ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

თუ საახალწლოდ ქაღალდზე დაწერილი სურვილის შეჭმას აპირებთ: ექიმი ორ მთავარ პირობას ასახელებს

CC BY-SA 2.0 / Flickr / Michael Korcuska / Christmas dinner tableსაახალწლო სუფრა
საახალწლო სუფრა - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2021
გამოწერა
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. თუ საახალწლოდ დამკვიდრებული ტრადიციის — ფურცელზე დაწერილი სურვილის შეჭმას აპირებთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე პირობა, ამბობს ექიმი ანდრეი ტიაჟელნიკოვი.
მისი თქმით, ქაღალდის ჭამა არც ისე მისაღები ტრადიციაა, თუმცა წელიწადში ერთხელ ამის გაკეთება ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს, თუ ორ უმთავრეს პირობას დაიცავთ.

„აიღეთ მხოლოდ თეთრი, შეუღებავი ფურცლის პაწაწა ნაწილი და სურვილი ზედ უბრალო ფანქრით დაწერეთ. გაითვალისწინეთ: ფერად ქაღალდსა და სხვა საწერ საშუალებებში (მარკერი, ფლომასტერი, მუდმივი კალამი) შეიძლება მავნე საღებავები შედიოდეს“, — ამბობს სპეციალისტი.

ამასთან ექიმს მიაჩნია, რომ სურვილი ისეთი უნდა იყოს, რომლის ასრულების შანსებიც არსებობს — რათა იმედგაცრუებამ ფსიქოლოგიური ტრავმა არ მოგაყენოთ.
წყარო: РИА Новости
ყველა ახალი ამბავი
0