https://sputnik-georgia.com/20211231/200-larian-danamatis-migebas-acrilebi-ianvarshic-shezleben-263313466.html
ვაქცინირებულთათვის 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატის გაცემა იანვარშიც გაგრძელდება
ვაქცინირებულთათვის 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატის გაცემა იანვარშიც გაგრძელდება
Sputnik საქართველო
აქამდე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის შემთხვევაში 200-ლარიან დანამატს მხოლოდ 60 წელს გადაცილებული ადამიანები იღებდნენ. 31.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-31T17:58+0400
2021-12-31T17:58+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/01/260068714_0:244:3071:1972_1920x0_80_0_0_ee444a43a3b47527ff7b40a931c7941b.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. ასაკობრივ რისკ–ჯუფში შემავალი პირების ვაქცინაციის წახალისების მიზნით 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატის გაცემა მომავალ წელსაც გაგრძელდება, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით მატერიალური წახალისების პროგრამა იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. აქამდე დანამატის მიღება მხოლოდ 31 დეკემბრის ჩათვლით აცრილ პირებს შეეძლოთ.200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა მოქალაქე, ვინც 2022 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება. ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს თვეში ორჯერ მიეწოდება, რომელიც ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას. თანხა კორონავირუსზე აცრის სანაცვლოდ – ასაკობრივი ზღვარი ფართოვდება>>>ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება.ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.geმასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.31 დეკემბერის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.512.858 აცრა; სრულად ვაქცინირებულია 1.148.962 ადამიანი (18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 40.0%). ბუსტერ–დოზა გაკეთებული აქვს 73.162 ადამიანს.პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 934.741 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 895.315 ადამიანი, გარდაიცვალა 13.800 პაციენტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/01/260068714_517:214:2963:2048_1920x0_80_0_0_a56362e501547fd78a3b6532657f923c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ვაქცინირებულთათვის 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატის გაცემა იანვარშიც გაგრძელდება
17:58 31.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) აქამდე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის შემთხვევაში 200-ლარიან დანამატს მხოლოდ 60 წელს გადაცილებული ადამიანები იღებდნენ.
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. ასაკობრივ რისკ–ჯუფში შემავალი პირების ვაქცინაციის წახალისების მიზნით 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატის გაცემა მომავალ წელსაც გაგრძელდება, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით მატერიალური წახალისების პროგრამა იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. აქამდე დანამატის მიღება მხოლოდ 31 დეკემბრის ჩათვლით აცრილ პირებს შეეძლოთ.
200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა მოქალაქე, ვინც 2022 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება.
ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს თვეში ორჯერ მიეწოდება, რომელიც ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას.
ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.ge
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
31 დეკემბერის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.512.858 აცრა; სრულად ვაქცინირებულია 1.148.962 ადამიანი (18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 40.0%). ბუსტერ–დოზა გაკეთებული აქვს 73.162 ადამიანს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 934.741 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 895.315 ადამიანი, გარდაიცვალა 13.800 პაციენტი.