პროტესტი კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ კლუბ ბასიანთან - ვიდეო

გამოწერა
ღამის გართობის მოყვარულებმა ღამის კლუბ ბასიანთან საპროტესტო აქცია გამართეს, რომელიც, სხვა მსგავსი დაწესებულებების მსგავსად, კოვიდ-შეზღუდვების გამო დაკეტილია
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ღამის კლუბებზე აკრძალვის მოხსნას. „კლიბებში ქვეყნის მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლები დადის, ეს საერთოდ არ არის ბევრი“, - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა. მისი თქმით, ღამის ცხოვრების მოყვარულთა რისკ-ჯგუფი ძალიან პატარაა, ამავდროულად კი უფრო პოპულარული დაწესებულებები ფუნქციონირებს ქვეყანაში, სადაც ადამიანები არავითარ შეზღუდვას არ ემორჩილებიან.
სოცქსელებში აქტივისტების მოწოდების შედეგად ბასიანთან დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა. მათ არ სურდათ კლუბში შეეშვათ თბილისის მერიის ინსპექციის წარმომადგენლები.
უკვე თითქმის ორი წელია კორონავირუსის გამო საქართველოში ღამის კლუბები დაკეტილია.
ყველა ახალი ამბავი
0