Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გაიხსნება თუ არა ღამის კლუბები: გადაწყვეტილება მიღებულია

© photo: Sputnik / Stringerდაკეტილი ღამის კლუბი
დაკეტილი ღამის კლუბი - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2021
გამოწერა
ღამის კლუბების გახსნის საკითხზე უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება ქვეყანაში „ომიკრონ" შტამის გამოჩენას უკავშირდება.
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ბოლო დღეების განმავლობაში უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მუშაობდა ღამის კლუბების მფლობელებთან საერთო შეთანხმების მისაღწევად.
ღამის კლუბების მფლობელები, მიუხედავად აკრძალვისა, კორონავირუსის წინააღმდეგ უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ღონისძიებების გამართვას მაინც აპირებდნენ, ხოლო სანქციების შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებდნენ.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და 1 იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.
„სექტორთან კონსულტაციების შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით“, - აღნიშნულია მთავრობის პრეს-რელიზში.
საუბარია შემდეგ რეგულაციებზე:
ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;
პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;
აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;

მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ.

ჯერ კიდევ 7 დეკემბერს საქართველოს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ ღამის კლუბების ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი მუშაობის განახლებას 16-17 დეკემბერს შეძლებდნენ. მაგრამ ღამის კლუბების მფლობელებს, რომლებიც ობიექტების გასახსნელად უკვე მზად იყვნენ, 10 დღის შემდეგ აცნობეს, რომ გახსნა უნდა გადაედოთ.
პროტესტი კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ კლუბ ბასიანთან - ვიდეო>>
ზოგიერთი კლუბის მფლობელი არ დაეთანხმა ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას და დაანონსებული ღონისძიება არ გააუქმა. მთავრობაში კი აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ" შტამის გავრცელება დაასახელეს.
თავის მხრივ, ღამის კლუბების მფლობელები ირწმუნებიან, რომ მათი მიზანია არა მხოლოდ დაწესებულებების გახსნა, არამედ მათი უსაფრთხოდ ფუნქციონირება.
ღამის კლუბები საქართველოში 2020 წლის მარტში დაიხურა, მალევე მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა (26 თებერვალი). მას შემდეგ მათ არც ერთი დღე არ უმუშავიათ. ეპიდემიოლოგები და იმუნოლოგები ღამის კლუბების გახსნას ჯერჯერობით არ ემხრობიან.
ყველა ახალი ამბავი
0