იწურება
Sputnik საქართველო
ქართული ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბრიდან შემოვიდა. 31.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-31T11:40+0400
2021-12-31T11:40+0400
2021-12-31T11:40+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/89/234438904_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_15f048a0cb2f4f8254bf3d8289192c4d.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. 1995-1999 წლებში გამოშვებული ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტების გამოყენების ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს იწურება.გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ წლებში გამოშვებული ბანკნოტების გადაცვლა 2022 წლის 1 იანვრიდან მხოლოდ ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი №72) იქნება შესაძლებელი.2021 წლის 31 დეკემბრამდე ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია 1995-1999 წლების ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება შეუფერხებლად განახორციელოს, თუ ისინი აკმაყოფილებენ ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებულ „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესით" განსაზღვრულ მოთხოვნებს.საქართველოს ეროვნული ბანკი „ციფრული ფულის“ გამოშვებაზე ფიქრობს>>>ქართული ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბრიდან შემოვიდა. 2016 წელს დაიწყო ბანკნოტების განახლება უფრო დაცული ახალი დიზაინით. 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გამოვიდა 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები, იმავე წლის 1 ნოემბრიდან – 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, 2017 წლის 1 სექტემბრიდან – 5 ლარის ნომინალის, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან – 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/89/234438904_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_d20534f37821229146c521e266ad8ded.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ლარის ძველი ბანკნოტების მიმოქცევის ვადა იწურება
ქართული ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბრიდან შემოვიდა.
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. 1995-1999 წლებში გამოშვებული ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტების გამოყენების ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს იწურება.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ წლებში გამოშვებული ბანკნოტების გადაცვლა 2022 წლის 1 იანვრიდან მხოლოდ ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი №72) იქნება შესაძლებელი.
2021 წლის 31 დეკემბრამდე ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია 1995-1999 წლების ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება შეუფერხებლად განახორციელოს, თუ ისინი აკმაყოფილებენ ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებულ „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესით" განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ქართული ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბრიდან შემოვიდა. 2016 წელს დაიწყო ბანკნოტების განახლება უფრო დაცული ახალი დიზაინით. 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გამოვიდა 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები, იმავე წლის 1 ნოემბრიდან – 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, 2017 წლის 1 სექტემბრიდან – 5 ლარის ნომინალის, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან – 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები.